ხვალ, 22 სექტემბერს თბილისში მარკეტინგის ფორუმი - 2016 გაიმართება. ფორუმის თემაა: "არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში". "მარკეტინგ ფორუმ - 2016" -ს სასტუმრო "ბილტმორი" უმასპინძლებს.
ფორუმზე დასასწრები ბილეთების ყიდვა biletebi.ge-ზეა შესაძლებელი.
ქართველმა ორგანიზატორებმა მოლაპარაკებები აწარმოეს HP-ის წარმომადგენლებთან ისრაელიდან და საფრანგეთიდან.
ფორუმზე მარკეტინგის გურუები - რაფი ალბო და კრისტიან მენეგონი ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ.
რაფი ალბო, ისრაელიდანაა. იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბეჭდური და ონლაინ საშუალებების წარმატებულ კომბინირებას 2000 წლიდან ახერხებს. 45 წლის ალბო SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 50 ქვეყნის სააგენტოსა თუ მწარმოებელთან თანამშრომლობს.
"დაიწყე მცირედით, იფიქრე ფართოდ, განვითარდი სწრაფად"- ასეთია SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა. როგორც ცნობილია, რაფი ალბო Arilyn-ში გლობალური მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობას იკავებს. ის www.augmentedworld.org-ის ბეჭდვითი ინდუსტრიის გლობალური ელჩია.
რაც შეეხება კრისტიან მენეგონს, იგი HP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერია ის 20 წლის განმავლობაში ციფრული ბეჭდვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების პოპულარიზაციაზე ისეთ ბრენდებთან მუშაობს, როგორიც არის Coca-Cola, Perrier, Lindt და სხვა. მისი მონაწილეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი წარმატებული მარკეტინგული პროექტი განხორციელდა . ცნობილი მარკეტოლოგები "ბილტმორში" ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარებენ.
ფორუმის დღის განრიგი ასეთია:
22 სექტემბერს რეგისტრაცია12:00 საათზე დაიწყება. 12:30 საათზე ორგანიზატორები სიტყვით გამოვლენ, 12:40 საათზე სიტყვით გამოვა ცნობილი მარკეტოლოგი, რაფი ალბო. 14:45 საათზე დაიწყება შესვენება, ხოლო შესვენების შემდეგ, 15:30 საათზე კრისტიან მენეგონი განაახლებს ფორუმს. 16:20 საათიდან 17:00 საათამდე პანელური დისკუსია გაიმართება.