სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ სცნო
ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ა­ცხა­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი პრო­ცე­სი­დან იუ­წყე­ბა, სა­სა­მარ­თლომ სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი - შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ერეკ­ლე კო­დუა და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, გია სი­რა­ძე დამ­ნა­შა­ვედ სცნო.

მე­რა­ბიშ­ვილს 6 წლით და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის აკ­რძალ­ვა შე­ე­ფარ­და 2 წლით და 3 თვით. კო­დუ­ას და სი­რა­ძეს კი 9-9 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და ასე­ვე 2 წლი­თა და 3 თვით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის აკ­რძალ­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე 2005 წელს მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის და მისი ცე­მის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილს უფ­როსს ერეკ­ლე კო­დუ­ას და ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­როსს გია სი­რა­ძეს 2014 წელს წა­უ­ყე­ნეს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს ბრა­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ერეკ­ლე კო­დუ­ას და გია სი­რა­ძეს კი სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და ყა­ჩა­ღო­ბა ედე­ბათ. საქ­მე ორ ეპი­ზო­დად გა­ი­ყო და ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტზე ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბის სა­კი­თხი სა­სა­მარ­თლო­ში ცალ­კე გა­ნი­ხი­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი პროცესიდან იუწყება, სასამართლომ სამივე ბრალდებული - შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.

მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეეფარდა 2 წლით და 3 თვით. კოდუას და სირაძეს კი 9-9 წლიანი პატიმრობა და ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს. მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა ედებათ. საქმე ორ ეპიზოდად გაიყო და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ