პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე პოპულარული უბნები თბილისში - სად რა ფასად იყიდება ბინები დედაქალაქში
ყველაზე პოპულარული უბნები თბილისში - სად რა ფასად იყიდება ბინები დედაქალაქში

ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვის კუ­თხით, თბი­ლის­ში ძი­რი­თა­დად ორი უბა­ნი ლი­დე­რობს - ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბი­დან სა­ბურ­თა­ლო, გა­რე­უბ­ნებ­ში კი ვარ­კე­თი­ლი. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, მიმ­დი­ნა­რე წელს ბი­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­მაც და­იკ­ლო და მო­თხოვ­ნაც საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და.

რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტოს kibe.ge-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნელი გო­გუ­ა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მათ­თან მო­თხოვ­ნა უმე­ტე­სად დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში მდე­ბა­რე ბი­ნებ­ზეა, მათ შო­რის კი სა­ბურ­თა­ლო ლი­დე­რობს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­უბ­ნებს, ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე მეტი ბინა ვარ­კე­თილ­სა და დიდ დი­ღომ­ში იყი­დე­ბა.

"წელს ახა­ლი ტენ­დენ­ცია წა­მო­ვი­და და მო­თხოვ­ნა ახალ აშე­ნე­ბულ ბი­ნებ­ზე უფ­როა, ვიდ­რე ძველ­ზე. გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით ზო­გა­დად მო­თხოვ­ნამ იმა­ტა. ხოლო მიმ­დი­ნა­რე წელს, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მო­თხოვ­ნა ბი­ნებ­ზე ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში იყო,"- აღ­ნიშ­ნა გო­გუ­ა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, გა­რე­უბ­ნებ­ში კვ.მეტ­რი შავი კარ­კა­სი 400 დო­ლა­რი ღირს, თეთ­რი კარ­კა­სი კი 500-570 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. ხოლო თუ ბინა გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლია კვ.მეტ­რის ფასი 600 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა.

სა­ბურ­თა­ლო­ზე კარ­კა­სე­ბის ფასი 750 - 800 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა. არის ბი­ნე­ბი, სა­დაც კვად­რა­ტუ­ლი 1000 დო­ლა­რიც ღირს.

ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვის კუ­თხით დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად უბ­ნად სა­ბურ­თა­ლოს ასა­ხე­ლებს გან­ცხა­დე­ბე­ბის პორ­ტა­ლის saqme.ge-ს რე­დაქ­ტო­რი ლელა არა­ბუ­ლი, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ არა­ნაკ­ლე­ბი მო­თხოვ­ნაა გა­რე­უ­ბან­ში - ვარ­კე­თილ­ში, გლ­დან­სა და ვა­ზი­სუ­ბან­ში მდე­ბა­რე ბი­ნებ­ზეც.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ბი­ნე­ბის ფას­მა შე­და­რე­ბით და­იკ­ლო და მათ­თვის, ვი­საც ფული დო­ლარ­ში აქვს, ბი­ნის შე­სა­ძე­ნად ხელ­საყ­რე­ლი დროა.

"წინა წლებ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო 20 ათა­სად გე­ყი­და ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა, ახლა კი შე­იძ­ლე­ბა 17-18 ათა­სა­დაც კი იყი­დო, თუმ­ცა ეს ძი­რი­თა­დად გა­რე­უბ­ნებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წელს ზო­გა­დად, გა­ყიდ­ვებ­მა მო­ი­მა­ტა, მაგ­რამ ამის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი გა­მი­ჭირ­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნა არა­ბულ­მა.

შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვის კუ­თხით, თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე "ლი­დე­რი" უბა­ნი გა­მო­იკ­ვე­თა. ესე­ნია:

1. სა­ბურ­თა­ლო

2. ვარ­კე­თი­ლი

3. დიდი დი­ღო­მი

4. გლ­და­ნი

5. ვა­ზი­სუ­ბა­ნი

თაია არ­დო­ტე­ლი

AMBEBI.GE

ყველაზე პოპულარული უბნები თბილისში - სად რა ფასად იყიდება ბინები დედაქალაქში

ყველაზე პოპულარული უბნები თბილისში - სად რა ფასად იყიდება ბინები დედაქალაქში

ბინების გაყიდვის კუთხით, თბილისში ძირითადად ორი უბანი ლიდერობს - ცენტრალური უბნებიდან საბურთალო, გარეუბნებში კი ვარკეთილი. უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების თქმით, მიმდინარე წელს ბინების ღირებულებამაც დაიკლო და მოთხოვნაც საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge-ს დამფუძნებელმა ნელი გოგუაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, მათთან მოთხოვნა უმეტესად დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე ბინებზეა, მათ შორის კი საბურთალო ლიდერობს. რაც შეეხება გარეუბნებს, ამბობს, რომ ყველაზე მეტი ბინა ვარკეთილსა და დიდ დიღომში იყიდება.

"წელს ახალი ტენდენცია წამოვიდა და მოთხოვნა ახალ აშენებულ ბინებზე უფროა, ვიდრე ძველზე. გასულ წელთან შედარებით ზოგადად მოთხოვნამ იმატა. ხოლო მიმდინარე წელს, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ბინებზე ივლის-აგვისტოში იყო,"- აღნიშნა გოგუაძემ.

რაც შეეხება ფასებს, გარეუბნებში კვ.მეტრი შავი კარკასი 400 დოლარი ღირს, თეთრი კარკასი კი 500-570 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო თუ ბინა გარემონტებულია კვ.მეტრის ფასი 600 დოლარიდან იწყება.

საბურთალოზე კარკასების ფასი 750 - 800 დოლარიდან იწყება. არის ბინები, სადაც კვადრატული 1000 დოლარიც ღირს.

ბინების გაყიდვის კუთხით დედაქალაქის ყველაზე მოთხოვნად უბნად საბურთალოს ასახელებს განცხადებების პორტალის saqme.ge-ს რედაქტორი ლელა არაბული, რომელიც AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ არანაკლები მოთხოვნაა გარეუბანში - ვარკეთილში, გლდანსა და ვაზისუბანში მდებარე ბინებზეც.

მისივე ცნობით, ბინების ფასმა შედარებით დაიკლო და მათთვის, ვისაც ფული დოლარში აქვს, ბინის შესაძენად ხელსაყრელი დროა.

"წინა წლებში წარმოუდგენელი იყო 20 ათასად გეყიდა ერთოთახიანი ბინა, ახლა კი შეიძლება 17-18 ათასადაც კი იყიდო, თუმცა ეს ძირითადად გარეუბნებში. აღსანიშნავია, რომ წელს ზოგადად, გაყიდვებმა მოიმატა, მაგრამ ამის მიზეზებზე საუბარი გამიჭირდება" - აღნიშნა არაბულმა.

შესაბამისად, ბინების გაყიდვის კუთხით, თბილისში რამდენიმე "ლიდერი" უბანი გამოიკვეთა. ესენია:

1. საბურთალო

2. ვარკეთილი

3. დიდი დიღომი

4. გლდანი

5. ვაზისუბანი

თაია არდოტელი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი