სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილარმონიასთან გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა
ფილარმონიასთან გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" წევ­რის და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის გია ჭი­რა­ქა­ძის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. ცე­რე­მო­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც გია ჭი­რა­ქა­ძეს იუ­ბი­ლე მი­უ­ლო­ცა.

"მინ­და საყ­ვა­რელ გიას მი­ვუ­ლო­ცო. მას­თან ვმე­გობ­რობ დიდი ხა­ნია. გარ­და იმი­სა, რომ ის არის ძა­ლი­ან მა­გა­რი მუ­სი­კო­სი, ის გახ­ლავთ ჩემი მე­გო­ბა­რი და მას­წავ­ლე­ბე­ლი. ვუ­ლო­ცავ და ვუ­სურ­ვებ კი­დევ დიდ­ხანს გა­ე­ხა­რე­ბი­ნოს ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლე­ბი და მა­ყუ­რებ­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

გია ჭი­რა­ქა­ძის თქმით, ეს დღე მის­თვის და­უ­ვი­წყა­რია და მან შეკ­რე­ბილ მსმე­ნელს მხარ­და­ჭე­რი­სა და მო­ლოც­ვის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. "ეს დღე რა თქმა უნდა, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სხვის სიყ­ვა­რულს და იმას, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან დიდ სიყ­ვა­რულს გრძნობ. მინ­და ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემი და­ფა­სე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და გია ჭი­რა­ქა­ძემ.

კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი და ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფა­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მისი თქმით, ფი­ლარ­მო­ნი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის ახა­ლი მო­ე­და­ნი გა­იხ­სნა, სა­დაც პირ­ვე­ლი გია ჭი­რა­ქა­ძის ვარ­სკვლა­ვია.

"დღე­ვან­დე­ლი კონ­ცერ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფა­სე­ბას. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ და გა­ვი­მე­ო­რებ, რომ არა­ნა­ი­რი ვარ­სკვლა­ვი არ შე­ედ­რე­ბა იმ გრძნო­ბას, რო­დე­საც ხალ­ხს უყ­ვარ­ხარ. დღეს სწო­რედ ეს ხდე­ბო­და ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში. ეს არის პირ­ვე­ლი ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც ფი­ლარ­მო­ნი­ის ახალ ვარ­სკვლავ­თმო­ე­დან­ზე გა­იხ­სნა", - აღ­ნიშ­ნა ოქი­ტაშ­ვილ­მა.

ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სხვა­დას­ხვა სფე­როს ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ფილარმონიასთან გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ფილარმონიასთან გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ფილარმონიის წინ ანსამბლ "ქართული ხმების" წევრის და დამსახურებული სახალხო არტისტის გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც გია ჭირაქაძეს იუბილე მიულოცა.

"მინდა საყვარელ გიას მივულოცო. მასთან ვმეგობრობ დიდი ხანია. გარდა იმისა, რომ ის არის ძალიან მაგარი მუსიკოსი, ის გახლავთ ჩემი მეგობარი და მასწავლებელი. ვულოცავ და ვუსურვებ კიდევ დიდხანს გაეხარებინოს ქართველი მსმენელები და მაყურებლები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გია ჭირაქაძის თქმით, ეს დღე მისთვის დაუვიწყარია და მან შეკრებილ მსმენელს მხარდაჭერისა და მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა. "ეს დღე რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სხვის სიყვარულს და იმას, როცა საზოგადოებისგან დიდ სიყვარულს გრძნობ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ჩემი დაფასებისთვის", - განაცხადა გია ჭირაქაძემ.

კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, დღევანდელი საიუბილეო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა ადამიანების დაფასებას ემსახურებოდა. მისი თქმით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარსკვლავებისთვის ახალი მოედანი გაიხსნა, სადაც პირველი გია ჭირაქაძის ვარსკვლავია.

"დღევანდელი კონცერტი ემსახურებოდა ადამიანების დაფასებას. ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ არანაირი ვარსკვლავი არ შეედრება იმ გრძნობას, როდესაც ხალხს უყვარხარ. დღეს სწორედ ეს ხდებოდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ეს არის პირველი ვარსკვლავი, რომელიც ფილარმონიის ახალ ვარსკვლავთმოედანზე გაიხსნა", - აღნიშნა ოქიტაშვილმა.

ფილარმონიაში გამართულ ღონისძიებას პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება