პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი "ფეისბუქზე"
"ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი "ფეისბუქზე"

ზუს­ტად ვიცი, ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ჩრდი­ლო­ე­ლი Night walker-ები ვერ მოგ­ვე­რე­ვი­ან, - ამის შე­სა­ხებ "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წერს.

წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ციხე ის ად­გი­ლია, სა­დაც ადა­მი­ანს მეტი დრო აქვს და­სა­ფიქ­რებ­ლად, თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­სა­ზღვრად.

"თით­ქმის სამი თვე გა­ვი­და, რაც მე პრი­ვი­ლე­გია მერ­გო, სამ­ყა­რო შიგ­ნი­დან და­მე­ნა­ხა. ციხე ად­გი­ლია, სა­დაც ადა­მი­ანს მეტი დრო აქვს და­სა­ფიქ­რებ­ლად, თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­სა­ზღვრად, რაც მთა­ვა­რია მა­ნამ­დე უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. სამ­ყა­რო­ში პო­ზი­ტი­უ­რი და ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გია თა­ნა­ბა­რია, და­ნარ­ჩე­ნი გან­წყო­ბა­ზეა, თუ რომ­ლის აღ­ქმა უფრო სურს ადა­მი­ანს. გლ­დან­ში ბევ­რად მეტი და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა გა­ვი­ცა­ნი, ვიდ­რე უარ­ყო­ფი­თი, რა­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. აქ ყუ­რა­დღე­ბის ყვე­ლა­ნა­ირ გა­მო­ხატ­ვას ას­მა­გად აფა­სებ და მე ბედ­ნი­ე­რი კაცი ვარ, რად­გა­ნაც აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ იმ ხალ­ხის, ვისი იმე­დიც მქონ­და, არა­მარ­ტო გა­ა­მარ­თლა ჩემი ვა­რა­უ­დი, არა­მედ ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა! მე ვა­მა­ყობ ასე­თი მე­გობ­რე­ბი რომ შემ­ხვდა ! მე ვა­მა­ყობ ასე­თი ოჯა­ხი რომ მყავს! მე ვა­მა­ყობ ქარ­თვე­ლი რომ ვარ! ზუს­ტად ვიცი, ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, ჩრდი­ლო­ე­ლი Night walker-ები ვერ მოგ­ვე­რე­ვი­ან! ჩვენ გვი­ცავს კავ­კა­სი­ო­ნი და ში­ნა­გა­ნი მო­რა­ლუ­რი კო­დექ­სი, რა­საც ვე­რა­ვინ ვერ წაგ­ვარ­თმევს!", - წერს გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

"ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი "ფეისბუქზე"

"ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი "ფეისბუქზე"

ზუსტად ვიცი, ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, ჩრდილოელი Night walker-ები ვერ მოგვერევიან, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი რჩეულიშვილი აღნიშნავს, რომ ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად, თავისუფლების შესაფასებლად და პრიორიტეტების განსასაზღვრად.

"თითქმის სამი თვე გავიდა, რაც მე პრივილეგია მერგო, სამყარო შიგნიდან დამენახა. ციხე ადგილია, სადაც ადამიანს მეტი დრო აქვს დასაფიქრებლად, თავისუფლების შესაფასებლად, პრიორიტეტების განსასაზღვრად, რაც მთავარია მანამდე უმნიშვნელო დეტალებზე დასაკვირვებლად. სამყაროში პოზიტიური და ნეგატიური ენერგია თანაბარია, დანარჩენი განწყობაზეა, თუ რომლის აღქმა უფრო სურს ადამიანს. გლდანში ბევრად მეტი დადებითი პიროვნება გავიცანი, ვიდრე უარყოფითი, რამაც ძალიან გამახარა. აქ ყურადღების ყველანაირ გამოხატვას ასმაგად აფასებ და მე ბედნიერი კაცი ვარ, რადგანაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ იმ ხალხის, ვისი იმედიც მქონდა, არამარტო გაამართლა ჩემი ვარაუდი, არამედ ყველა მოლოდინს გადააჭარბა! მე ვამაყობ ასეთი მეგობრები რომ შემხვდა ! მე ვამაყობ ასეთი ოჯახი რომ მყავს! მე ვამაყობ ქართველი რომ ვარ! ზუსტად ვიცი, ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, ჩრდილოელი Night walker-ები ვერ მოგვერევიან! ჩვენ გვიცავს კავკასიონი და შინაგანი მორალური კოდექსი, რასაც ვერავინ ვერ წაგვართმევს!", - წერს გუკა რჩეულიშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ