კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის გენიალური პერსონაჟია" - რაში "დაიჭირა" სააკაშვილის ხასიათი ნოდარ სიმსივემ, რომელიც ხაინდრავამ ქალის როლით აღმოაჩინა
"ის გენიალური პერსონაჟია" - რაში "დაიჭირა" სააკაშვილის ხასიათი ნოდარ სიმსივემ, რომელიც ხაინდრავამ ქალის როლით აღმოაჩინა

ნო­დარ სიმ­სი­ვე გოგა ხა­ინ­დრა­ვას სე­რი­ალ­ში "ჰე­როკ­რა­ტია", ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი არ იც­ნობს. მსა­ხი­ო­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად 29 წლის სიმ­სი­ვე "თბი­ლი­სის ლო­კო­მო­ტი­ვის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლია. რო­გორ და­ამ­ტკი­ცეს ექს-პრე­ზი­დენ­ტის როლ­ზე, ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს თა­ვად უამ­ბობს:

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვით ან­დღუ­ლა­ძის ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ. სიმ­ბო­ლუ­რია, სწო­რედ იმ წელს ჩა­ვა­ბა­რე თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­დე­საც ჩემ­მა პერ­სო­ნაჟ­მა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უმაღ­ლეს რან­გში და­ი­წყო მოღ­ვა­წე­ო­ბა. ისე­ვე რო­გორც სხვე­ბი, მა­შინ მეც ამ ახალ­გაზ­რდა ჯგუ­ფის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვი­ყა­ვი, სა­ნამ ძა­ლა­უფ­ლე­ბით ტკბო­ბა­ში გა­და­ვი­დოდ­ნენ.

- რო­გორ მოხ­ვდით გოგა ხა­ინ­დრა­ვას ფილმში?

- ამ ფილმში მოხ­ვედ­რა ჩემი პე­და­გო­გის, და­ვით ან­დღუ­ლა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მისი სკო­ლა რომ არ გა­მევ­ლო, ამ როლს ვერ შე­ვე­ჭი­დე­ბო­დი. ბა­ტონ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვამ და მის­მა მე­უღ­ლემ, ბერ­ტოლტ ბრეხ­ტის "სამ­გრო­ში­ან ოპე­რა­ში" მნა­ხეს, სა­დაც ქალს ვთა­მა­შობ და ამის შემ­დეგ და­მი­ბა­რეს კას­ტინგზე.

რო­დე­საც შე­ვე­დი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ბა­ტონ­მა გო­გამ პირ­და­პირ მი­თხრა, მიშა ხარო. მა­ნამ­დე ამას ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, გოგა ხა­ინ­დრა­ვას აქვს ის ხედ­ვა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს სჭირ­დე­ბა. ასე მოვ­ხვდი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში, სა­ხე­ლად "ლე­ხა­ინ­დრაო". აქ სა­ო­ცა­რი გა­რე­მოა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. პი­ჯა­კი, რო­მე­ლიც ფილმში მაც­ვია სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ტო­ვე­ბუ­ლი მგო­ნია. სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სო­რი გაძ­ლევს და­ვა­ლე­ბას და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გამ­ზა­დებს თა­მა­შის­თვის. კარ­გად გა­მომ­დის ეს თუ ცუ­დად, ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­და­წყვეტს, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ მინ­და სექ­ტან­ტუ­რად შე­მა­ფა­სონ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ ას­რუ­ლებს სან­დრა რუ­ლოვ­სის როლს ხა­ინ­დრა­ვას ფილმში - "ჩვე­ნი ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი არ შედ­გა..."

- რას გუ­ლის­ხმობთ სექ­ტან­ტურ შე­ფა­სე­ბებ­ში?

- ჩვენ ვცხოვ­რობთ სექ­ტან­ტურ გა­რე­მო­ში, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით აფა­სე­ბენ ადა­მი­ა­ნებს. რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს, სი­ხა­რუ­ლის­გან ცაში ავფრინ­დი, რო­გორც კი მი­წა­ზე დავ­დგი ფეხი, უკვე მზად ვი­ყა­ვი ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბის­თვის. ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ამ როლ­ზე რომ და­მამ­ტკი­ცეს. მი­შას რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს არ შე­ვა­ფა­სებ, მაგ­რამ ჩემ­თვის ის გე­ნი­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟია.

- გა­გი­ჭირ­დათ მისი მა­ნე­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა?

- სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ მის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლებს, როცა როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს მისი ხა­სი­ა­თი ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ ვი­დე­ო­ში და­ვი­ჭი­რე, სა­დაც ხალ­ხს ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ოთხ ფურ­ცელ­ზე მაქვს ამო­წე­რი­ლი, მისი თი­თე­ბის მოძ­რა­ო­ბის კომ­ბი­ნა­ცია. ვერ ვხვდე­ბი მხო­ლოდ ცხვირ­ზე ხე­ლის გას­მა რა­ტომ ასო­ცირ­დე­ბა მას­თან, უამ­რა­ვი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მა­ნე­რა აქვს. სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიც­ნობ­დი მას.

- არ გი­ნა­ხავთ არას­დროს?

- არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ სა­ა­კაშ­ვილს. თუ სად­მე შევ­ხვდი, გა­მარ­ჯო­ბის გარ­და არა­ფერს ვე­ტყვი, დავ­ჯდე­ბი და და­ვაკ­ვირ­დე­ბი მის მა­ნე­რებს.

- ცნო­ბი­ლია, რომ ექს-პრე­ზი­დენ­ტი ქა­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ფილმში იქ­ნე­ბა ერო­ტი­უ­ლი კად­რე­ბი თქვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით?

- ბრა­ვო რე­ჟი­სორს, არის ფილმში ერო­ტი­უ­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ნა­თე­ლია, რა მოს­წონს ჩემს პერ­სო­ნაჟს, მაგ­რამ ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­ზით არის დად­გმუ­ლი ეს სცე­ნე­ბი და გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არ არის.

- არ ფიქ­რობთ, რომ ეს ფილ­მი შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვილს გა­უღ­ვი­ვებს პა­ტიმ­რე­ბის შვი­ლებს?

- არ ვფიქ­რობ ასე. მე რომ რე­ჟი­მის მსხვერ­პლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ფილ­მი და­მა­ფიქ­რებ­და ია­რა­ღის აღე­ბა­ზე? შური თუ იყო სა­ძი­ე­ბე­ლი, როცა ცი­ხის კად­რე­ბი გა­მო­ვი­და, მა­შინ უპა­სუ­ხებ­დნენ ბო­რო­ტე­ბას ბო­რო­ტე­ბით. ფილმში ცი­ხის ეპი­ზო­დებ­ზე რომ ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, ვერ ვხვდე­ბი ეს ხალ­ხი რამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, ნე­ბის­მი­ერ სე­რი­ალ­ში არის ასე­თი სცე­ნე­ბი. ეს ფილ­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ფიქ­რებს იმა­ზე, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დროს გო­ნივ­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს.

- თქვენს შე­სა­ხებ გკი­თხავთ, სიმ­სი­ვე ქარ­თუ­ლი გვა­რია?

- ვგიჟ­დე­ბი ეს­პა­ნეთ­ზე და ცოტა ხნის წინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩემი გვა­რი ეს­პა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბი­საა. მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ჩემი წი­ნაპ­რე­ბი ეს­პა­ნე­თი­დან იმე­რეთ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლის­ში მხო­ლოდ 4 ოჯა­ხი ვცხოვ­რობთ. მე-12 სა­უ­კუ­ნის მერე დიდი დრო გა­ვი­და, მე ქარ­თვე­ლი ვარ.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ?

- ახლა არ მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დროც არ მაქვს. სიყ­ვა­რულს კი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვი­პო­ვი ადა­მი­ანს რო­მელ­საც სით­ბოს ვა­ჩუ­ქებ და ანა­ლო­გი­ურს მი­ვი­ღებ მის­გა­ნაც. იმის გამო, რომ ბევ­რი შვი­ლე­ბი მყავ­დეს და ცოლ­მა კოტ­ლე­ტე­ბი არ მო­მაკ­ლოს, არ დავ­ქორ­წინ­დე­ბი. და­ო­ჯა­ხე­ბის დროც მოვა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ის გენიალური პერსონაჟია" - რაში "დაიჭირა" სააკაშვილის ხასიათი ნოდარ სიმსივემ, რომელიც ხაინდრავამ ქალის როლით აღმოაჩინა

"ის გენიალური პერსონაჟია" - რაში "დაიჭირა" სააკაშვილის ხასიათი ნოდარ სიმსივემ, რომელიც ხაინდრავამ ქალის როლით აღმოაჩინა

ნოდარ სიმსივე გოგა ხაინდრავას სერიალში "ჰეროკრატია", ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განასახიერებს. პროფესიით მსახიობია, თუმცა ჯერჯერობით საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს. მსახიობობის პარალელურად 29 წლის სიმსივე "თბილისის ლოკომოტივის" პრესსამსახურის ხელმძღვანელია. როგორ დაამტკიცეს ექს-პრეზიდენტის როლზე, ამის შესახებ მსახიობი AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს:

- თეატრალურ უნივერსიტეტში დავით ანდღულაძის ჯგუფი დავამთავრე, პროფესიით მსახიობი ვარ. სიმბოლურია, სწორედ იმ წელს ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, როდესაც ჩემმა პერსონაჟმა, მიხეილ სააკაშვილმა უმაღლეს რანგში დაიწყო მოღვაწეობა. ისევე როგორც სხვები, მაშინ მეც ამ ახალგაზრდა ჯგუფის გულშემატკივარი ვიყავი, სანამ ძალაუფლებით ტკბობაში გადავიდოდნენ.

- როგორ მოხვდით გოგა ხაინდრავას ფილმში?

- ამ ფილმში მოხვედრა ჩემი პედაგოგის, დავით ანდღულაძის დამსახურებაა, მისი სკოლა რომ არ გამევლო, ამ როლს ვერ შევეჭიდებოდი. ბატონმა გოგა ხაინდრავამ და მისმა მეუღლემ, ბერტოლტ ბრეხტის "სამგროშიან ოპერაში" მნახეს, სადაც ქალს ვთამაშობ და ამის შემდეგ დამიბარეს კასტინგზე.

როდესაც შევედი გადასაღებ მოედანზე, ბატონმა გოგამ პირდაპირ მითხრა, მიშა ხარო. მანამდე ამას ვერც წარმოვიდგენდი, გოგა ხაინდრავას აქვს ის ხედვა, რომელიც მსახიობს სჭირდება. ასე მოვხვდი საოცრებათა ქვეყანაში, სახელად "ლეხაინდრაო". აქ საოცარი გარემოა, პროფესიონალები მუშაობენ. პიჯაკი, რომელიც ფილმში მაცვია სააკაშვილის დატოვებული მგონია. სერიალის რეჟისორი გაძლევს დავალებას და ფსიქოლოგიურად გამზადებს თამაშისთვის. კარგად გამომდის ეს თუ ცუდად, ამას მაყურებელი გადაწყვეტს, მაგრამ ნამდვილად არ მინდა სექტანტურად შემაფასონ.

ასევე წაიკითხეთ: ვინ ასრულებს სანდრა რულოვსის როლს ხაინდრავას ფილმში - "ჩვენი ინტიმური კავშირი არ შედგა..."

- რას გულისხმობთ სექტანტურ შეფასებებში?

- ჩვენ ვცხოვრობთ სექტანტურ გარემოში, სადაც პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით აფასებენ ადამიანებს. როდესაც მიხეილ სააკაშვილის როლზე დამამტკიცეს, სიხარულისგან ცაში ავფრინდი, როგორც კი მიწაზე დავდგი ფეხი, უკვე მზად ვიყავი ასეთი შეფასებებისთვის. ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ადამიანი ვარ, ამ როლზე რომ დამამტკიცეს. მიშას როგორც პოლიტიკოსს არ შევაფასებ, მაგრამ ჩემთვის ის გენიალური პერსონაჟია.

- გაგიჭირდათ მისი მანერების ათვისება?

- სიამოვნებით ვუყურებ მის სატელევიზიო გამოსვლებს, როცა როლზე დამამტკიცეს მისი ხასიათი ყველაზე მეტად იმ ვიდეოში დავიჭირე, სადაც ხალხს ნულოვანი ტოლერანტობისკენ მოუწოდებს. ოთხ ფურცელზე მაქვს ამოწერილი, მისი თითების მოძრაობის კომბინაცია. ვერ ვხვდები მხოლოდ ცხვირზე ხელის გასმა რატომ ასოცირდება მასთან, უამრავი დამახასიათებელი მანერა აქვს. სიამოვნებით გავიცნობდი მას.

- არ გინახავთ არასდროს?

- არასდროს შევხვედრივარ სააკაშვილს. თუ სადმე შევხვდი, გამარჯობის გარდა არაფერს ვეტყვი, დავჯდები და დავაკვირდები მის მანერებს.

- ცნობილია, რომ ექს-პრეზიდენტი ქალების სიყვარულით გამოირჩეოდა. ფილმში იქნება ეროტიული კადრები თქვენი მონაწილეობით?

- ბრავო რეჟისორს, არის ფილმში ეროტიული კადრები, სადაც ნათელია, რა მოსწონს ჩემს პერსონაჟს, მაგრამ ქორეოგრაფიული ხაზით არის დადგმული ეს სცენები და გამაღიზიანებელი არ არის.

- არ ფიქრობთ, რომ ეს ფილმი შურისძიების სურვილს გაუღვივებს პატიმრების შვილებს?

- არ ვფიქრობ ასე. მე რომ რეჟიმის მსხვერპლი ვყოფილიყავი, ფილმი დამაფიქრებდა იარაღის აღებაზე? შური თუ იყო საძიებელი, როცა ციხის კადრები გამოვიდა, მაშინ უპასუხებდნენ ბოროტებას ბოროტებით. ფილმში ციხის ეპიზოდებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ვერ ვხვდები ეს ხალხი რამ გააღიზიანა, ნებისმიერ სერიალში არის ასეთი სცენები. ეს ფილმი საზოგადოებას დააფიქრებს იმაზე, რომ არჩევნების დროს გონივრული არჩევანი გააკეთოს.

- თქვენს შესახებ გკითხავთ, სიმსივე ქართული გვარია?

- ვგიჟდები ესპანეთზე და ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი გვარი ესპანური წარმოშობისაა. მე-12 საუკუნეში ჩამოვიდნენ ჩემი წინაპრები ესპანეთიდან იმერეთში, სამწუხაროდ, თბილისში მხოლოდ 4 ოჯახი ვცხოვრობთ. მე-12 საუკუნის მერე დიდი დრო გავიდა, მე ქართველი ვარ.

- შეყვარებული ხართ?

- ახლა არ მყავს შეყვარებული. პირადი ცხოვრების დროც არ მაქვს. სიყვარულს კი ყურადღება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ვიპოვი ადამიანს რომელსაც სითბოს ვაჩუქებ და ანალოგიურს მივიღებ მისგანაც. იმის გამო, რომ ბევრი შვილები მყავდეს და ცოლმა კოტლეტები არ მომაკლოს, არ დავქორწინდები. დაოჯახების დროც მოვა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია გასული 24 საათის ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

"გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია ეკიპირების ფორმა" - covid-19 -თან მებრძოლი ექიმი, რომელსაც შინ 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება