საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე
დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამ ქვეყ­ნის მო­მავ­ლის თვალ­საზ­რი­სით, ვიდ­რე ჩემ­ზე, ამი­ტომ არ მი­ხა­რია, რომ ხვალ მის ნათ­ქვამს ნაკ­ლე­ბი ფასი ექ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მცი­რე ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ას­კვნის, თუ ვის არ აწყობს დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სი­მარ­თლის თქმა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სთა­ვა­ზობ­და თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლი უსუ­ფაშ­ვილს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის და­კა­ვე­ბას.

უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, იმის­თვის, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ი­გონ ვინ სა­უბ­რობს ამ შემ­თხვე­ვა­ში სი­მარ­თლეს, ის თუ ივა­ნიშ­ვი­ლი, უნდა გა­ა­კე­თონ მარ­ტი­ვი ანა­ლი­ზი იმი­სა, თუ ვის არ აწყობს ახლა სი­მარ­თლის თქმა.

"მე არ ვი­ყა­ვი ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც და­ვი­წყე 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი უახ­ლო­ე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რის, ჩემი ლი­დე­რის, ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი რამ გა­ა­კე­თა ამ ქვეყ­ნის­თვის, გან­ქი­ქე­ბა, არ მი­წო­დე­ბია მის­თვის არც მა­ტყუ­ა­რა, არც უსაქ­მუ­რი, არც არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე, არც მტრის მა­ქე­ბა­რი და ჭავ­ჭა­ვა­ძის მძა­გე­ბე­ლი და ა.შ. მან ჩათ­ვა­ლა, რომ ძვე­ლი პარტნი­ო­რე­ბი აღარ სჭირ­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ. მე მგო­ნია რომ ცდე­ბა, რად­გან აღარ სჭირ­დე­ბა ძვე­ლი ამ­ბე­ბი და ამ ამ­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა კარ­გი ამ­ბე­ბიც, რაც მა­შინ კარ­გად მი­იჩ­ნე­ო­და. მე არ მი­ხა­რია ის, თუ ხვალ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნათ­ქვამს ნაკ­ლე­ბი ფასი ექ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამ ქვეყ­ნის მო­მავ­ლის თვალ­საზ­რი­სით, ვიდ­რე ჩემ­ზე. ამი­ტომ არ მი­ხა­რია და არ ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმა­ში, რომ ის ადა­მი­ა­ნი, ვის ხელ­შიც ჯერ კი­დევ არის ამ ქვეყ­ნის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო და სა­ძა­ლა­უფ­ლე­ბო გავ­ლე­ნე­ბის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი, აღ­მოჩ­ნდეს არა­ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, იმის გამო, რომ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თა­ლი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, მისი სურ­ვი­ლია სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხზე კა­მა­თი, მათ შო­რის იმა­ზე, რა­ტომ და­ემ­სგავ­სა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კა პრაქ­ტი­კუ­ლად 2004 წლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კას.

"მინ­და ვი­კა­მა­თოთ იმა­ზე, რა­ტომ ჰგავს გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ტაქ­ტი­კუ­რად მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა 2004 წელს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კა, რო­დე­საც ძვე­ლი პარტნი­ო­რე­ბი არ მო­ინ­დო­მეს, ყვე­ლა პარ­ტი­ას უთხრეს, მა­ში­ნაც და ახ­ლაც, გა­ა­უქ­მეთ თქვე­ნი პარ­ტი­ე­ბი, გად­მო­დით ჩვენ­თან და ერთი პარ­ტია იქ­ნე­ბა ამ ქვეყ­ნის გა­დამ­რჩე­ნე­ლი, იმა­ში, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით უნ­დო­და ორი­ვეს მოს­ვლა, იმი­ტომ, რომ სხვა პარ­ტია მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის რე­ფორ­მე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, ახლა კი ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე

დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე

ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე, ამიტომ არ მიხარია, რომ ხვალ მის ნათქვამს ნაკლები ფასი ექნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მცირე ანალიზის გაკეთების შემდეგ საზოგადოება დაასკვნის, თუ ვის არ აწყობს დღეის მდგომარეობით სიმართლის თქმა იმასთან დაკავშირებით, სთავაზობდა თუ არა ივანიშვილი უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას.

უსუფაშვილის თქმით, იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა გაიგონ ვინ საუბრობს ამ შემთხვევაში სიმართლეს, ის თუ ივანიშვილი, უნდა გააკეთონ მარტივი ანალიზი იმისა, თუ ვის არ აწყობს ახლა სიმართლის თქმა.

"მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც დავიწყე 5 წლის განმავლობაში ჩემი უახლოესი პოლიტიკური პარტნიორის, ჩემი ლიდერის, ადამიანის, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, განქიქება, არ მიწოდებია მისთვის არც მატყუარა, არც უსაქმური, არც არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, არც მტრის მაქებარი და ჭავჭავაძის მძაგებელი და ა.შ. მან ჩათვალა, რომ ძველი პარტნიორები აღარ სჭირდება, სამწუხაროდ. მე მგონია რომ ცდება, რადგან აღარ სჭირდება ძველი ამბები და ამ ამბებთან დაკავშირებული სხვა კარგი ამბებიც, რაც მაშინ კარგად მიიჩნეოდა. მე არ მიხარია ის, თუ ხვალ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ნაკლები ფასი ექნება, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტია დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავლის თვალსაზრისით, ვიდრე ჩემზე. ამიტომ არ მიხარია და არ ვარ დაინტერესებული იმაში, რომ ის ადამიანი, ვის ხელშიც ჯერ კიდევ არის ამ ქვეყნის სახელისუფლებო და საძალაუფლებო გავლენების საკონტროლო პაკეტი, აღმოჩნდეს არაავტორიტეტული, იმის გამო, რომ დავით უსუფაშვილი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართალი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისი სურვილია სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე კამათი, მათ შორის იმაზე, რატომ დაემსგავსა "ქართული ოცნების" პოლიტიკა პრაქტიკულად 2004 წლის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას.

"მინდა ვიკამათოთ იმაზე, რატომ ჰგავს გაჭრილი ვაშლივით ტაქტიკურად მიშა სააკაშვილის პოლიტიკა 2004 წელს და "ქართული ოცნების" პოლიტიკა, როდესაც ძველი პარტნიორები არ მოინდომეს, ყველა პარტიას უთხრეს, მაშინაც და ახლაც, გააუქმეთ თქვენი პარტიები, გადმოდით ჩვენთან და ერთი პარტია იქნება ამ ქვეყნის გადამრჩენელი, იმაში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდოდა ორივეს მოსვლა, იმიტომ, რომ სხვა პარტია მაშინ სააკაშვილისთვის რეფორმების შემაფერხებელი იქნებოდა, ახლა კი ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი იქნება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."