ჰოლივუდის მსახიობები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს დაშორდნენ. მსოფლიოში არ დარჩა არცერთი საინფორმაციო საშუალება, რომელიც აღნიშნულ ამბავს არ აშუქებს. ვარკვლავების დაშორებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოშიც. აი, რას წერენ სოციალურ ქსელებში ცნობილი ქართველები:
სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:
ანუ ინტერნეტში აღარ შეისვლება, მინიმუმ ნახევარი წელი. ეს იქნება ტოპ ნიუსიც, სელებრითი ნიუსიც, შემდეგ უკვე ამ ნიუსის გაშუქებასაც გააშუქებენ და გენდერულ ასპექტშიც გაგვიანალიზებენ მედიის ასიმეტრიულ და სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ქალ და კაც ვარსკვლავებთან მიმართებით. წინასწარ დავიღალე...
გიორგი გიორგაშვილი, ტელეწამყვანი:
ნაცებს დაუშორებიათ 26 მაისის კადრების გადასაფარად
ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:
მე მეგონა ყველა ზღაპარს happy end-ი ჰქონდა
გიორგი ჯანელიძე, იუმორისტი:
როგორც ერთი ამერიკელი იუმორისტი ამბობდა, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს თუ ერთმანეთთან სექსი მობეზრდათ, დანარჩენებს რაღა უნდა მოთხოვოო
თაკო გაჩეჩილაძე, მომღერალი:
უხ ეს კაცები!!
ნინო ნადირაძე-კუზანოვა:
53 წლის ხდება თურმე დეკემბერში ბრედი! დაბერებულა ოხერი, რა დროს გაყრა იყო ამ არჩევნების წინ?
ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:
უიმე, რა ეტაკათ.
ლაშა მიქაძე, ჟურნალისტი:
სიყვარული მარადიული არ ყოფილა
დიანა ტრაპაიძე, ტელეწამყვანი:
აი ამას ქვია დივორსი :(
პაატა იაკობაშვილი, ტელეწამყვანი:
ხასიათებით ვერ შეეწყვნენ ალბათ