საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათა ახალაიას ადვოკატის კომენტარი გავრცელებულ ვიდეომასალაზე
დათა ახალაიას ადვოკატის კომენტარი გავრცელებულ ვიდეომასალაზე

დათა ახა­ლა­ი­ას­თვის და სხვა პი­რე­ბი­სათ­ვის ე.წ. 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე ბრა­ლის წარ­დგე­ნა არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­ცირ­კო წარ­მოდ­გე­ნა შემ­დე­გი სა­თა­უ­რით - "მეტი ბრალ­დე­ბა - მეტი პრე­მია, -ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას კუდ-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, დათა ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

მისი თქმით, 26 მა­ი­სის აქ­ცია იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი, უაღ­რე­სად რა­დი­კა­ლუ­რი და მიზ­ნად ისა­ხავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას.

"ბა­ტონ და­ვით ახა­ლა­ი­ას­თვის და სხვა პი­რე­ბი­სათ­ვის ე.წ. 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე ბრა­ლის წარ­დგე­ნა გახ­ლავთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­ცირ­კო წარ­მოდ­გე­ნა შემ­დე­გი სა­თა­უ­რით - "მეტი ბრალ­დე­ბა - მეტი პრე­მია!"...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ "26 მა­ი­სის აქ­ცია" იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი, უაღ­რე­სად რა­დი­კა­ლუ­რი და მიზ­ნად ისა­ხავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას. აქ­ცი­ე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს მო­მი­ტინ­გე­თა ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე­სა და მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს შო­რის სა­უბ­რე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ში­ნა­არ­სი, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა ეჭვქვეშ არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია. ამ სა­უბ­რებ­ში ბურ­ჯა­ნა­ძე და მისი ვაჟი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ თუკი ვი­თა­რე­ბის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ით მო­ხერ­ხდე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლად შე­წირ­ვა, "ეგ­ვიპ­ტუ­რი სცე­ნა­რის" სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მე­ო­რე­ბა და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბო­და და მათ და­სახ­მა­რებ­ლად შე­მო­ვი­დო­და ГРУ-ს სპეც­რაზ­მი. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მსჯე­ლობ­დნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მოქ­მე­დე­ბის ტაქ­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის სპეც­რაზ­მებს გა­უ­წევ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. მათ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი, ხელ­კე­ტე­ბი და ა. შ. რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის დამ­ქა­შე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად ცდი­ლობ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ძა­ლა­დობ­რი­ვი კონფრონ­ტა­ცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბას, რაც კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში აღ­კვე­თი­ლი იქნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ", - ნათ­ქვა­მი ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 2011 წლის 26 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­მი­ტინ­გე­თა დარ­ბე­ვი­სა და მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე, ბრალ­დე­ბუ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით ახა­ლა­ია, მისი მო­ად­გი­ლე ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლი, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი და მე­ო­რე მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ლე­ვან ქარ­და­ვა.

ასე­ვე საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, და­ბა­რე­ბულ იქნა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. მას მი­ე­ცა გო­ნივ­რუ­ლი დრო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბის მიზ­ნით.

ასე­ვე, რო­გორც ცნო­ბი­ლია, "26 მა­ი­სის საქ­მე­ზე" თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სსკ-ის 333-ე მუ­უხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 4 წლი­სა და 6 თვის ვა­დით, მას­ვე 1 წლის, ერთი თვის და 15 დღის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­ვით ახა­ლა­ი­ას, ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლის, რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლის და ლე­ვან ქარ­და­ვას მი­მართ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ხუ­თი­დან რვა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დათა ახალაიას ადვოკატის კომენტარი გავრცელებულ ვიდეომასალაზე

დათა ახალაიას ადვოკატის კომენტარი გავრცელებულ ვიდეომასალაზე

დათა ახალაიასთვის და სხვა პირებისათვის ე.წ. 26 მაისის საქმეზე ბრალის წარდგენა არის "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა შემდეგი სათაურით - "მეტი ბრალდება - მეტი პრემია, -ასე ეხმაურება პროკურატურის დღევანდელ განცხადებას კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, 26 მაისის აქცია იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას.

"ბატონ დავით ახალაიასთვის და სხვა პირებისათვის ე.წ. 26 მაისის საქმეზე ბრალის წარდგენა გახლავთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა შემდეგი სათაურით - "მეტი ბრალდება - მეტი პრემია!"...

მოგეხსენებათ "26 მაისის აქცია" იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას. აქციები ორგანიზებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. საზოგადოებას კარგად ახსოვს მომიტინგეთა ფორმალური ლიდერის ნინო ბურჯანაძესა და მის თანამოაზრეებს შორის საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების შინაარსი, რომლის ავთენტურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. ამ საუბრებში ბურჯანაძე და მისი ვაჟი განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ თუკი ვითარების რადიკალიზაციით მოხერხდებოდა რამდენიმე ასეული ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, "ეგვიპტური სცენარის" საქართველოში გამეორება დასაშვები იქნებოდა და მათ დასახმარებლად შემოვიდოდა ГРУ-ს სპეცრაზმი. აქციის ორგანიზატორები მსჯელობდნენ შეიარაღებული ჯგუფების მოქმედების ტაქტიკურ საკითხებზე, რომელიც პოლიციის სპეცრაზმებს გაუწევდა წინააღმდეგობას. მათ დამზადებული ჰქონდათ "მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები და ა. შ. რუსეთის სპეცსამსახურების დამქაშები შეგნებულად ცდილობდნენ ხელისუფლებასთან ძალადობრივი კონფრონტაციის პროვოცირებას, რაც კანონის ფარგლებში აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ", - ნათქვამი ზაქარეიშვილის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულად იქნა ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

ასევე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით.

ასევე, როგორც ცნობილია, "26 მაისის საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლის, ერთი თვის და 15 დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილის, რევაზ შიუკაშვილის და ლევან ქარდავას მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ჩადენილი ძალადობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."