სკანდალური გადაცემის შემდეგ ''პროფილი'' სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სკანდალური გადაცემის შემდეგ ''პროფილი'' სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გადაცემა ''პროფილის'' მორიგი გადაცემა ახალი თაობის განათლების თემას მიეძღვნა.

გამოკითხულთა უმეტესობამ სკოლის პროგრამიდან ისეთი რამეც კი არ იცის, რასაც წლების წინ სამოსანი მოსწავლეც კი უპრობლემოდ უპასუხებდა.

გადაცემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრის აზრით, ასეთი სიტუაცია განათლების სისტემის ბრალია.

ბევრი კი ''პროფილს'' აკრიტიკებდა და წერდნენ, რომ ახალგაზრდებისთვის არ უნდა დაეცინათ.

ასეთი გამოხმაურების შემდეგ ''პროფილმა'' სპეციალური განცხადება გაავრცელა ფეისბუქით.

''მეგობრებო, ჩვენი გამოკითხვა იყო ღია, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა შეეძლო ყველას. გადაცემაში გავიდა მხოლოდ იმ რესპოდენტების პასუხები, ვინც დაგვთანხმდა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე. გამოკითხვა ჩატარებულია ყველას სტანდარტის დაცვით და მასში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება არ ხდება''.

''პროფილის'' განცხადებას შემდეგი კომენტარები მოჰყვა.

''უკვე დროა მიხვდეთ, რომ თემები ამოწურეთ და შეგიძლიათ თქვენმა ჯგუფმა შექმნათ რამე ახალი გადაცემა, თუ აუცილებლად გჭირდებათ ეკრანზე არსებობა. არაპროფესიონალიზში გადადის უკვე, როცა ყველაფერი ამოწურული გაქვთ და სხვების დაცინვით და უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით ცდილობთ, დაწეროთ რეიტინგი.

დაცინვა კიდევ უფრო დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია, მაგრამ მისი მოყვარულებისთვის ცირკის მოწყობა აშკარად არ გეზარებათ.

თქვენ აკეთებთ გადაცემებს, სადაც შეწუხებული სახით გამოდის წამყვანი და ყვება ძალადობაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლებზე ქალთა მიმართ, ამ დროს გამოაჩენთ ეკრანზე ადამიანს რომელიც ვერ გპასუხობთ რამდენი ასოა ქართულ ენაში (შეიძლება სულაც მოულოდნელი კითხვის და დაბნეულობის გამო) მერე ამ ფაქტის გამო დასცინიან ადამიან(ებ)ს, ვინ იცის, ვის როგორი ფსიქიკა აქვს და როგორ აიტანს ამ ფაქტს, როცა ქვეყნის საქილიკოს გახდიან, ეგ ხომ ფაქტიურად ფსიქოლოგიური ძალადობაა. მომავლის ერთ-ერთ ხუთშაბათ დღეს წამყვანი ისევ გამოჩნდება ეკრანს და მოგვმართავს: "თუ შენ ახლა მიყურებ" - ნუ აუბედურებ სხვას / ნუ დასცინი / ნუ აკნინებ / ნუ ... ნუ ... ნუ...

რახდება, რა დავარქვათ ფაქტს, "როგორც გვინდა ვჭრით და ვკერავთ"?

გაგრძელება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს