სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უპოვარი ბებოს ამბავი და ქართველი დედა-შვილის რესტორანი ვარშავაში, რომელმაც პოლონელები აალაპარაკა
უპოვარი ბებოს ამბავი და ქართველი დედა-შვილის რესტორანი ვარშავაში, რომელმაც პოლონელები აალაპარაკა

რეს­ტო­რა­ნი "რუ­სი­კო", სა­დაც ამ­ჟა­მად 5 ქარ­თვე­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი, ვარ­შა­ვა­ში 2015 წლის 9 აპ­რილს და­ვით თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვილ­მა გახ­სნა. სა­ხე­ლი დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად შე­ურ­ჩია, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად რეს­ტორ­ნის შეფმ­ზა­რე­უ­ლი­ცაა.

"რუ­სი­კომ" თე­ბერ­ვალ­ში "წლის სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნის" გა­მო­კი­თხვა­შიც გა­ი­მარ­ჯვა. კონ­კურ­სში ქარ­თულ რეს­ტო­რანს მე­ტო­ქე­ო­ბას იტა­ლი­უ­რი და სამი პო­ლო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო უწევ­და.

ბოლო დღე­ებ­ში რეს­ტო­რან­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი აჟი­ო­ტა­ჟია ატე­ხი­ლი, რისი მი­ზე­ზიც, აი, რა არის:

"ერთხელ ჩვენს რეს­ტო­რან­ში ერთი მო­ხუ­ცი ბებო შე­მო­ვი­და, სა­ოც­რად ფერ­მკრთა­ლი იყო. მი­ვე­დი და ვკი­თხე, ცუ­დად ხომ არ არ ხართ, რამე ხომ არ გი­ჭირთ-მეთ­ქი. ცოტა ხანს და­ვის­ვე­ნე­ბო. ხომ არ გში­ათ-მეთ­ქი, შევ­კად­რე. არაო, - მი­პა­სუ­ხა მო­რი­დე­ბით. თუმ­ცა, მე მა­ინც ვუხ­მე მიმ­ტანს და ბე­ბოს ჩა­ქა­ფუ­ლი­თა და ცხე­ლი ხა­ჭა­პუ­რით გა­ვუ­მას­პინ­ძლდი. იმ დღის მერე ხში­რად მო­დი­ო­და ჩვე­ნი ბებო და ვა­პუ­რებ­დით", - იხ­სე­ნებს რუ­სი­კო თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვი­ლი.

"კლი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას გახ­სნის დღი­დან­ვე არ ვუ­ჩი­ვით, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა: ჯავ­შნებს ვერ ავუ­დი­ვართ და რეს­ტო­რან­თან უზარ­მა­ზა­რი რიგი იქ­მნე­ბა. თურ­მე, ერთი პო­ლო­ნე­ლი ქალი შეს­წრე­ბია, რო­გორ ვა­პუ­რებთ ჩვენს მო­ხუც ბე­ბოს და ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღია, შემ­დეგ კი "ფე­ის­ბუკ­ზე" აუტვირ­თავს ტექ­სტით:

"პა­ტა­რა, მყუდ­რო რეს­ტო­რა­ნი უაზ­დოვ­სკას ხმა­უ­რი­ან ქუ­ჩა­ზე, გა­რეთ გაშ­ლი­ლი მა­გი­დე­ბით. მო­ხუც­მა გა­მოს­წია სკა­მი და ჩა­მოჯ­და, ალ­ბათ, და­სას­ვე­ნებ­ლად. ეტყო­ბა, ავად­მყო­ფობს. იმ მა­გი­დას­თან კლი­ენ­ტე­ბი ის­ხდნენ, რომ­ლე­ბიც მო­ხუ­ცის გა­რეგ­ნო­ბამ შე­ა­წუ­ხა და სხვა­გან გა­დას­ხდნენ. უცებ, ღი­მი­ლი­ან მიმ­ტანს მო­ხუც­თან მო­აქვს ლო­ბი­ოს სუპი და ლა­ვა­ში. ქალი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თმევს და ეკი­თხე­ბა: რო­დის უნდა გა­და­ვი­ხა­დოო. "რო­დის? ალ­ბათ, ოდეს­მე", - ეხუმ­რე­ბა მიმ­ტა­ნი და მა­გი­და­ზე ცხელ ჩა­ი­საც უდ­გამს…

ეს სიზ­მა­რი არ ყო­ფი­ლა, სი­ნამ­დვი­ლეა და გული მწყდე­ბა, ეს პო­ლო­ნურ რეს­ტო­რან­ში რომ არ ხდე­ბა. მად­ლო­ბა "რუ­სი­კოს" - წერ­და პოს­ტში პო­ლო­ნე­ლი ანა კოლ­ტუ­ნო­ვი­ჩი.

პოსტს ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა და გა­ზი­ა­რე­ბა აქვს, აქვე ვკი­თხუ­ლობთ პო­ლო­ნე­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებს:

"დიდი მად­ლო­ბა რეს­ტო­რან "რუ­სი­კოს" ასე­თი ადა­მი­ა­ნუ­რი ჟეს­ტის­თვის"; "ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნია? მა­შინ, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. იქ ხალ­ხს, რო­გორც კლი­ენ­ტებს კი არა, პი­რად სტუმ­რად აღიქ­ვა­მენ"…

რუ­სი­კო თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვი­ლი: "უამ­რავ წე­რილს ვი­ღებთ რეს­ტორ­ნის ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დზე, მო­დი­ან რეს­ტო­რან­შიც და მად­ლო­ბას გვიხ­დი­ან. ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მამ სტა­ტი­აც მოგ­ვი­ძღვნა, ახლა ჩვე­ნით ტე­ლე­ვი­ზი­აც და­ინ­ტე­რეს­და. რა თქმა უნდა, გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ სა­ხე­ლი გა­ვით­ქვით, თუმ­ცა, ჩვენ­თვის, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, მო­ხუც­თა და უპო­ვარ­თა დახ­მა­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია და ამა­ში სენ­სა­ცი­ურს ვე­რა­ფერს ვხე­დავთ".

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ "რუ­სი­კოს" ფო­ტო­ე­ბი აქ

How Georgian restaurant in Warsaw amazed Poland by feeding an old lady

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

უპოვარი ბებოს ამბავი და ქართველი დედა-შვილის რესტორანი ვარშავაში, რომელმაც პოლონელები აალაპარაკა

უპოვარი ბებოს ამბავი და ქართველი დედა-შვილის რესტორანი ვარშავაში, რომელმაც პოლონელები აალაპარაკა

რესტორანი "რუსიკო", სადაც ამჟამად 5 ქართველია დასაქმებული, ვარშავაში 2015 წლის 9 აპრილს დავით თურქესტანიშვილმა გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფმზარეულიცაა.

"რუსიკომ" თებერვალში "წლის საუკეთესო რესტორნის" გამოკითხვაშიც გაიმარჯვა. კონკურსში ქართულ რესტორანს მეტოქეობას იტალიური და სამი პოლონური სამზარეულო უწევდა.

ბოლო დღეებში რესტორანთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რისი მიზეზიც, აი, რა არის:

"ერთხელ ჩვენს რესტორანში ერთი მოხუცი ბებო შემოვიდა, საოცრად ფერმკრთალი იყო. მივედი და ვკითხე, ცუდად ხომ არ არ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთ-მეთქი. ცოტა ხანს დავისვენებო. ხომ არ გშიათ-მეთქი, შევკადრე. არაო, - მიპასუხა მორიდებით. თუმცა, მე მაინც ვუხმე მიმტანს და ბებოს ჩაქაფულითა და ცხელი ხაჭაპურით გავუმასპინძლდი. იმ დღის მერე ხშირად მოდიოდა ჩვენი ბებო და ვაპურებდით", - იხსენებს რუსიკო თურქესტანიშვილი.

"კლიენტების რაოდენობას გახსნის დღიდანვე არ ვუჩივით, მაგრამ რამდენიმე დღეა, საოცრება ხდება: ჯავშნებს ვერ ავუდივართ და რესტორანთან უზარმაზარი რიგი იქმნება. თურმე, ერთი პოლონელი ქალი შესწრებია, როგორ ვაპურებთ ჩვენს მოხუც ბებოს და ფოტოები გადაუღია, შემდეგ კი "ფეისბუკზე" აუტვირთავს ტექსტით:

"პატარა, მყუდრო რესტორანი უაზდოვსკას ხმაურიან ქუჩაზე, გარეთ გაშლილი მაგიდებით. მოხუცმა გამოსწია სკამი და ჩამოჯდა, ალბათ, დასასვენებლად. ეტყობა, ავადმყოფობს. იმ მაგიდასთან კლიენტები ისხდნენ, რომლებიც მოხუცის გარეგნობამ შეაწუხა და სხვაგან გადასხდნენ. უცებ, ღიმილიან მიმტანს მოხუცთან მოაქვს ლობიოს სუპი და ლავაში. ქალი სიამოვნებით მიირთმევს და ეკითხება: როდის უნდა გადავიხადოო. "როდის? ალბათ, ოდესმე", - ეხუმრება მიმტანი და მაგიდაზე ცხელ ჩაისაც უდგამს…

ეს სიზმარი არ ყოფილა, სინამდვილეა და გული მწყდება, ეს პოლონურ რესტორანში რომ არ ხდება. მადლობა "რუსიკოს" - წერდა პოსტში პოლონელი ანა კოლტუნოვიჩი.

პოსტს ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს, აქვე ვკითხულობთ პოლონელების კომენტარებს:

"დიდი მადლობა რესტორან "რუსიკოს" ასეთი ადამიანური ჟესტისთვის"; "ქართული რესტორანია? მაშინ, ყველაფერი გასაგებია. იქ ხალხს, როგორც კლიენტებს კი არა, პირად სტუმრად აღიქვამენ"…

რუსიკო თურქესტანიშვილი: "უამრავ წერილს ვიღებთ რესტორნის ფეისბუკგვერდზე, მოდიან რესტორანშიც და მადლობას გვიხდიან. ინტერნეტგამოცემამ სტატიაც მოგვიძღვნა, ახლა ჩვენით ტელევიზიაც დაინტერესდა. რა თქმა უნდა, გვეამაყება, რომ სახელი გავითქვით, თუმცა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, მოხუცთა და უპოვართა დახმარება ჩვეულებრივი ამბავია და ამაში სენსაციურს ვერაფერს ვხედავთ".

დაათვალიერეთ "რუსიკოს" ფოტოები აქ

How Georgian restaurant in Warsaw amazed Poland by feeding an old lady

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი