პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტი დაკავებული, მეტი პრემია" - ვინ შეასრულა 26 მაისს გაცემული ბრძანება და რა უცნობ კადრებს ასაჯაროვებს პროკურატურა
"მეტი დაკავებული, მეტი პრემია" - ვინ შეასრულა 26 მაისს გაცემული ბრძანება და რა უცნობ კადრებს ასაჯაროვებს პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ. 26 მა­ი­სის საქ­მე­ზე ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო.

ბრალ­დე­ბუ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი და­ვით ახა­ლა­ია, მისი მო­ად­გი­ლე ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლი, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის ქ.თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლი და მე­ო­რე მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ლე­ვან ქარ­და­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მო­ი­პო­ვეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მე­ლიც იმა­ვე ღა­მეს გა­და­ღე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტო­რის მიერ. კად­რებ­ში ასა­ხუ­ლია 2011 წლის 26 მა­ისს თუ რო­გორ გას­ცემს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ბრძა­ნე­ბას და­ვით ახა­ლა­ია, რო­მე­ლიც ითხოვს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლი ყვე­ლა მო­მი­ტინ­გის და­კა­ვე­ბას და სა­ნაც­ვლოდ მის თა­ნამ­შრომ­ლებს ჰპირ­დე­ბა მა­ღალ პრე­მი­ებს. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს მო­მი­ტინ­გე­თა დარ­ბე­ვი­სა და და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სი, რა­საც ად­გილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი. და­სა­ხე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ იქნა ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლის დას­კვნი­თაც და­დას­ტურ­და ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა.

იხი­ლეთ 26 მა­ი­სის ღა­მის აქამ­დე უც­ნო­ბი კად­რე­ბი

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2011 წლის 26 მა­ისს, იმ­დრო­ინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო და­ვა­ლე­ბი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, და­ი­გეგ­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი და გა­ნურ­ჩე­ვე­ლი თავ­დას­ხმა, რომ­ლის გა­მოკ­ვე­თი­ლი მი­ზა­ნი იყო მათი მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბა, და­ში­ნე­ბა და დას­ჯა, რათა და­უ­ყო­ნებ­ლივ აღ­კვე­თი­ლი­ყო მი­ტინ­გი და აღარ გაგ­რძე­ლე­ბულ­ყო საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, 2011 წლის 25 მა­ისს, ჯერ კი­დევ მი­ტინ­გის­თვის სან­ქცი­რე­ბუ­ლი ვა­დის გას­ვლამ­დე, პო­ლი­ცი­ამ წი­ნას­წარ გა­და­კე­ტა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და მის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბი, ხოლო თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი გა­და­ი­კე­ტა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და შს სა­მი­ნის­ტროს სხვა და­ნა­ყო­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­თაც ად­გილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და­ვით ახა­ლა­ია და სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით, ჯერ კი­დევ ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი აღ­მოჩ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ალ­ყა­ში და მათ გა­მიზ­ნუ­ლად არ და­უ­ტო­ვეს თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­სას­ვლე­ლე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით 00:10 სა­ათ­ზე, პი­რა­დად ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბი­თა და კონ­ტრო­ლით, სა­პო­ლი­ციო და­ნა­ყო­ფებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყეს მი­ტინ­გის დაშ­ლის ოპე­რა­ცია. თუმ­ცა მო­მი­ტინ­გე­ებს გან­ზრახ არ მი­ე­ცათ ტე­რი­ტო­რი­ი­დან უსაფრ­თხოდ გას­ვლი­სა და პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ყა­შე­მორ­ტყმულ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ერ­თდრო­უ­ლად და ინ­ტენ­სი­უ­რად, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბი­თა და ტყვი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის რაზ­მე­ბის იე­რი­ში, რა დრო­საც შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა გა­უ­მარ­თლებ­ლად არა­თა­ნა­ზო­მი­ე­რი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ძალა. შე­დე­გად, გარ­და­იც­ვა­ლა ორი ადა­მი­ა­ნი, და­სა­ხიჩ­რდა და ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო 250-მა ადა­მი­ან­მა, უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა 800-მდე მო­მი­ტინ­გე.

26 მა­ი­სის ღა­მეს, და­ვით ახა­ლა­ი­ას მიერ გა­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა - "მეტი და­კა­ვე­ბუ­ლი, მეტი პრე­მია", შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქნა "კუდ"-ის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ. პრე­მი­ის სა­ხით მხო­ლოდ "კუდ"-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ი­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 900 000 ლარი. მათ შო­რის, პი­რა­დად ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და მისი მო­ად­გი­ლის ბრძა­ნე­ბით, ლე­ვან ქარ­და­ვამ პრე­მი­ის სა­ხით მი­ი­ღო 13 780 ლარი, ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვილ­მა 9000 ლარი, და­ვით ახა­ლა­ი­ამ 6500 ლარი, ხოლო რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვილ­მა 4135 ლარი.

იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით, პო­ლი­ცი­ელ­თა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ზე მო­ახ­დი­ნა თვალ­თმაქ­ცუ­რი რე­ა­გი­რე­ბა. კერ­ძოდ, რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის და­მალ­ვის და, რაც მთა­ვა­რია, და­ნა­შა­ულ­ში ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის, და­ვით ახა­ლა­ი­ას და სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­ნიღბვის მიზ­ნით, დის­ციპ­ლი­ნუ­რი წე­სით, მოჩ­ვე­ნე­ბი­თად და­ი­სა­ჯა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 15 რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი. დას­ჯი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­დან არც ერთი უშუ­ა­ლოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და მი­ტინ­გის დაშ­ლა­ში. მათ შო­რის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ე­ბი­დან სხვა სა­ფუძ­ვლით, 26 მა­ი­სამ­დე იყო და­თხოვ­ნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მის გან­ხილ­ვი­სას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მხა­რეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ღია გა­სას­ვლე­ლი და მო­მი­ტინ­გე­ებს შე­ეძ­ლოთ ტე­რი­ტო­რი­ის თა­ვი­სუფ­ლად და­ტო­ვე­ბა. მა­შინ რო­დე­საც, წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლით კი­დევ ერთხელ დას­ტურ­დე­ბა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მხა­რეც სრუ­ლად იყო გა­და­კე­ტი­ლი კუდ-ისა და შს სა­მი­ნის­ტროს სხვა ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი გან­ზრახ მო­აქ­ცი­ეს ალ­ყა­ში, მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და მოხ­და მათი მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნათ­ლად ჩანს, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია მიზ­ნად ისა­ხავ­და არა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დაშ­ლას, არა­მედ აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მო­მი­ტინ­გე­ე­ბის სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯას.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, "26 მა­ი­სის საქ­მე­ზე" თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სსკ-ის 333-ე მუ­უხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 4 წლი­სა და 6 თვის ვა­დით, მას­ვე 1 წლის, ერთი თვის და 15 დღის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და­ვით ახა­ლა­ი­ას, ვა­სილ ლე­ლუ­აშ­ვი­ლის, რე­ვაზ ში­უ­კაშ­ვი­ლის და ლე­ვან ქარ­და­ვას მი­მართ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ხუ­თი­დან რვა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს" - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"მეტი დაკავებული, მეტი პრემია" - ვინ შეასრულა 26 მაისს გაცემული ბრძანება და რა უცნობ კადრებს ასაჯაროვებს პროკურატურა

"მეტი დაკავებული, მეტი პრემია" - ვინ შეასრულა 26 მაისს გაცემული ბრძანება და რა უცნობ კადრებს ასაჯაროვებს პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულად ცნო.

ბრალდებულად იქნა ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ მოიპოვეს გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელიც იმავე ღამეს გადაღებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ. კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს. კადრებში ასევე ჩანს მომიტინგეთა დარბევისა და დაკავების პროცესი, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ ბრალდებულები. დასახელებულ ვიდეომასალაზე ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადასტურდა ჩანაწერის ავთენტურობა.

იხილეთ 26 მაისის ღამის აქამდე უცნობი კადრები

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით, დაიგეგმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება და დასჯა, რათა დაუყონებლივ აღკვეთილიყო მიტინგი და აღარ გაგრძელებულყო საპროტესტო გამოსვლები.

დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დავით ახალაია და სხვა მაღალჩინოსნები.

აღნიშნული ქმედებით, ჯერ კიდევ ღონისძიების დაწყებამდე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები აღმოჩდნენ პოლიციელების ალყაში და მათ გამიზნულად არ დაუტოვეს თავისუფალი გასასვლელები. დაახლოებით 00:10 საათზე, პირადად ივანე მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით, საპოლიციო დანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია. თუმცა მომიტინგეებს განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლისა და პოლიციის მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. შესაბამისად, ალყაშემორტყმულ მშვიდობიან მოქალაქეებზე ერთდროულად და ინტენსიურად, რამდენიმე მიმართულებიდან განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში, რა დროსაც შეგნებულად გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 250-მა ადამიანმა, უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე.

26 მაისის ღამეს, დავით ახალაიას მიერ გაცემული ბრძანება - "მეტი დაკავებული, მეტი პრემია", შესრულებული იქნა "კუდ"-ის ქვედანაყოფების მიერ. პრემიის სახით მხოლოდ "კუდ"-ის თანამშრომლებზე გაიცა დაახლოებით 900 000 ლარი. მათ შორის, პირადად ივანე მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ პრემიის სახით მიიღო 13 780 ლარი, ვასილ ლელუაშვილმა 9000 ლარი, დავით ახალაიამ 6500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა 4135 ლარი.

იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება. კერძოდ, რეალური ვითარების დამალვის და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიას და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით, მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 რიგითი თანამშრომელი. დასჯილი პოლიციელებიდან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის სამი თანამშრომელი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან სხვა საფუძვლით, 26 მაისამდე იყო დათხოვნილი.

აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვისას სასამართლო პროცესებზე, ბრალდებული და მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ თავისუფლების მოედნის მხარეს სამართალდამცავებს დატოვებული ჰქონდათ ღია გასასვლელი და მომიტინგეებს შეეძლოთ ტერიტორიის თავისუფლად დატოვება. მაშინ როდესაც, წარმოდგენილი ვიდეომასალით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავისუფლების მოედნის მხარეც სრულად იყო გადაკეტილი კუდ-ისა და შს სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ, მომიტინგეები განზრახ მოაქციეს ალყაში, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოხდა მათი მასობრივი დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა არა საპროტესტო აქციის დაშლას, არამედ აქციაში მონაწილე მომიტინგეების სამაგალითო დასჯას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, "26 მაისის საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ივანე მერაბიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლის, ერთი თვის და 15 დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დავით ახალაიას, ვასილ ლელუაშვილის, რევაზ შიუკაშვილის და ლევან ქარდავას მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ჩადენილი ძალადობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ