პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ოკუპაციაზე - დადგა დრო, საქართველოს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს
გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ოკუპაციაზე - დადგა დრო, საქართველოს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს

"დად­გა დრო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა კონ­კრე­ტულ მოქ­მე­დე­ბა­ში აი­სა­ხოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 71-ე სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა არას­რუ­ლია, თუკი ის მო­წყვე­ტი­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცველ სა­კითხს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მწა­რე რე­ა­ლო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად შეგ­ვახ­სე­ნებს - ქვეყ­ნის 20 პრო­ცენ­ტი დღე­საც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია უცხო ქვეყ­ნის ჯა­რე­ბის მიერ.

"ასო­ბით ათას ადა­მი­ანს დღე­საც არ აძ­ლე­ვენ შინ დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას. ჩვენ მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ იმ მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ასა­ხუ­ლია გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში "აფხა­ზე­თი­დან (სა­ქარ­თვე­ლო) და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან/ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თი­დან (სა­ქარ­თვე­ლო) იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ". დად­გა დრო, რომ ეს მხარ­და­ჭე­რა კონ­კრე­ტულ მოქ­მე­დე­ბა­ში აი­სა­ხოს.

ოკუ­პან­ტე­ბის მიერ აღ­მარ­თუ­ლი მავ­თულხლარ­თე­ბი და გამ­ყო­ფი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს აშო­რებს ქარ­თულ ოჯა­ხებ­სა და თე­მებს. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ნიც­დის მუდ­მივ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უხეშ დარ­ღვე­ვებს. შე­ზღუ­დუ­ლია მათი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც კი არა აქვთ.

მე ვგმობ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მას არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ფაქტს, რო­გორც მოს­კო­ვის მხრი­დან ანექ­სი­ის­კენ გა­მიზ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში გა­დად­გმულ კი­დევ ერთ ნა­ბიჯს.

ყვე­ლა­ფე­რი ეს კი ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის შე­ზღუ­დუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ჩათ­ვლით, რო­მელ­საც უარი ეთ­ქვა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლა­ზე", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მიმ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცია და ანექ­სი­ის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო.

"ჩვენ ვცდი­ლობთ რუ­სეთ­თან ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც რე­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის კუ­თხით, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ნა­ბიჯს ჯერ არ მოჰ­ყო­ლია სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია აგ­რძე­ლებს 2008 წელს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვას. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, რომ ეს კონ­ფლიქ­ტი უნდა მოგ­ვარ­დეს მშვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მით.

ჩვენ მო­მა­ვალ­შიც მო­ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე და გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გა­ყო­ლე­ბა­ზე ერ­თმა­ნეთ­თან იძუ­ლე­ბით და­შო­რე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას. ამ მიზ­ნით ჩვენ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომს გავ­ხდით ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სარ­გე­ბელ­სა და ეკო­ნო­მი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­კენ მი­მარ­თუ­ლი ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა იქ­ნე­ბა ნდო­ბის აღ­დგე­ნი­სა და შე­რი­გე­ბის კი­დევ ერთი სტი­მუ­ლი", - გან­მარ­ტა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ოკუპაციაზე - დადგა დრო, საქართველოს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს

გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ოკუპაციაზე - დადგა დრო, საქართველოს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს

"დადგა დრო, რომ საქართველოს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პრემიერმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარება არასრულია, თუკი ის მოწყვეტილია უსაფრთხოების ყოვლისმომცველ საკითხს, რასაც საქართველოში არსებული მწარე რეალობა ყოველდღიურად შეგვახსენებს - ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ.

"ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს.

ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ.

მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო.

"ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა, საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება.

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობების დარღვევას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

ჩვენ მომავალშიც მოვახდენთ რეაგირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და გავაერთიანებთ საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ერთმანეთთან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას. ამ მიზნით ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით ჩვენი ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას.

ერთიანი საქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა იქნება ნდობის აღდგენისა და შერიგების კიდევ ერთი სტიმული", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."