საქართველოს მაღალმთიანეთში უკვე თოვს. რამდენიმე დღის წინ პირველი თოვლი მოვიდა სვანეთში, ახლა კი მაღალმთიან აჭარაშიც გათოვდა.
კურორტ გოდერძის ფეისბუქის გვერდზე დღეს დილით გადაღებული ფოტოები ვრცელდება, რომელზეც დათოვლილი უღელტეხილი ჩანს. "დილა მშვიდობისა დაფიფქულ-თოვლიანი კურორტი გოდერძიდან..." - ვკითხულობთ ფოტოების კომენტარში. ფოტოს ავტორი გიორგი ლომიაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში კი მოთოვოს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით თოვლი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა -4;+1 დაფიქსირდება.