პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ? - ჯოლისთან სკანდალური განქორწინების უცნობი დეტალი

ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ? - ჯოლისთან სკანდალური განქორწინების უცნობი დეტალი

აშშ-ის პოლიცია და სოციალური სერვისი ბრედ პიტის მიერ შვილებზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს იძიებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი წყვილის პირად თვითმფრინავში გასულ ხუთშაბათს მოხდა. როგორც ამბობენ, თვითმფრინავის ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრედმა ყვირილი დაიწყო და სალონში დებოში მოაწყო.

როგორც მედია წერს, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა ჯოლიმ 52 წლის ქმართან დაშორება. ამჟამად, ბრედის საქმეს ლოს ანჯელესის პოლიცია იძიებს. ის და ჯოლი ცალ-ცალკე დაიკითხნენ. სამართალდამცავები ბავშვების დაკითხვასაც აპირებენ. პიტთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ მსახიობი თანამშრომლობს გამოძიებასთან, მაგრამ ყოველგვარი ძალადობის შესახებ ბრალდებას უარყოფს.

ჯოლისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით კი პრესა წერს, რომ დაშორების შესახებ გადაწყვეტილებამდე ჯოლი დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. "ეს არ იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა. ემატებოდა და ემატებოდა ერთმანეთს. მას ეს კაცი წლების მანძილზე უყვარდა, ასე რომ განქორწინება არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც იმპულსურად მიიღებ. მან გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა", - ამბობს წყარო.

შეგახსენებთ, 20 სექტემბერს ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. წყვილი ერთად 12 წელი ცხოვრობდა და 6 შვილს ზრდიდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება