სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქოს მოვკვდი, მაგრამ ფიქრები მაიძულებენ სიცოცხლე დავიბრუნო..." - რამ დაასევდიანა და სად უნდა გაქცევა პეტრე კოლხს
"თითქოს მოვკვდი, მაგრამ ფიქრები მაიძულებენ სიცოცხლე დავიბრუნო..." - რამ დაასევდიანა და სად უნდა გაქცევა პეტრე კოლხს

ბევ­რს უყ­ვარს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­ჯა­რო­დაც აკ­რი­ტი­კებს. საყ­ვე­დუ­რობს, მათ შო­რის იმას, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რია, გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბას არ უფრთხის.

ოპო­ნენ­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის ასე­თი სი­თა­მა­მე ცო­ტა­თი უჩ­ვე­უ­ლოა... თა­ვად პეტ­რე კოლ­ხი, იგი­ვე პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, რო­მე­ლიც სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზია, სხვაგ­ვა­რად მი­იჩ­ნევს: "არ ჩა­კე­ტოთ უკან­და­სა­ხე­ვი გზა, არ შე­ე­წი­როთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მიდ­გო­მებს... გა­თა­ვი­სუფ­ლდით სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბის­გან".

ის მხო­ლოდ მო­ძღვა­რი არ არის, პო­ე­ტი­ცაა, არა­ერ­თი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რი. მუზა არას­დროს ტო­ვებს... ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თით­ქოს ისე­თი აქ­ტი­უ­რი აღა­რაა, რო­გორც ადრე, ის კი არა, ცოტა სევ­დი­ა­ნიც კი ეჩ­ვე­ნე­ბათ. თა­ვად კი ჩემს კი­თხვებს ასე პა­სუ­ხობს:

"ბოლო დროს სევ­დი­ა­ნი კი არა, უფრო და­ფიქ­რე­ბუ­ლი ვარ... თით­ქოს მოვ­კვდი, მაგ­რამ ფიქ­რე­ბი მა­ი­ძუ­ლე­ბენ სი­ცო­ცხლე და­ვიბ­რუ­ნო. სულ თვალ­წინ მიდ­გას ოთხი დღის მკვდა­რი ლა­ზა­რეს საფ­ლავ­თან აც­რემ­ლე­ბუ­ლი ღმერ­თი. მე­გო­ბარს მო­უხ­მო - "ლა­ზა­რე, გა­მო­დი გარე"... და გახ­რწნი­ლი სხე­უ­ლი­დან აღ­დგა. მეც მინ­და, ვინ­მემ აღ­მად­გი­ნოს. ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის გან­წყო­ბა მაქვს, "ქვე­მოთ საფ­ლა­ვე­ბია და ზე­მო­დან ფიქ­რე­ბი"... არ მიყ­ვარს მო­წყე­ნი­ლო­ბა... მო­სა­წყე­ნად არ მცა­ლია. ეს ალ­ბათ შუ­ა­ლე­დუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მე უკი­დუ­რე­სო­ბე­ბი მა­ხა­სი­ა­თებს... ან ცო­ცხა­ლი ვარ, ან მკვდა­რი... ოღონდ, და­უ­ფიქ­რებ­ლად მჯე­რა აღ­დგო­მის... გული გა­მა­ლე­ბით სცემს იე­სოს მო­ლო­დინ­ში, რო­მე­ლიც სა­მა­რის ყრუ კედ­ლებს შე­მინ­გრევს და მე­ტყვის, - პეტ­რე, სი­ნათ­ლე­ში გა­მო­დი..."

- რა არის თქვენ­თვის თუნ­დაც პე­რი­ო­დუ­ლი სევ­დის მი­ზე­ზი?

- ყვე­ლა­ფე­რი სევ­დაა... და­ბა­დე­ბა, გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა... ღი­მი­ლიც და სი­ხა­რუ­ლიც სევ­დაა... გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე ვდგა­ვარ, ამ­ჯე­რად არ­ჩე­ვა­ნი და­ვუ­ტო­ვე სა­კუ­თარ თავს და ვნა­ხოთ, რა გა­და­წყევ­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს... არც მახ­სოვს, ბო­ლოს რო­დის გა­მე­ღი­მა გულ­წრფე­ლად. თავს ბედ­ნი­ე­რე­ბა­საც ვუკ­რძა­ლავ. ესეც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია... მა­ტე­რია არას­დროს მა­ბედ­ნი­ე­რებ­და... შე­მოდ­გო­მაა და ტე­რენ­ტი­სე­უ­ლი "გაფ­რე­ნე­ბი" და­მე­მარ­თა... მწამს მე­სა­მე გზის არ­სე­ბო­ბა, რო­გორც იდუ­მა­ლე­ბის... სი­ცო­ცხლე და სიკ­ვდი­ლი გა­მოვ­ცა­დე... ვნა­ხოთ, სად მი­მიყ­ვანს ის გზა, რო­მე­ლიც "არ არ­სე­ბობს"...

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რი­ლი თქვე­ნი ერთ-ერთი ბოლო სტა­ტუ­სი ასე იწყე­ბა: "ამ ბოლო დროს ხში­რად მინ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი დავ­ყა­რო და გა­ვიქ­ცე. ერ­თა­დერ­თი, სუ­ლის ძაფ­ზე გა­მობ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ჭე­რენ". რას მი­უ­ძღვე­ნით, რამ მო­ახ­დი­ნა პრო­ვო­ცი­რე­ბა?

- სა­დაც არ უნდა წახ­ვი­დე, თავს ვერ გა­ექ­ცე­ვი, მაგ­რამ თუ არ გა­ი­ქე­ცი, ვერც თავს იპო­ვი. ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა - აწ­მყოც, წარ­სუ­ლიც და მო­მა­ვა­ლიც. ტკი­ვი­ლი ჩემი წარ­მო­მავ­ლო­ბა გახ­და. ის მუ­დამ ძა­ლა­შია. ტკი­ვილს კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ღი­მი­ლი უხ­დე­ბა... ჰოდა, გა­ვი­ღი­მოთ...

- გაქ­ცე­ვას სად აპი­რებთ და ვინ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც გი­ჭე­რენ?

- თუ გაქ­ცე­ვა გინ­და, ვე­რა­ვინ და­გი­ჭერს. სხვა სა­ბა­ბი, მი­ზე­ზი, ალ­ბათ ის არის, რომ გე­ზა­რე­ბა ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. როცა სა­კუ­თა­რი თავი ზურ­გი­დან მო­გაწ­ვე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ირ­მის ნახ­ტო­მიც გა­ა­კე­თო. ამ წამს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი მქო­ნია. მად­ლო­ბა ალა­პა­რა­კე­ბის­თვის. ვნა­ხოთ, ვნა­ხოთ...

- ძნე­ლია მო­ძღვრი­სა და პო­ე­ტის ხვედ­რი? მთავრი სირ­თუ­ლე რა არის, სად გა­დის ზღვა­რი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რო­ბა­სა და პო­ე­ტო­ბას შო­რის?

- მე­ტი­რე­ბა... რა ვუ­თხრა, ამის გამო ძალა რომ მაქვს გა­მოც­ლი­ლი?! რომ ხში­რად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის სა­ეკ­ლე­სიო დოგმე­ბი პო­ე­ტურ გაფ­რე­ნებ­თან?! ორი­ვე რომ ერ­თმა­ნეთ­ზე უმ­ძი­მე­სი ტვირ­თია?! ქრის­ტე­საც რომ ემ­სა­ხუ­რე­ბი და პო­ე­ზი­ის ქუ­რუმ­საც, რომ­ლის გაქ­რის­ტე­ბა გინ­და?! რომ ვუ­თხრა, გა­ი­გებს?! ამა­ზე პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ...

- "დროა და­ვე­უფ­ლოთ ადა­მი­ა­ნო­ბას" - ესეც ერთ-ერთი ბოლო სტა­ტუს­თა­გა­ნია. ეს არც ისე მარ­ტი­ვი რამ არის. თუმ­ცა, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნე­ბის­მი­ერს ხომ თავი ადა­მი­ა­ნი ჰგო­ნია...

- თუ ადა­მი­ა­ნი არ ხარ, შე­უძ­ლე­ბე­ლია იყო კარ­გი ღვთის­მსა­ხუ­რი, კარ­გი პე­და­გო­გი, იუ­რის­ტი ან ექი­მი... ყვე­ლა პრო­ფე­სი­ას შე­იძ­ლე­ბა ზედ­მი­წევ­ნით და­ე­უფ­ლო, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნა უფრო ძნე­ლია, ღმერ­თო!..

- რო­გორ გექ­ცე­ვი­ან პი­რა­დად თქვენ ადა­მი­ა­ნე­ბი. თავლთმაქ­ცებ­თან რო­გორ ურ­თი­ერ­თობთ? რა ხერ­ხი გაქვთ მათ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად?

- ფა­რი­სე­ველ­თა რა ხა­ნია დამ­ყვე­ბა ჯარი... მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მარ­ტი­ვად ვაგ­ვა­რებ - არ მჯე­რა ადა­მი­ა­ნე­ბის და არც იმის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევ, რომ გული მატ­კი­ნონ... ჩვენს გარ­შე­მო ან "ღმერ­თე­ბი" ცხოვ­რო­ბენ, ან ნა­ძირ­ლე­ბი... მე კი დი­ო­გე­ნეს ფარ­ნით ისევ ადა­მი­ა­ნებს და­ვე­ძებ... იმე­დია, ვი­პო­ვი...

- ესეც თქვე­ნი ფრა­ზაა: "არა­ფე­რი ეძიო სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და"... თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, ის რო­გორ ეძი­ოს, ან ეს სუ­ლაც არ უნდა. რა რჩე­ვა შე­გიძ­ლი­ათ მათ მის­ცეთ?

- მო­ძღვრე­ბა ღმერ­თი­სა და ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ გვას­წავ­ლის, რომ თავი ვი­პო­ვოთ... წარ­მარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფია და ქრის­ტი­ა­ნო­ბა თა­ნაბ­რად გვე­უბ­ნე­ბა - შე­ი­ცან თავი შენი... ად­ვი­ლია და­კარ­გო თავი (უნდა და­კარ­გო კი­დეც), მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია მისი პოვ­ნა...

- და ბო­ლოს თუ ჩვენს დი­ა­ლოგს პი­რო­ბი­თად, "გაქ­ცე­ვას" და­ვარ­ქმევთ და მგო­ნი, მთლად "გა­საქ­ცე­ვად" სუ­ლაც არ უნდა გქონ­დეთ საქ­მე. პო­ე­ტი, მო­ძღვა­რი და 6 შვი­ლის მა­მო­ბა უფ­ლის­გან გა­მორ­ჩე­ულ­თა ხვედ­რია... რას იტყვით?

- ხში­რად ისე ვარ, სხვას კი არა, თავ­საც ვე­მა­ლე­ბი. არის პე­რი­ო­დი (რაც დიდ­ხანს გა­მიგ­რძელ­და), როცა ყვე­ლას გა­რე­შე გინ­დე­ბა ყოფ­ნა. გინ­და, მო­წყდე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას და სად­მე ვე­ლურ კუნ­ძულ­ზე და­სახ­ლდე, რომ ძა­ლე­ბი ისევ აღიდ­გი­ნო და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­ი­წყო... მხო­ლოდ ერთს გირ­ჩევთ - არას­დროს, ა რ ა ს დ რ ო ს არ წა­არ­თვათ თავს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა... არ ჩა­კე­ტოთ უკან­და­სა­ხე­ვი გზა, არ შე­ე­წი­როთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მიდ­გო­მებს... გა­თა­ვი­სუფ­ლდით სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბის­გან და ყვე­ლაფ­რის და­კარ­გვის ფა­სად შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ თქვენ­თვის ღი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"თითქოს მოვკვდი, მაგრამ ფიქრები მაიძულებენ სიცოცხლე დავიბრუნო..." - რამ დაასევდიანა და სად უნდა გაქცევა პეტრე კოლხს

"თითქოს მოვკვდი, მაგრამ ფიქრები მაიძულებენ სიცოცხლე დავიბრუნო..." - რამ დაასევდიანა და სად უნდა გაქცევა პეტრე კოლხს

ბევრს უყვარს, თუმცა გარკვეული ნაწილი საჯაროდაც აკრიტიკებს. საყვედურობს, მათ შორის იმას, რომ სოციალურ ქსელში აქტიურია, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას არ უფრთხის.

ოპონენტებს მიაჩნიათ, სასულიერო პირისთვის ასეთი სითამამე ცოტათი უჩვეულოა... თავად პეტრე კოლხი, იგივე პეტრე კვარაცხელია, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზია, სხვაგვარად მიიჩნევს: "არ ჩაკეტოთ უკანდასახევი გზა, არ შეეწიროთ საზოგადოებრივ მიდგომებს... გათავისუფლდით საკუთარი კომპლექსებისგან".

ის მხოლოდ მოძღვარი არ არის, პოეტიცაა, არაერთი პოეტური კრებულის ავტორი. მუზა არასდროს ტოვებს... ბოლო დროს სოციალურ ქსელში თითქოს ისეთი აქტიური აღარაა, როგორც ადრე, ის კი არა, ცოტა სევდიანიც კი ეჩვენებათ. თავად კი ჩემს კითხვებს ასე პასუხობს:

"ბოლო დროს სევდიანი კი არა, უფრო დაფიქრებული ვარ... თითქოს მოვკვდი, მაგრამ ფიქრები მაიძულებენ სიცოცხლე დავიბრუნო. სულ თვალწინ მიდგას ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს საფლავთან აცრემლებული ღმერთი. მეგობარს მოუხმო - "ლაზარე, გამოდი გარე"... და გახრწნილი სხეულიდან აღდგა. მეც მინდა, ვინმემ აღმადგინოს. ტერენტი გრანელის განწყობა მაქვს, "ქვემოთ საფლავებია და ზემოდან ფიქრები"... არ მიყვარს მოწყენილობა... მოსაწყენად არ მცალია. ეს ალბათ შუალედური მდგომარეობაა. მე უკიდურესობები მახასიათებს... ან ცოცხალი ვარ, ან მკვდარი... ოღონდ, დაუფიქრებლად მჯერა აღდგომის... გული გამალებით სცემს იესოს მოლოდინში, რომელიც სამარის ყრუ კედლებს შემინგრევს და მეტყვის, - პეტრე, სინათლეში გამოდი..."

- რა არის თქვენთვის თუნდაც პერიოდული სევდის მიზეზი?

- ყველაფერი სევდაა... დაბადება, გარდაცვალება, მოგზაურობა... ღიმილიც და სიხარულიც სევდაა... გზაჯვარედინზე ვდგავარ, ამჯერად არჩევანი დავუტოვე საკუთარ თავს და ვნახოთ, რა გადაწყევტილებას მიიღებს... არც მახსოვს, ბოლოს როდის გამეღიმა გულწრფელად. თავს ბედნიერებასაც ვუკრძალავ. ესეც ინდივიდუალურია... მატერია არასდროს მაბედნიერებდა... შემოდგომაა და ტერენტისეული "გაფრენები" დამემართა... მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების... სიცოცხლე და სიკვდილი გამოვცადე... ვნახოთ, სად მიმიყვანს ის გზა, რომელიც "არ არსებობს"...

- სოციალურ ქსელში დაწერილი თქვენი ერთ-ერთი ბოლო სტატუსი ასე იწყება: "ამ ბოლო დროს ხშირად მინდება, ყველაფერი დავყარო და გავიქცე. ერთადერთი, სულის ძაფზე გამობმული ადამიანები მიჭერენ". რას მიუძღვენით, რამ მოახდინა პროვოცირება?

- სადაც არ უნდა წახვიდე, თავს ვერ გაექცევი, მაგრამ თუ არ გაიქეცი, ვერც თავს იპოვი. ყველაფერი მტკივა - აწმყოც, წარსულიც და მომავალიც. ტკივილი ჩემი წარმომავლობა გახდა. ის მუდამ ძალაშია. ტკივილს კი ყველაზე მეტად ღიმილი უხდება... ჰოდა, გავიღიმოთ...

- გაქცევას სად აპირებთ და ვინ არიან ადამიანები, ვინც გიჭერენ?

- თუ გაქცევა გინდა, ვერავინ დაგიჭერს. სხვა საბაბი, მიზეზი, ალბათ ის არის, რომ გეზარება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. როცა საკუთარი თავი ზურგიდან მოგაწვება, შეიძლება ირმის ნახტომიც გააკეთო. ამ წამს აღმოვაჩინე, რომ საინტერესო პერიოდი მქონია. მადლობა ალაპარაკებისთვის. ვნახოთ, ვნახოთ...

- ძნელია მოძღვრისა და პოეტის ხვედრი? მთავრი სირთულე რა არის, სად გადის ზღვარი სასულიერო პირობასა და პოეტობას შორის?

- მეტირება... რა ვუთხრა, ამის გამო ძალა რომ მაქვს გამოცლილი?! რომ ხშირად წინააღმდეგობაში მოდის საეკლესიო დოგმები პოეტურ გაფრენებთან?! ორივე რომ ერთმანეთზე უმძიმესი ტვირთია?! ქრისტესაც რომ ემსახურები და პოეზიის ქურუმსაც, რომლის გაქრისტება გინდა?! რომ ვუთხრა, გაიგებს?! ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ...

- "დროა დავეუფლოთ ადამიანობას" - ესეც ერთ-ერთი ბოლო სტატუსთაგანია. ეს არც ისე მარტივი რამ არის. თუმცა, ამის პარალელურად, ნებისმიერს ხომ თავი ადამიანი ჰგონია...

- თუ ადამიანი არ ხარ, შეუძლებელია იყო კარგი ღვთისმსახური, კარგი პედაგოგი, იურისტი ან ექიმი... ყველა პროფესიას შეიძლება ზედმიწევნით დაეუფლო, მაგრამ ადამიანად ყოფნა უფრო ძნელია, ღმერთო!..

- როგორ გექცევიან პირადად თქვენ ადამიანები. თავლთმაქცებთან როგორ ურთიერთობთ? რა ხერხი გაქვთ მათთან გასამკლავებლად?

- ფარისეველთა რა ხანია დამყვება ჯარი... მათთან ურთიერთობას მარტივად ვაგვარებ - არ მჯერა ადამიანების და არც იმის საშუალებას ვაძლევ, რომ გული მატკინონ... ჩვენს გარშემო ან "ღმერთები" ცხოვრობენ, ან ნაძირლები... მე კი დიოგენეს ფარნით ისევ ადამიანებს დავეძებ... იმედია, ვიპოვი...

- ესეც თქვენი ფრაზაა: "არაფერი ეძიო საკუთარი თავის გარდა"... თუმცა ბევრმა არ იცის, ის როგორ ეძიოს, ან ეს სულაც არ უნდა. რა რჩევა შეგიძლიათ მათ მისცეთ?

- მოძღვრება ღმერთისა და ადამიანის შესახებ გვასწავლის, რომ თავი ვიპოვოთ... წარმართული ფილოსოფია და ქრისტიანობა თანაბრად გვეუბნება - შეიცან თავი შენი... ადვილია დაკარგო თავი (უნდა დაკარგო კიდეც), მაგრამ საინტერესო პროცესია მისი პოვნა...

- და ბოლოს თუ ჩვენს დიალოგს პირობითად, "გაქცევას" დავარქმევთ და მგონი, მთლად "გასაქცევად" სულაც არ უნდა გქონდეთ საქმე. პოეტი, მოძღვარი და 6 შვილის მამობა უფლისგან გამორჩეულთა ხვედრია... რას იტყვით?

- ხშირად ისე ვარ, სხვას კი არა, თავსაც ვემალები. არის პერიოდი (რაც დიდხანს გამიგრძელდა), როცა ყველას გარეშე გინდება ყოფნა. გინდა, მოწყდე ყოველდღიურობას და სადმე ველურ კუნძულზე დასახლდე, რომ ძალები ისევ აღიდგინო და ყველაფერი თავიდან დაიწყო... მხოლოდ ერთს გირჩევთ - არასდროს, ა რ ა ს დ რ ო ს არ წაართვათ თავს არჩევანის უფლება... არ ჩაკეტოთ უკანდასახევი გზა, არ შეეწიროთ საზოგადოებრივ მიდგომებს... გათავისუფლდით საკუთარი კომპლექსებისგან და ყველაფრის დაკარგვის ფასად შეინარჩუნეთ თქვენთვის ღირებული ადამიანი და ურთიერთობები...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი