პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბა­თუმ­ში, ე.წ ბენ­ზეს და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, ბავ­შვი, რო­მე­ლიც აუზ­ში ჩა­ვარ­და, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა. ის სას­ტუმ­როს ტი­პის სახ­ლში და­სას­ვე­ნებ­ლად მა­მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მის და­სახ­მა­რებ­ლად აუზ­ში გა­დახ­ტა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნის ბი­ძაშ­ვი­ლია.

თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს ბა­თუ­მის სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ექიმ­მა მი­ა­წო­და, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი მამა-შვი­ლი იყ­ვნენ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი არ და­დას­ტურ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­თხვე­ვის მი­ზეზს, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბი­ან, აუ­ზი­დან წყლის ამო­ტუმბვა ხდე­ბო­და, რა მიზ­ნი­თაც შე­სა­ბა­მი­სი ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო ჩარ­თუ­ლი. აუზ­ში ელექტრო­ე­ნერ­გია, რის შე­დე­გა­დაც ბავშმაც და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მაც დე­ნის დარ­ტყმა მი­ი­ღეს, სწო­რედ აქე­დან გა­და­ვი­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 229-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ენერ­გო­რე­სურ­სით სარ­გებ­ლო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს კი, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბათუმში, ე.წ ბენზეს დასახლებაში მომხდარი შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა, უკრაინის მოქალაქეა. ის სასტუმროს ტიპის სახლში დასასვენებლად მამასთან ერთად იმყოფებოდა.

რაც შეეხება მამაკაცს, რომელიც მის დასახმარებლად აუზში გადახტა, არსებული ინფორმაციით, სასტუმროს მეპატრონის ბიძაშვილია.

თავდაპირველი ინფორმაციით, რომელიც ჟურნალისტებს ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმმა მიაწოდა, დაშავებულები მამა-შვილი იყვნენ, თუმცა აღნიშნული არ დადასტურდა.

რაც შეეხება შემთხვევის მიზეზს, როგორც ადგილობრივები ყვებიან, აუზიდან წყლის ამოტუმბვა ხდებოდა, რა მიზნითაც შესაბამისი ელექტრომოწყობილობა იყო ჩართული. აუზში ელექტროენერგია, რის შედეგადაც ბავშმაც და ახალგაზრდა მამაკაცმაც დენის დარტყმა მიიღეს, სწორედ აქედან გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 229-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ბავშვის სიცოცხლეს კი, არსებული ინფორმაციით, საფრთხე აღარ ემუქრება.

"საქართველოს ბანკის" დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა