სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ. 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც კუდ-ის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს: დათა ახა­ლა­ი­ას, ლე­ვან ქარ­და­ვას, ვა­სილ ლი­ლუ­აშ­ვილს და რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვილს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა, და­კი­თხვა­ზე შსს-ს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და ამ­ჟა­მად ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­ი­ბა­რა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, მას მი­ე­ცა გო­ნივ­რუ­ლი ვადა, გო­ნივ­რუ­ლი დრო, რათა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხად­დეს.

წიკ­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბის უწყე­ბა მის ოჯახს ჩა­ბარ­და, გო­ნივ­რუ­ლი ვადა კი 2 დღეა, რათა გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ცხად­დეს.

კი­თხვა­ზე, იმ­ყო­ფე­ბა თუ არა გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში, პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

და­კი­თხვა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მი­მართ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ შე­სა­ბა­მის ზო­მას მი­მარ­თავს.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2011 წლის 26 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­მი­ტინ­გე­თა დარ­ბე­ვი­სა და მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ნო ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­ნი არი­ან კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით ახა­ლა­ია, მისი მო­ად­გი­ლე ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლი, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ქა­ლაქ თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი და მე­ო­რე მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ლე­ვან ქარ­და­ვა.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­პო­ვა აქამ­დე უც­ნო­ბი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია, რო­გორ გას­ცემს 2011 წლის 26 მა­ისს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ბრძა­ნე­ბას დათა ახა­ლა­ია, რო­მე­ლიც ითხოვს ყვე­ლა მო­მი­ტინ­გის და­კა­ვე­ბას, სა­ნაც­ვლოდ კი შე­სა­ბა­მის პი­რებს მა­ღალ პრე­მი­ებს ჰპირ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ე.წ. 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე, რომელზეც კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს: დათა ახალაიას, ლევან ქარდავას, ვასილ ლილუაშვილს და რევაზ შიუკაშვილს ბრალი წაუყენა, დაკითხვაზე შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე დაიბარა.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, მას მიეცა გონივრული ვადა, გონივრული დრო, რათა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდეს.

წიკლაურის ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარების უწყება მის ოჯახს ჩაბარდა, გონივრული ვადა კი 2 დღეა, რათა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში გამოცხადდეს.

კითხვაზე, იმყოფება თუ არა გია ლორთქიფანიძე საქართველოში, პროკურორმა განმარტა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება.

დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროკურატურა გია ლორთქიფანიძის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ზომას მიმართავს.

მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგენო ბრიფინგზე აღინიშნა, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულნი არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

უწყების განმარტებით, პროკურატურამ მოიპოვა აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია, როგორ გასცემს 2011 წლის 26 მაისს დანაშაულებრივ ბრძანებას დათა ახალაია, რომელიც ითხოვს ყველა მომიტინგის დაკავებას, სანაცვლოდ კი შესაბამის პირებს მაღალ პრემიებს ჰპირდება.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."