პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
900 000 ლარის პრემია კუდ-ის თანამშრომლებს - ვინ რამდენი აიღო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ
900 000 ლარის პრემია კუდ-ის თანამშრომლებს - ვინ რამდენი აიღო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ

2011 წლის 26 მა­ი­სის ღა­მეს, დათა ახა­ლა­ი­ას მიერ გა­ი­ცა ბრძა­ნე­ბა - "მეტი და­კა­ვე­ბუ­ლი, მეტი პრე­მია", - ამის შე­სა­ხებ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დღეს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­პო­ვა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მე­ლიც იმა­ვე ღა­მეს გა­და­ღე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტო­რის მიერ და რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია 2011 წლის 26 მა­ისს, თუ "რო­გორ გას­ცემს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ბრძა­ნე­ბას და­ვით ახა­ლა­ია, რო­მე­ლიც ითხოვს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლი ყვე­ლა მო­მი­ტინ­გის და­კა­ვე­ბას და სა­ნაც­ვლოდ მის თა­ნამ­შრომ­ლებს ჰპირ­დე­ბა მა­ღალ პრე­მი­ებს".

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, 26 მა­ი­სის ღა­მეს, და­ვით ახა­ლა­ი­ას მიერ გა­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა - "მეტი და­კა­ვე­ბუ­ლი, მეტი პრე­მია", შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქნა "კუდ"-ის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ. პრე­მი­ის სა­ხით მხო­ლოდ "კუდ"-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ი­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 900 000 ლარი. მათ შო­რის, პი­რა­დად ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და მისი მო­ად­გი­ლის ბრძა­ნე­ბით, ლე­ვან ქარ­და­ვამ პრე­მი­ის სა­ხით მი­ი­ღო 13 780 ლარი, ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვილ­მა 9 000 ლარი, და­ვით ახა­ლა­ი­ამ 6 500 ლარი, ხოლო რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვილ­მა 4 135 ლარი.

წა­ი­კი­თხეთ: "მეტი და­კა­ვე­ბუ­ლი, მეტი პრე­მია" - ვინ შე­ას­რუ­ლა 26 მა­ისს გა­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა და რა უც­ნობ კად­რებს ასა­ჯა­რო­ვებს პრო­კუ­რა­ტუ­რა

"იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ელ­თა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ზე მო­ახ­დი­ნა თვალ­თმაქ­ცუ­რი რე­ა­გი­რე­ბა. კერ­ძოდ, რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის და­მალ­ვის და, რაც მთა­ვა­რია, და­ნა­შა­ულ­ში ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის, და­ვით ახა­ლა­ი­ას და სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­ნიღბვის მიზ­ნით, დის­ციპ­ლი­ნუ­რი წე­სით, მოჩ­ვე­ნე­ბი­თად და­ი­სა­ჯა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 15 რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი. დას­ჯი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­დან არც ერთი უშუ­ა­ლოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და მი­ტინ­გის დაშ­ლა­ში. მათ შო­რის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ე­ბი­დან სხვა სა­ფუძ­ვლით, 26 მა­ი­სამ­დე იყო და­თხოვ­ნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მის გან­ხილ­ვი­სას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მხა­რეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ღია გა­სას­ვლე­ლი და მო­მი­ტინ­გე­ებს შე­ეძ­ლოთ ტე­რი­ტო­რი­ის თა­ვი­სუფ­ლად და­ტო­ვე­ბა. მა­შინ რო­დე­საც, წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლით კი­დევ ერთხელ დას­ტურ­დე­ბა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მხა­რეც სრუ­ლად იყო გა­და­კე­ტი­ლი კუდ-ისა და შს სა­მი­ნის­ტროს სხვა ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი გან­ზრახ მო­აქ­ცი­ეს ალ­ყა­ში, მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და მოხ­და მათი მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნათ­ლად ჩანს, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია მიზ­ნად ისა­ხავ­და არა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლას, არა­მედ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მო­მი­ტინ­გე­ე­ბის სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯას" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

900 000 ლარის პრემია კუდ-ის თანამშრომლებს - ვინ რამდენი აიღო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ

900 000 ლარის პრემია კუდ-ის თანამშრომლებს - ვინ რამდენი აიღო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ

2011 წლის 26 მაისის ღამეს, დათა ახალაიას მიერ გაიცა ბრძანება - "მეტი დაკავებული, მეტი პრემია", - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა.

უწყების განმარტებით, პროკურატურამ მოიპოვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელიც იმავე ღამეს გადაღებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ და რომელშიც ასახულია 2011 წლის 26 მაისს, თუ "როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს".

პროკურატურის განმარტებით, 26 მაისის ღამეს, დავით ახალაიას მიერ გაცემული ბრძანება - "მეტი დაკავებული, მეტი პრემია", შესრულებული იქნა "კუდ"-ის ქვედანაყოფების მიერ. პრემიის სახით მხოლოდ "კუდ"-ის თანამშრომლებზე გაიცა დაახლოებით 900 000 ლარი. მათ შორის, პირადად ივანე მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ პრემიის სახით მიიღო 13 780 ლარი, ვასილ ლელუაშვილმა 9 000 ლარი, დავით ახალაიამ 6 500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა 4 135 ლარი.

წაიკითხეთ: "მეტი დაკავებული, მეტი პრემია" - ვინ შეასრულა 26 მაისს გაცემული ბრძანება და რა უცნობ კადრებს ასაჯაროვებს პროკურატურა

"იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება. კერძოდ, რეალური ვითარების დამალვის და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიას და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით, მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 რიგითი თანამშრომელი. დასჯილი პოლიციელებიდან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის სამი თანამშრომელი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან სხვა საფუძვლით, 26 მაისამდე იყო დათხოვნილი.

აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვისას სასამართლო პროცესებზე, ბრალდებული და მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ თავისუფლების მოედნის მხარეს სამართალდამცავებს დატოვებული ჰქონდათ ღია გასასვლელი და მომიტინგეებს შეეძლოთ ტერიტორიის თავისუფლად დატოვება. მაშინ როდესაც, წარმოდგენილი ვიდეომასალით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავისუფლების მოედნის მხარეც სრულად იყო გადაკეტილი კუდ-ისა და შს სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ, მომიტინგეები განზრახ მოაქციეს ალყაში, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოხდა მათი მასობრივი დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა არა საპროტესტო აქციის დაშლას, არამედ აქციაში მონაწილე მომიტინგეების სამაგალითო დასჯას" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

უკრაინიდან, ტერორიზმისთვის ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში 36 წლის მამაკაცს დიდი რაოდენობით სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა - პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს