ფრანგმა მსახიობმა მარიონ კოტიარმა, რომელსაც ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ოჯახის დანგრევის მიზეზად ასახელებენ, გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით საკუთარ "ინსტაგრამზე" გააკეთა კომენტარი, რომლითაც შეიძლება ითქვას, რომ გავრცელებული ჭორი გადაფარა - მსახიობის თქმით, ის ფეხმძიმედაა.
"ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი გამოხმაურება იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. მსგავს თემებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, მაგრამ ამ სიტუაციაში ზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც მიყვარს, ამიტომ ჩუმად ვერ ვიქნები.
წაიკითხეთ: ვინ არის ქალი, რომელთან რომანსაც ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის დაშორებას მიაწერენ
დავიწყოთ იმით, რომ მრავალი წლის წინ შევხვდი ჩემი ოცნების მამაკაცს, ჩვენი ვაჟიშვილის და მომავალი მეორე შვილის მამას. ის ჩემი სიყვარული, საუკეთესო მეგობარი და ერთადერთი ადამიანია, რომელიც მჭირდება. რაც შეეხება მედიას და იმ ნეგატიურ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან დაუყოვნებლივ განგსაჯონ, გულით გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. და ბოლოს, მთელი გულით ვუსურვებ ანჯელინას და ბრედს, რომელთაც ორივეს უდიდეს პატივს ვცემ, მოიპოვონ სიმშვიდე ამ ხმაურიან სიტუაციაში. სიყვარულით, მარიონი" - წერს მსახიობი.
40 წლის მარიონ კოტიარი ფრანგ რეჟისორ გიიომ კანეზეა დაქორწინებული და მასთან ერთი ვაჟი ჰყავს. კოტიარი ოსკარის მფლობელია - 2008 წელს მან სანუკვარი ჯილდო მიიღო ედიტ პიაფის ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის ფილმში La Vie en Rose. მსახიობის მეუღლე ცნობილი ფრანგი რეჟისორი და მსახიობი გიიომ კანეა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. სამსახიობო და სამოდელო კარიერის გარდა (კოტიარი Dior-ის სახეა), მსახიობი საქველმოქმედო საქმიანობითაცაა დაკავებული. ის Greenpeace-ის აქტიური აქტივისტია.
მომზადებულია justjared.com-ს მიხედვით