საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაგონებიანი გიგაური", "დაბინძურებული მესამე სექტორი" - ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოებზე
"პაგონებიანი გიგაური", "დაბინძურებული მესამე სექტორი" - ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოებზე

"მე­სა­მე სექ­ტო­რი დას­ვრი­ლი და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გარ­ყვნეს, ისეთ ხალ­ხი შე­დის იქ" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის კრი­ტი­კას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ 2011 წლის 26 მა­ი­სის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ კი­თხვებს აჩენს.

ივა­ნიშ­ვილ­მა ეჭვი გა­მოთ­ქვა, რომ მსგავს შე­ფა­სე­ბას "პა­გო­ნე­ბი­ა­ნი გი­გა­უ­რი" გა­ა­კე­თებ­და. თა­ვად ექს-პრე­მი­ე­რი მი­იჩ­ნევს, რომ თუ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, ამის გამო საქ­მის წარ­მო­ე­ბა ვერ შე­ჩერ­დე­ბა, ხოლო პრო­კუ­რა­ტუ­რა ან­გა­რიშ­ვლა­დე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს.

"რო­მე­ლი მე­სა­მე სექ­ტო­რი?! ის მე­სა­მე სექ­ტო­რიც ხომ დას­ვრი­ლი და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ, უკაც­რა­ვად და გარ­ყვნეს, ისეთ ხალ­ხი შე­დის და ისეთ ნი­შას იკა­ვე­ბენ, რომ ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბიც არ არი­ან, ძა­ლი­ან ხში­რად. ალ­ბათ, "პა­გო­ნე­ბი­ან­მა" გი­გა­ურ­მა თქვა. იქ ფულ­ზე რომ იყო სა­უ­ბა­რი, გი­გა­ურ­მაც მი­ი­ღო "პა­გო­ნე­ბი" მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭო­რე­ბი, მაგ­რამ უწე­რენ მა­გა­საც. მე მე­სა­მე სექ­ტორს კი არ ვაკ­რი­ტი­კებ, მე­სა­მე სექ­ტორ­ში თავ­შე­ფა­რე­ბულ ხალ­ხს ვაკ­რი­ტი­კებ. ამ სექ­ტორს ნუ აბინ­ძუ­რე­ბენ, გა­მო­ვიდ­ნენ და და­ირ­ქვან სა­ხე­ლი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი არი­ან", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ; რას პა­სუ­ხო­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­ტი­კას

ივა­ნიშ­ვილ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ამ კონ­ტექ­სტში "ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ას" შე­ა­და­რა, რო­გორც ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც მისი შე­ფა­სე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სირ­ცხვი­ლია.

"რა თქმა უნდა, "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" უა­რე­სია, იმი­ტომ რომ მათ ემ­სა­ხუ­რე­ბა და ამ დროს კი­დევ ცრუ­ობს, რომ იქ არაა. ორ­მა­გი და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­დის",- დას­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"პაგონებიანი გიგაური", "დაბინძურებული მესამე სექტორი" - ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოებზე

"პაგონებიანი გიგაური", "დაბინძურებული მესამე სექტორი" - ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობოებზე

"მესამე სექტორი დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის იქ" - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 26 მაისის კადრების გავრცელება წინასაარჩევნოდ კითხვებს აჩენს.

ივანიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ მსგავს შეფასებას "პაგონებიანი გიგაური" გააკეთებდა. თავად ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ამის გამო საქმის წარმოება ვერ შეჩერდება, ხოლო პროკურატურა ანგარიშვლადებულია საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.

"რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. ალბათ, "პაგონებიანმა" გიგაურმა თქვა. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო "პაგონები" მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წაიკითხეთ; რას პასუხობენ არასამთავრობოები ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას

ივანიშვილმა არასამთავრობო სექტორი ამ კონტექსტში "ლეიბორისტულ პარტიას" შეადარა, როგორც ფსევდოოპოზიცია, რომელიც მისი შეფასებით, საზოგადოების სირცხვილია.

"რა თქმა უნდა, "ლეიბორისტული პარტია "ნაციონალურ მოძრაობაზე" უარესია, იმიტომ რომ მათ ემსახურება და ამ დროს კიდევ ცრუობს, რომ იქ არაა. ორმაგი დანაშაული გამოდის",- დასძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."