სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიხაროდენ", "ჩემი საქართველო აქ არის" ანუ პოლიტიკური პარტიების ჰიმნები და მათი გავლენა ამომრჩეველზე
"გიხაროდენ", "ჩემი საქართველო აქ არის" ანუ პოლიტიკური პარტიების ჰიმნები და მათი გავლენა ამომრჩეველზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლაფ­რის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე შეგ­ვიძ­ლია ვი­წუ­წუ­ნოთ, გარ­და არ­ჩევ­ნე­ბი­სა, რად­გან იმ­დე­ნად ხში­რად გვაქვს, ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­საც გა­ვუ­ზი­ა­რებთ.

არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ სივ­რცეს ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი ან უკვე ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახა­ლი ვა­რი­ა­ცი­ე­ბი ემა­ტე­ბა ხოლ­მე, რო­მელ­საც ესა თუ ის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია უკ­ვე­თავს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ. იყო დრო, როცა გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - "გი­ხა­რო­დენ" ქვე­ყა­ნა შენ­დე­ბაო, თუმ­ცა, იმა­ვე პე­რი­ოდ­ში სხვე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ "ქვე­ყა­ნა­ში მუქი ფე­რე­ბი" იყო. გავა წლე­ბი, გვექ­ნე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ის ჰიმ­ნი და "ახალ დღეს, ახალ მზეს გაშ­ლი­ლი ხე­ლე­ბით შევ­ხვდე­ბით". მა­ლე­ვე გა­ვი­გებთ, რომ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი "მა­გა­რია", გა­ნურ­ჩევ­ლად ამინ­დი­სა, ჩვე­ნი გან­წყო­ბი­სა თუ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა. კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, კი­დევ ერთხელ დაგ­ვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო აქ არის"...

ნა­ხეთ| "გი­ხა­რო­დენ", "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო აქ არის" - გა­სუ­ლი 15 წელი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, სა­გან­გე­ბოდ შექ­მნილ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კლი­პებ­ში

მოკ­ლედ, წინ­სა­არ­ჩევ­ნოდ პარ­ტი­ე­ბი პენ­სი­ის ზრდა­ზე ზრუნ­ვას­თან ერ­თად, ჩვენს მუ­სი­კა­ლურ გე­მოვ­ნე­ბა­ზეც ზრუ­ნა­ვენ (სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ მე­ო­რეს ას­რუ­ლე­ბენ, ისიც სა­კი­თხა­ვია, რო­გორ...)

რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბი ამომ­რჩე­ველ­ზე? რა მიზ­ნით იქ­მნე­ბა ისი­ნი? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლისტს, კახა მაღ­რა­ძეს ვთხო­ვეთ:

- სა­რეკ­ლა­მო კლი­პე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ამომ­რჩევ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ის ხაზ­გას­მა და სხვა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ერ­თგვა­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ინ­სტრუ­მენ­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კა­ლურ კლი­პებს უფრო სა­ი­მი­ჯოა, სა­დაც ხდე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის, პერ­სო­ნის ან პარ­ტი­ის წარ­მო­ჩი­ნე­ბა. ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის წინ ხდე­ბა მსგავ­სი ტი­პის კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბა. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის" "გი­ხა­რო­დენ", ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კლი­პი ჰქონ­დათ "ბურ­ჯა­ნა­ძე-დე­მოკ­რა­ტებს", "ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის­თვის" სიმ­ღე­რა ჩა­წე­რა "უც­ნობ­მა", რო­მელ­მაც მა­ნამ­დე "ედპ"-სთვის იმ­ღე­რა "ქვე­ყა­ნა­შია ფე­რე­ბი მუქი". ეს უკა­ნას­კნე­ლი, წინ­სა­არ­ჩევ­ნო სიმ­ღე­რე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ჰქონ­და: "მიშა მა­გა­რია", "გა­მარ­ჯო­ბა აფხა­ზე­თო შენი" და სხვა. სა­ერ­თო­დაც, მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ზე მუ­სი­კა­ლურ კლი­პებს იღებ­და.

- არ­სე­ბუ­ლი კლი­პე­ბი­დან, რო­მელ­მა იმუ­შა­ვა ყვე­ლა­ზე უკეთ?

- მანდ ბევ­რი ფაქ­ტო­რის ანა­ლი­ზი უნდა მოხ­დეს რომ შე­ა­ფა­სო. ასე ხე­ლა­ღე­ბით რა­მის თქმა რთუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ტენ­დენ­ცი­აა, რომ შენს ამომ­რჩე­ველს მოს­წონს შენს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, ხოლო შენს ოპო­ზი­ცი­ას არა­სო­დეს არა­ფე­რი არ მოს­წონს. მა­გა­ლი­თად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბოლო კლი­პი - "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო აქ არის", მე­ო­რე დღეს­ვე გა­ა­შარ­ჟეს "ვა­ნოს შო­უ­ში" (სხვა­თა შო­რის, მგო­ნი ამ გა­შარ­ჟე­ბულს უფრო მეტი ნახ­ვა აქვს).

- რო­დე­საც პარ­ტია უკ­ვე­თავს კლიპს, რაზე ხდე­ბა ხაზ­გას­მა, რის ჩვე­ნე­ბას ითხო­ვენ კლიპ­ში?

- გა­აჩ­ნია პო­ლი­ტი­კურ დამ­კვეთს, მმარ­თვე­ლი პარ­ტია ცდი­ლობს იმის ჩვე­ნე­ბას, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბა და სხვა. (რაც იყო "გი­ხა­რო­დენ", "მიშა მა­გა­რია", "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო აქ არის") ხოლო ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს პრობ­ლე­მა წარ­მო­ა­ჩი­ნოს, მა­გა­ლი­თად, რაც იყო უც­ნო­ბის - "ქვე­ყა­ნა­შია ფე­რე­ბი მუქი". ასე­თი კლი­პე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბას გა­მო­ხა­ტავს, კლიპ­ში არ­ჩე­უ­ლია ის აქ­ცენ­ტე­ბი რა­საც ადა­მი­ა­ნი იო­ლად აღიქ­ვამს და და­ი­მახ­სოვ­რებს. ასეთ კლი­პებ­ში არაა სტან­დარ­ტუ­ლი - ჩვენ თუ აგ­ვირ­ჩევთ, ამას ვი­ზამთ და იმას ვი­ზამთ, რო­გორც წესი უფრო ემო­ცი­ებ­ზეა გათ­ვლი­ლი.

- მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ამა თუ იმ კლიპ­ში მღე­რის, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რად ჩავ­თვა­ლოთ?

- მსოფ­ლი­ო­ში, არა­ერ­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში შექ­მნი­ლა დაკ­ვე­თით, თუმ­ცა ეს არ ნი­შანვდა იმას, რომ ხე­ლო­ვა­ნი ამ დამ­კვე­თის მხარ­დამ­ჭე­რი იყო, უბ­რა­ლოდ ჩვენ­თან არის სტე­რე­ო­ტი­პი, რომ თუ შენ­თვის მღე­რის, ესე იგი შენ გი­ჭერს მხარს. სა­ინ­ტე­რე­სოა რომ თვი­თონ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბიც ასე უდ­გე­ბი­ან სა­კითხს, მაგ­რამ ეს არაა სწო­რი მიდ­გო­მა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"გიხაროდენ", "ჩემი საქართველო აქ არის" ანუ პოლიტიკური პარტიების ჰიმნები და მათი გავლენა ამომრჩეველზე

"გიხაროდენ", "ჩემი საქართველო აქ არის" ანუ პოლიტიკური პარტიების ჰიმნები და მათი გავლენა ამომრჩეველზე

საქართველოში ყველაფრის ნაკლებობაზე შეგვიძლია ვიწუწუნოთ, გარდა არჩევნებისა, რადგან იმდენად ხშირად გვაქვს, ბევრ სხვა ქვეყანასაც გავუზიარებთ.

არჩევნებთან ერთად ქართულ მუსიკალურ სივრცეს ახალი სიმღერები ან უკვე ცნობილი სიმღერების ახალი ვარიაციები ემატება ხოლმე, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია უკვეთავს წინასაარჩევნოდ. იყო დრო, როცა გვეუბნებოდნენ - "გიხაროდენ" ქვეყანა შენდებაო, თუმცა, იმავე პერიოდში სხვები ამტკიცებდნენ, რომ "ქვეყანაში მუქი ფერები" იყო. გავა წლები, გვექნება რევოლუციის ჰიმნი და "ახალ დღეს, ახალ მზეს გაშლილი ხელებით შევხვდებით". მალევე გავიგებთ, რომ ქვეყნის პირველი პირი "მაგარია", განურჩევლად ამინდისა, ჩვენი განწყობისა თუ ქვეყანაში არსებული ვითარებისა. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებენ, რომ "ჩემი საქართველო აქ არის"...

ნახეთ| "გიხაროდენ", "ჩემი საქართველო აქ არის" - გასული 15 წელი რამდენიმე წუთში, საგანგებოდ შექმნილ წინასაარჩევნო კლიპებში

მოკლედ, წინსაარჩევნოდ პარტიები პენსიის ზრდაზე ზრუნვასთან ერთად, ჩვენს მუსიკალურ გემოვნებაზეც ზრუნავენ (სამწუხაროდ, მხოლოდ მეორეს ასრულებენ, ისიც საკითხავია, როგორ...)

რა გავლენას ახდენს მუსიკალური კლიპები ამომრჩეველზე? რა მიზნით იქმნება ისინი? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხი პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტს, კახა მაღრაძეს ვთხოვეთ:

- სარეკლამო კლიპების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამომრჩევლის ინფორმირება, პოლიტიკური პარტიის პოზიციის ხაზგასმა და სხვა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთგვარი საკომუნიკაციო ინსტრუმენტია. რაც შეეხება მუსიკალურ კლიპებს უფრო საიმიჯოა, სადაც ხდება საკუთარი თავის, პერსონის ან პარტიის წარმოჩინება. ჩვენს რეალობაში თითქმის ყველა არჩევნების წინ ხდება მსგავსი ტიპის კლიპების გადაღება. ერთ-ერთი პირველი იყო "მოქალაქეთა კავშირის" "გიხაროდენ", ძალიან საინტერესო კლიპი ჰქონდათ "ბურჯანაძე-დემოკრატებს", "ახალი მემარჯვენეებისთვის" სიმღერა ჩაწერა "უცნობმა", რომელმაც მანამდე "ედპ"-სთვის იმღერა "ქვეყანაშია ფერები მუქი". ეს უკანასკნელი, წინსაარჩევნო სიმღერებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო.

"ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა: "მიშა მაგარია", "გამარჯობა აფხაზეთო შენი" და სხვა. საერთოდაც, მმართველობის ბოლო პერიოდში, "ნაციონალური მოძრაობა" თითქმის ყველაფერზე მუსიკალურ კლიპებს იღებდა.

- არსებული კლიპებიდან, რომელმა იმუშავა ყველაზე უკეთ?

- მანდ ბევრი ფაქტორის ანალიზი უნდა მოხდეს რომ შეაფასო. ასე ხელაღებით რამის თქმა რთულია. საქართველოში ასეთი ტენდენციაა, რომ შენს ამომრჩეველს მოსწონს შენს მიერ გაკეთებული აბსოლუტურად ყველაფერი, ხოლო შენს ოპოზიციას არასოდეს არაფერი არ მოსწონს. მაგალითად, "ქართული ოცნების" ბოლო კლიპი - "ჩემი საქართველო აქ არის", მეორე დღესვე გააშარჟეს "ვანოს შოუში" (სხვათა შორის, მგონი ამ გაშარჟებულს უფრო მეტი ნახვა აქვს).

- როდესაც პარტია უკვეთავს კლიპს, რაზე ხდება ხაზგასმა, რის ჩვენებას ითხოვენ კლიპში?

- გააჩნია პოლიტიკურ დამკვეთს, მმართველი პარტია ცდილობს იმის ჩვენებას, რომ ყველაფერი კარგადაა, ქვეყანა ვითარდება და სხვა. (რაც იყო "გიხაროდენ", "მიშა მაგარია", "ჩემი საქართველო აქ არის") ხოლო ოპოზიცია ცდილობს პრობლემა წარმოაჩინოს, მაგალითად, რაც იყო უცნობის - "ქვეყანაშია ფერები მუქი". ასეთი კლიპები პოლიტიკური ორგანიზაციის პოზიციონერობას გამოხატავს, კლიპში არჩეულია ის აქცენტები რასაც ადამიანი იოლად აღიქვამს და დაიმახსოვრებს. ასეთ კლიპებში არაა სტანდარტული - ჩვენ თუ აგვირჩევთ, ამას ვიზამთ და იმას ვიზამთ, როგორც წესი უფრო ემოციებზეა გათვლილი.

- მომღერალი, რომელიც ამა თუ იმ კლიპში მღერის, შეიძლება თუ არა ამ პარტიის მხარდამჭერად ჩავთვალოთ?

- მსოფლიოში, არაერთი ხელოვნების ნიმუში შექმნილა დაკვეთით, თუმცა ეს არ ნიშანვდა იმას, რომ ხელოვანი ამ დამკვეთის მხარდამჭერი იყო, უბრალოდ ჩვენთან არის სტერეოტიპი, რომ თუ შენთვის მღერის, ესე იგი შენ გიჭერს მხარს. საინტერესოა რომ თვითონ პოლიტიკური პარტიებიც ასე უდგებიან საკითხს, მაგრამ ეს არაა სწორი მიდგომა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."