სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობენ არასამთავრობოები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას
რას პასუხობენ არასამთავრობოები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­სა­მე სექ­ტო­რი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია.

"სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ, უკაც­რა­ვად და გარ­ყვნეს, ისე­თი ხალ­ხი შე­დის და ისეთ ნი­შას იკა­ვე­ბენ, რომ ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბიც არ არი­ან, ძა­ლი­ან ხში­რად. ალ­ბათ, "პა­გო­ნე­ბი­ან­მა" გი­გა­ურ­მა თქვა. იქ ფულ­ზე რომ იყო სა­უ­ბა­რი, გი­გა­ურ­მაც მი­ი­ღო "პა­გო­ნე­ბი" მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭო­რე­ბი, მაგ­რამ უწე­რენ მა­გა­საც. მე მე­სა­მე სექ­ტორს კი არ ვაკ­რი­ტი­კებ, მე­სა­მე სექ­ტორ­ში თავ­შე­ფა­რე­ბულ ხალ­ხს ვაკ­რი­ტი­კებ. ამ სექ­ტორს ნუ აბინ­ძუ­რე­ბენ, გა­მო­ვიდ­ნენ და და­ირ­ქვან სა­ხე­ლი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კა­ხეთ­ში მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

ამ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რო­გორც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ეკა გი­გა­ურ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ივა­ნიშ­ვილ­მა არა­ე­თი­კუ­რად არ უნდა ისა­უბ­როს, ის ინ­ფორ­მა­ცი­აც უნდა გა­და­ა­მოწ­მოს, რო­მელ­საც ავ­რცე­ლებს.

"ზო­გა­დად ვი­ცით მისი მწვა­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვის აზ­რსაც არ იზი­ა­რებს, ან ვინც ბე­დავს და ხმა­მაღ­ლა მის­გან გან­სხვა­ვე­ბულ აზრს აფიქ­სი­რებს. ვფიქ­რობ, გარ­და იმი­სა, რომ არა­ე­თი­კუ­რად არ უნდა ისა­უბ­როს, ის ინ­ფორ­მა­ცი­აც უნდა გა­და­ა­მოწ­მოს, რო­მელ­საც ავ­რცე­ლებს. 2011 წლის მა­ის­ში სა­ჯა­რო სექ­ტო­რი­დან (სა­ზღვრის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი­დან) 4 წლის წა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი და "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ში" ვმუ­შა­ობ­დი, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბას" კი 26 მა­ისს დარ­ბე­უ­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ძებ­ნის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. რო­გორც ჩანს, ეს არის "ოც­ნე­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ასე წარ­მარ­თოს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. ეს მათი არ­ჩე­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის, ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას, დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად ორ, ან რამ­დე­ნი­მე ცე­ცხლს შო­რის არის.

"ოც­ნე­ბის" მომ­ხრე­ებს და პარ­ტი­ას ზო­გა­დად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლე­ბი ვგო­ნი­ვართ და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" - ასე გე­ტყვი­ან მათ სა­ჯა­რო­დაც რომ ჰკი­თხოთ. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მათი მომ­ხრე­ე­ბის მუდ­მივ ბრალ­დე­ბებ­ზე. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ სწორ გზა­ზე ვდგა­ვართ და არა­ვის ინ­ტე­რე­სებს არ ვა­ტა­რებთ. მთავ­რო­ბის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­მართ ასე­თი რე­აქ­ცია, მი­თუ­მე­ტეს, რომ დღეს გა­ე­რო­ში თა­ვის გა­მოს­ვლა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ძლი­ერ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ზე სა­უბ­რობ­და. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს არ გვაქვს პრე­ტენ­ზია, რომ ყვე­ლა­ფერს რა­საც ვამ­ბობთ სწო­რია. ზუს­ტად ამი­ტომ ყო­ველ­თვის მზად ვართ თე­მა­ტუ­რი დის­კუ­სი­ის­თვის. არა­ე­თი­კუ­რად ვინ­მე­ზე ლა­პა­რა­კი კი ჩვე­ნი საქ­მე არ არის", - გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" წევ­რი, ნინო ლომ­ჯა­რია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას და­უ­სა­ბუ­თე­ბელ და არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ კრი­ტი­კას უწო­დებს.

"ძა­ლი­ან რთუ­ლია ისე­თი გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბა, რაც შე­ი­ცავს არა­ე­თი­კურ, და­უ­სა­ბუ­თე­ბელ და არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ კრი­ტი­კას. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და მათ შო­რის, რო­გორც ჩანს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და რე­ა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბი ირ­ჩე­ვენ ასე­თი ტი­პის რი­ტო­რი­კას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­მართ. ამ გან­ცხა­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ეკა გი­გა­უ­რის და­კავ­ში­რე­ბა­ზე 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვას­თან მა­შინ, რო­დე­საც უკვე 4 წლის წა­მო­სუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან, თუმ­ცა მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა, თუნ­დაც "პა­გო­ნე­ბის" მი­ღე­ბა, რო­დე­საც შენ ემ­სა­ხუ­რე­ბი შენს ქვე­ყა­ნას და შენი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, არამ­გო­ნია იყოს და­მაკ­ნი­ნე­ბე­ლი ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი.

პი­რი­ქით, მე მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის პა­ტი­ვი. თუკი ვინ­მეს მი­მართ არ­სე­ბობს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, თუნ­დაც მათი წარ­სუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ, მათი წარ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის მი­მართ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა ვი­სა­უბ­როთ ფაქ­ტე­ბით, ვი­სა­უბ­როთ არ­გუ­მენ­ტე­ბით და არა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ჭო­რე­ბით და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით. ჩვენ, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი მზად ვართ, გვქონ­დეს ნერ­ბის­მი­ერ თე­მა­ზე დის­კუ­სია მათ­თან და ვი­სა­უბ­როთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად, ვი­სა­უბ­როთ ფაქ­ტე­ბით და არა ასე­თი არა­ე­თი­კუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი­თა და შე­ფა­სე­ბე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას პასუხობენ არასამთავრობოები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას

რას პასუხობენ არასამთავრობოები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მესამე სექტორი დაბინძურებულია.

"სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. ალბათ, "პაგონებიანმა" გიგაურმა თქვა. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო "პაგონები" მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ამ განცხადებას გამოეხმაურნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ივანიშვილმა არაეთიკურად არ უნდა ისაუბროს, ის ინფორმაციაც უნდა გადაამოწმოს, რომელსაც ავრცელებს.

"ზოგადად ვიცით მისი მწვავე დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვის აზრსაც არ იზიარებს, ან ვინც ბედავს და ხმამაღლა მისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ არაეთიკურად არ უნდა ისაუბროს, ის ინფორმაციაც უნდა გადაამოწმოს, რომელსაც ავრცელებს. 2011 წლის მაისში საჯარო სექტორიდან (საზღვრის დაცვის სამსახურიდან) 4 წლის წამოსული ვიყავი და "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ვმუშაობდი, "საერთაშორისო გამჭვირვალობას" კი 26 მაისს დარბეული მომიტინგეების ძებნის მეტი არაფერი გაუკეთებია. როგორც ჩანს, ეს არის "ოცნების" გადაწყვეტილება ასე წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია. ეს მათი არჩევანია. რაც შეეხება არასამთავრობოების, ჩვენს საქმიანობას, დღეს ფაქტობრივად ორ, ან რამდენიმე ცეცხლს შორის არის.

"ოცნების" მომხრეებს და პარტიას ზოგადად "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულები ვგონივართ და "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებასთან" - ასე გეტყვიან მათ საჯაროდაც რომ ჰკითხოთ. აღარაფერს ვამბობ მათი მომხრეების მუდმივ ბრალდებებზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და არავის ინტერესებს არ ვატარებთ. მთავრობისთვის დამღუპველია განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია, მითუმეტეს, რომ დღეს გაეროში თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრი ძლიერ სამოქალაქო სექტორზე საუბრობდა. არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერს რასაც ვამბობთ სწორია. ზუსტად ამიტომ ყოველთვის მზად ვართ თემატური დისკუსიისთვის. არაეთიკურად ვინმეზე ლაპარაკი კი ჩვენი საქმე არ არის", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

"სამართლიანი არჩევნების" წევრი, ნინო ლომჯარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ კრიტიკას უწოდებს.

"ძალიან რთულია ისეთი განცხადების შეფასება, რაც შეიცავს არაეთიკურ, დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ კრიტიკას. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად პოლიტიკური პარტიები და მათ შორის, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება", მათი მხარდამჭერები და რეალური ლიდერები ირჩევენ ასეთი ტიპის რიტორიკას განსხვავებული აზრის მიმართ. ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ეკა გიგაურის დაკავშირებაზე 26 მაისის აქციის დარბევასთან მაშინ, როდესაც უკვე 4 წლის წამოსული იყო სახელმწიფო სამსახურიდან, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში ყოფნა, თუნდაც "პაგონების" მიღება, როდესაც შენ ემსახურები შენს ქვეყანას და შენი ქვეყნის განვითარებას, არამგონია იყოს დამაკნინებელი ან შეურაცხმყოფელი.

პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ეს არის პატივი. თუკი ვინმეს მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები, თუნდაც მათი წარსული საქმიანობის მიმართ, მათი წარსული პოზიციების მიმართ, უმჯობესი იქნება ვისაუბროთ ფაქტებით, ვისაუბროთ არგუმენტებით და არა დაუსაბუთებელი ჭორებით და ინფორმაციებით. ჩვენ, არასამთავრობო სექტორი მზად ვართ, გვქონდეს ნერბისმიერ თემაზე დისკუსია მათთან და ვისაუბროთ არგუმენტირებულად, ვისაუბროთ ფაქტებით და არა ასეთი არაეთიკური გამონათქვამებითა და შეფასებებით", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."