მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიცა, მხოლოდ ღამით - ორიგინალური თბილისური ბიზნესისტორია
პიცა, მხოლოდ ღამით - ორიგინალური თბილისური ბიზნესისტორია

წარ­მო­იდ­გი­ნეთ სი­ტუ­ა­ცია: ბიზ­ნეს იდე­ის ავ­ტო­რი პო­ტენ­ცი­ურ დამ­ფი­ნან­სე­ბელ­თან შე­დის და ეუბ­ნე­ბა - ჩვენ გვსურს პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა, რო­მე­ლიც კეთ­დე­ბა მხო­ლოდ მათ­თვის, ვი­საც ღა­მის ცხოვ­რე­ბა უყ­ვარს. ჩვენ მხო­ლოდ ღა­მით ვი­მუ­შა­ვებთ... და­ახ­ლო­ე­ბით ასე და­ი­წყო ერთი ორი­გი­ნა­ლუ­რი ბიზ­ნე­სის­ტო­რია, რო­მე­ლიც დღეს წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს თბი­ლის­ში, ვი­თარ­დე­ბა და თა­ვი­სი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ჰყავს.

მათ­თვის, ვი­საც ღა­მის ცხოვ­რე­ბა უყ­ვარს, მათ­თვის, ვინც ხში­რად ატა­რებს ღა­მეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად და მათ­თვი­საც, ვი­საც უბ­რა­ლოდ, ღა­მით საკ­ვე­ბის მირ­თმე­ვა ხიბ­ლავს NIGHT PIZZA ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებს. თუ ვის და რა­ტომ გა­უჩ­ნდა ღა­მით პი­ცის მი­ტა­ნის სერ­ვი­სის შექ­მნის იდეა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს NIGHT PIZZA-ს მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, ბექა მე­ფა­რიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

იდეა

"ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა თბი­ლი­სი. ნელ-ნელა, სულ უფრო ვემ­სგავ­სე­ბით ევ­რო­პულ ქა­ლაქს, რო­მე­ლიც სავ­სეა აბ­რე­ბით, ფეს­ტი­ვა­ლე­ბით, კლუ­ბე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით. დღი­თი-დღე ვი­თარ­დე­ბა ღა­მის ცხოვ­რე­ბა. თით­ქმის ერთი წლის წინ, თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე ღა­მის მი­წუ­რულს მოგ­ვშივ­და. ყვე­ლა საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტი კი და­კე­ტი­ლი დაგ­ვხვდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ხინ­კლის გარ­და ვერ­სად იშო­ვი­დი ნოყი­ერ, გემ­რი­ელ საჭ­მელს. სწო­რედ მა­შინ გაჩ­ნდა იდეა, შეგ­ვექ­მნა ბრენ­დი, რო­მე­ლიც ღა­მის ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ა­ნებს ღა­მის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. ბრენ­დი, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებ­და მარ­ტო ღა­მით, დღე-ღა­მის იმ მო­ნაკ­ვეთ­ში, რო­დე­საც ყვე­ლა სხვა ბრენ­დს სძი­ნავს.

იდეა საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რია. დღემ­დე გვე­კი­თხე­ბი­ან, ყვე­ლა­ფე­რი გაქვთ, დღი­სით რა­ტომ არ მუ­შა­ობ­თო. NIGHT PIZZA-ს სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი სწო­რედ ისაა, რაც მას სხვა პი­ცე­რი­ე­ბის­გან და მი­ტა­ნის სერ­ვი­სე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს. უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი ალ­ბათ ის ფაქ­ტია, რომ ჩვენ თვი­თონ გვიყ­ვარს ღა­მის ცხოვ­რე­ბა".

სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი

"სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ერ ბიზ­ნესს, რო­მე­ლიც კუ­ლი­ნა­რი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კარ­გი სამ­ზა­რე­უ­ლოს მო­სა­წყო­ბად საკ­მა­ოდ დიდი კა­პი­ტა­ლი სჭირ­დე­ბა. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი რე­სურ­სე­ბი, და­ნად­გა­რე­ბი და ფარ­თი წი­ნას­წარ გვქონ­და. ნა­წი­ლობ­რივ ამა­ნაც ითა­მა­შა როლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში. ნო­ლი­დან და­წყე­ბა დიდ ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებ­თან იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

NIGHT PIZZA - პრო­დუქ­ცია და მომ­სა­ხუ­რე­ბის არე­ა­ლი

"NIGHT PIZZA - ეს არის უნი­კა­ლუ­რი რე­ცეპ­ტით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პი­ცის ღა­მით მი­ტა­ნის სერ­ვი­სი. ეს იდეა ორი ადა­მი­ა­ნის თავ­ში გაჩ­ნდა. ორი­ვე ერთ-ერთ დიდ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ­დით. ჩემი მე­გო­ბა­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ექ­სპერ­ტი - NIGHT PIZZA-ს ტექ­ნი­კურ გა­მარ­თვა­ზე მუ­შა­ობს. მე, კო­პი­რა­ი­ტე­რი - მარ­კე­ტინ­გულ ნა­წილ­ზე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. Night Pizza მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს 10 სა­ხე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი რე­ცეპ­ტით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პი­ცის და მისი თან­მხლე­ბი პრო­დუქ­ცი­ის ღა­მით მი­ტა­ნის სერ­ვისს. თან­მხლებ პრო­დუქ­ტებს შო­რის არის ალ­კოჰო­ლი და გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბი.

დღეს NIGHT PIZZA-ში 10-მდე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. მი­ტა­ნის სერ­ვი­სი თბი­ლი­სის ძი­რი­თა­დი უბ­ნე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ეტა­პობ­რი­ვად იზ­რდე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის არე­ა­ლი და პრო­დუქ­ცი­ის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა. პი­ცე­ბის გარ­და სულ მალე და­ე­მა­ტე­ბა ღა­მით სა­ჭი­რო სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­აც. ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სხვა პი­ცე­რი­ე­ბის მი­ტა­ნის სერ­ვი­სე­ბის­გან გას­ხვა­ვე­ბით, NIGHT PIZZA მუ­შა­ობს მხო­ლოდ ღა­მით, სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი­დან დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე"

#გა­ა­ზი­ა­რე­წარ­მა­ტე­ბა, #წარ­მა­ტე­ბა­გა­დამ­დე­ბია:

"თი­ბი­სი ბან­კის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სხვა სტარ­ტა­პე­ბის გაც­ნო­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა იყო. გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ეს უკვე მო­ვა­ხერ­ხეთ. დამ­წყებ ბიზ­ნე­სებს შე­უძ­ლი­ათ ერ­თმა­ნეთს და­ეხ­მა­რონ და ხელი შე­უ­წყონ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში. #გა­ა­ზი­ა­რე­წარ­მა­ტე­ბა მშვე­ნი­ე­რი პრო­ექ­ტია, თუმ­ცა NIGHT PIZZA-ს ჯერ კი­დევ ბევ­რი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად ჩა­ით­ვა­ლოს. რა­საც აქამ­დე მი­ვაღ­წი­ეთ, ყო­ვე­დღი­უ­რი შრო­მი­სა და და ფიქ­რის შე­დე­გია. პრობ­ლე­მე­ბი უამ­რა­ვია და მათი გა­და­ლახ­ვა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო არა­ფე­რია."

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პიცა, მხოლოდ ღამით - ორიგინალური თბილისური ბიზნესისტორია

პიცა, მხოლოდ ღამით - ორიგინალური თბილისური ბიზნესისტორია

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ბიზნეს იდეის ავტორი პოტენციურ დამფინანსებელთან შედის და ეუბნება - ჩვენ გვსურს პროექტის დაფინანსება, რომელიც კეთდება მხოლოდ მათთვის, ვისაც ღამის ცხოვრება უყვარს. ჩვენ მხოლოდ ღამით ვიმუშავებთ... დაახლოებით ასე დაიწყო ერთი ორიგინალური ბიზნესისტორია, რომელიც დღეს წარმატებით ოპერირებს თბილისში, ვითარდება და თავისი მომხმარებელიც ჰყავს.

მათთვის, ვისაც ღამის ცხოვრება უყვარს, მათთვის, ვინც ხშირად ატარებს ღამეს მეგობრებთან ერთად და მათთვისაც, ვისაც უბრალოდ, ღამით საკვების მირთმევა ხიბლავს NIGHT PIZZA ძალისხმევას არ იშურებს. თუ ვის და რატომ გაუჩნდა ღამით პიცის მიტანის სერვისის შექმნის იდეა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს NIGHT PIZZA-ს მარკეტინგის მენეჯერი, ბექა მეფარიშვილი ესაუბრა.

იდეა

"ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა თბილისი. ნელ-ნელა, სულ უფრო ვემსგავსებით ევროპულ ქალაქს, რომელიც სავსეა აბრებით, ფესტივალებით, კლუბებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით. დღითი-დღე ვითარდება ღამის ცხოვრება. თითქმის ერთი წლის წინ, თავგადასავლებით სავსე ღამის მიწურულს მოგვშივდა. ყველა საკვები ობიექტი კი დაკეტილი დაგვხვდა. აღმოჩნდა, რომ ქალაქში რამდენიმე სახინკლის გარდა ვერსად იშოვიდი ნოყიერ, გემრიელ საჭმელს. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც ღამის ცხოვრების მოყვარულ ადამიანებს ღამის გახანგრძლივებაში დაეხმარებოდა. ბრენდი, რომელიც იმუშავებდა მარტო ღამით, დღე-ღამის იმ მონაკვეთში, როდესაც ყველა სხვა ბრენდს სძინავს.

იდეა საკმაოდ ამბიციურია. დღემდე გვეკითხებიან, ყველაფერი გაქვთ, დღისით რატომ არ მუშაობთო. NIGHT PIZZA-ს სამუშაო საათები სწორედ ისაა, რაც მას სხვა პიცერიებისგან და მიტანის სერვისებისგან გამოარჩევს. უფრო მნიშვნელოვანი კი ალბათ ის ფაქტია, რომ ჩვენ თვითონ გვიყვარს ღამის ცხოვრება".

საწყისი კაპიტალი

"საერთოდ, ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც კულინარიასთან არის დაკავშირებული, კარგი სამზარეულოს მოსაწყობად საკმაოდ დიდი კაპიტალი სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში გარკვეული რესურსები, დანადგარები და ფართი წინასწარ გვქონდა. ნაწილობრივ ამანაც ითამაშა როლი გადაწყვეტილების მიღებაში. ნოლიდან დაწყება დიდ ფინანსურ დანახარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.

NIGHT PIZZA - პროდუქცია და მომსახურების არეალი

"NIGHT PIZZA - ეს არის უნიკალური რეცეპტით დამზადებული პიცის ღამით მიტანის სერვისი. ეს იდეა ორი ადამიანის თავში გაჩნდა. ორივე ერთ-ერთ დიდ სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდით. ჩემი მეგობარი კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი - NIGHT PIZZA-ს ტექნიკურ გამართვაზე მუშაობს. მე, კოპირაიტერი - მარკეტინგულ ნაწილზე ვარ პასუხისმგებელი. Night Pizza მომხმარებელს სთავაზობს 10 სახეობის უნიკალური რეცეპტით დამზადებული პიცის და მისი თანმხლები პროდუქციის ღამით მიტანის სერვისს. თანმხლებ პროდუქტებს შორის არის ალკოჰოლი და გამაგრილებელი სასმელები.

დღეს NIGHT PIZZA-ში 10-მდე ადამიანი მუშაობს. მიტანის სერვისი თბილისის ძირითადი უბნებით შემოიფარგლება. ეტაპობრივად იზრდება მომსახურების არეალი და პროდუქციის ნაირსახეობა. პიცების გარდა სულ მალე დაემატება ღამით საჭირო სხვადასხვა პროდუქციაც. ბაზარზე არსებული სხვა პიცერიების მიტანის სერვისებისგან გასხვავებით, NIGHT PIZZA მუშაობს მხოლოდ ღამით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე"

#გააზიარეწარმატება, #წარმატებაგადამდებია:

"თიბისი ბანკის პროექტში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სხვა სტარტაპების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება იყო. გარკვეული თვალსაზრისით ეს უკვე მოვახერხეთ. დამწყებ ბიზნესებს შეუძლიათ ერთმანეთს დაეხმარონ და ხელი შეუწყონ მიზნების მიღწევაში. #გააზიარეწარმატება მშვენიერი პროექტია, თუმცა NIGHT PIZZA-ს ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებულ ბიზნესად ჩაითვალოს. რასაც აქამდე მივაღწიეთ, ყოვედღიური შრომისა და და ფიქრის შედეგია. პრობლემები უამრავია და მათი გადალახვაზე სასიამოვნო არაფერია."

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი