მერიის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა ისაუბრა.
პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო გზა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების, მათ შორის, მოსწავლეების, შშმ პირების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფას. წელს უფასოდ იმგზავრებენ კერძო სკოლის მოსწავლეებიც.
"თბილისის მერიის შეღავათიანი მგზავრობის ბარათებით მოქალაქეთა 26 კატეგორია, სულ, 560 ათასი ბენეფიციარი სარგებლობს", - აღნიშნა მერის მოადგილემ.
ნინა ხატისკაცის განცხადებით, თბილისის მერიასა და "საქართველოს ბანკს" შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, მოსაწავლეთა ახალ იდენტიფიცირებულ უფასო მგზავრობის ბარათებს გასცემს "საქართველოს ბანკი". მემორანდუმის თანახმად, "საქართველოს ბანკმა" მოსწავლეთა ახალი სამგზავრო ბარათების გაცემა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2016 წლის 16 ოქტომბრისა. მოსწავლეებზე გაცემული ძველი ბარათები 16 ოქტომბრიდან გაუქმდება... განაგრძეთ კითხვა