ბოლო რამდენიმე კვირაა თბილისში ე.წ კოორდინატორები კარდაკარის პრინციპით აქტიურ წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევიან. მათი გარკვეული ნაწილი რაიონიდან არის თბილისში სამუშაოდ ჩამოსული. "გურია ნიუსს" ექსკლუზიურად ჩაუვარდა ხელში ერთ-ერთი პარტიის კოორდინატორის დღიური, სადაც ქალბატონი, რომელიც გურიიდან არის, განსაკუთრებული სიზუსტით და "ხატოვნად აღწერს" ამომრჩეველთა განწყობებს.
"მე-3 სართული, ბინა 6 - გოურკვევლობაშია მარა, სტუმარი გოგო დამხდა და ის მომხრეა"; "მე-10 სართული - გეიცინა, პოტენციური მომხრეა"; "მე-8 სართული - მომხრეა, დამპირდა წევიკითხავო - კაი კაცია", - ეს მცირე ამონარიდია გურული ქალბატონის ჩანაწერებიდან.