საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ხაზებზე დაინიშნება თბილისში ახალი ავტუბუსები: "მძღოლი მკაცრად დაისჯება, თუ გათბობა-კონდიცირება ჩართული არ ექნება"
რომელ ხაზებზე დაინიშნება თბილისში ახალი ავტუბუსები: "მძღოლი მკაცრად დაისჯება, თუ გათბობა-კონდიცირება ჩართული არ ექნება"

ახალ ავ­ტო­ბუ­სე­ბი კონ­დი­ცი­რე­ბის სი­ტე­მით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ჩემი კი­თხვის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რებ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

"მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს რაც შე­ე­ხე­ბა, მოგ­ვი­წია ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, რომ კონ­დი­ცი­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ჩარ­თუ­ლი. კომ­პა­ნი­ას მძღო­ლებ­თან სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და მო­უ­წია შე­ღა­ვა­თე­ბის გა­წე­ვა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის, რომ კონ­დი­ცი­რე­ბა ჩარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მოგ­ვი­წია და მძღო­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს ჩარ­თუ­ლი ჰქონ­და კონ­დი­ცი­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ავ­ტო­ბუ­სებს, ისი­ნი თბი­ლი­სის კლი­მატ­ზე მორ­გე­ბუ­ლი კონ­დი­ცი­რე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი, ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს აქვს მოჭ­რი­ლი ხელ­ფა­სი, მას არ დას­ჭირ­დე­ბა თქმა, რომ კონ­დი­ცი­რე­ბა ჩარ­თოს, რად­გან ეს მას არ და­აწ­ვე­ბა. და­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი და მკაც­რი სას­ჯე­ლი იქ­ნე­ბა, თუკი სა­ჭი­რო დროს გათ­ბო­ბა ან კონ­დი­ცი­რე­ბა ჩარ­თუ­ლი არ იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მუმ­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი პირ­ველ ეტაპ­ზე მხო­ლოდ #61-ე მარ­შრუტ­ზე ივ­ლის. რო­გორც მუმ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სულ 143 ავ­ტო­ბუ­სის შე­მოყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა, მათი ნა­წი­ლი და­ე­მა­ტე­ბა არ­სე­ბულ ავ­ტო­ბუ­სებს, ნა­წი­ლი კი ძვე­ლებს ჩა­ა­ნაც­ვლებს.

"რე­ა­ლუ­რად, პრობ­ლე­მა არის ის, რომ პი­კის სა­ა­თებ­ში არის ტრან­სპორ­ტის სიმ­ცი­რე. უკვე ვი­ცით, ამ პრობ­ლე­მას რო­გორ ვებ­რძო­ლოთ. ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი 28-ში შე­მო­ვა. რა­ო­დე­ნო­ბა დღეს დე­და­ქა­ლაქ­ში ავ­ტო­ბუ­სე­ბის არის 512, რო­მე­ლიც გა­დის ხაზ­ზე, ავ­ტო­ბუ­სე­ბის და­მა­ტე­ბის შემ­დეგ კი ეს რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა 600-მდე და გა­და­ჭე­დი­ლი აღარ იქ­ნე­ბა. ავ­ტო­ბუ­სე­ბი იქ­ნე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი და დატ­ვირ­თვა გა­იზ­რდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მუმ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ყვე­ლა ავ­ტო­ბუ­სი მო­მა­ვა­ლი წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე შე­მო­იყ­ვა­ნოს.

"ახალ ავ­ტო­ბუ­სებს მომ­ზა­დე­ბუ­ლი კომ­პა­ნია დახ­ვდე­ბა აქ, რო­მე­ლიც და­ა­მონ­ტა­ჟებს სა­ლა­რო აპა­რა­ტებს, ასე­ვე მოხ­დე­ბა მძღო­ლე­ბის დატ­რე­ნინ­გე­ბა. პირ­ველ 10 ავ­ტო­ბუსს ალ­ბათ 5-6 ოქ­ტომ­ბერს გა­ვუშ­ვებთ ხაზ­ზე, #61 ავ­ტო­ბუ­სის მარ­შრუტ­ზე", - აღ­ნიშ­ნა მუმ­ლა­ძემ.

რომელ ხაზებზე დაინიშნება თბილისში ახალი ავტუბუსები: "მძღოლი მკაცრად დაისჯება, თუ გათბობა-კონდიცირება ჩართული არ ექნება"

რომელ ხაზებზე დაინიშნება თბილისში ახალი ავტუბუსები: "მძღოლი მკაცრად დაისჯება, თუ გათბობა-კონდიცირება ჩართული არ ექნება"

ახალ ავტობუსები კონდიცირების სიტემით არის აღჭურვილი, - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ახალი ავტობუსები ასევე შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე ადაპტირებული იქნება.

"მიკროავტობუსებს რაც შეეხება, მოგვიწია ინტენსიური მუშაობა, რომ კონდიცირება ყოფილიყო ჩართული. კომპანიას მძღოლებთან სხვა ურთიერთობა აქვს და მოუწია შეღავათების გაწევა მიკროავტობუსებისთვის, რომ კონდიცირება ჩართულიყო, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარება მოგვიწია და მძღოლების დაახლოებით 70%-ს ჩართული ჰქონდა კონდიცირება. რაც შეეხება ახალ ავტობუსებს, ისინი თბილისის კლიმატზე მორგებული კონდიცირებით იქნება აღჭურვილი, ავტობუსის მძღოლს აქვს მოჭრილი ხელფასი, მას არ დასჭირდება თქმა, რომ კონდიცირება ჩართოს, რადგან ეს მას არ დააწვება. დამატებით მუშაობს მონიტორინგის სამსახური და მკაცრი სასჯელი იქნება, თუკი საჭირო დროს გათბობა ან კონდიცირება ჩართული არ იქნება", - აღნიშნა მუმლაძემ.

იხილეთ ვიდეო

მისივე განცხადებით, ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე მხოლოდ #61-ე მარშრუტზე ივლის. როგორც მუმლაძემ აღნიშნა, სულ 143 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, მათი ნაწილი დაემატება არსებულ ავტობუსებს, ნაწილი კი ძველებს ჩაანაცვლებს.

"რეალურად, პრობლემა არის ის, რომ პიკის საათებში არის ტრანსპორტის სიმცირე. უკვე ვიცით, ამ პრობლემას როგორ ვებრძოლოთ. ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი 28-ში შემოვა. რაოდენობა დღეს დედაქალაქში ავტობუსების არის 512, რომელიც გადის ხაზზე, ავტობუსების დამატების შემდეგ კი ეს რაოდენობა გაიზრდება 600-მდე და გადაჭედილი აღარ იქნება. ავტობუსები იქნება კომფორტული და დატვირთვა გაიზრდება", - განაცხადა მუმლაძემ.

მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ ყველა ავტობუსი მომავალი წლის თებერვლის ბოლომდე შემოიყვანოს.

"ახალ ავტობუსებს მომზადებული კომპანია დახვდება აქ, რომელიც დაამონტაჟებს სალარო აპარატებს, ასევე მოხდება მძღოლების დატრენინგება. პირველ 10 ავტობუსს ალბათ 5-6 ოქტომბერს გავუშვებთ ხაზზე, #61 ავტობუსის მარშრუტზე", - აღნიშნა მუმლაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი