ძველი ბერძნები და რომაელები დაფნას მაგიურ საშუალებად მიიჩნევდნენ, რიტუალებისას იყენებდნენ და სჯეროდათ, რომ დაფნა ბედნიერების, წარმატებისა და გამარჯვების მომტანია.
სცადეთ და თქვენც გაიხადეთ წარმატება თქვენი ცხოვრების მეგზურად:
- დაწერეთ სურვილი დაფნის ფოთოლზე და დაწვით - თქვენი ყველა ჩანაფიქრი დროთა განმავლობაში ახდება.
- ოთახში, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ, ყოველ კუთხეში მოათავსეთ თითო ფოთოლი დაფნა - დაფნა ყველა დაავადებას უკუაგდებს.
- დაფნის თან ტარება აგაშორებთ უსიამოვნებებს.
- თუ ძილის წინ ბალიშის ქვეშ დაფნის ფოთოლს დაიდებთ, კეთილი სიზმრები გარანტირებული გაქვთ.
- დაფნის სურნელი ძალას ჰმატებს მათ, ვინც სპორტითაა დაკავებული.