Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკუნის წინ პორნოგრაფიულად შერაცხული ლექსების ავტორი ქალი - ვინ იყო ელენე დარიანი, რომელიც პაოლო იაშვილს უყვარდა
საუკუნის წინ პორნოგრაფიულად შერაცხული ლექსების ავტორი ქალი - ვინ იყო ელენე დარიანი, რომელიც პაოლო იაშვილს უყვარდა

ელე­ნე და­რი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბა დღემ­დე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლია ქარ­თუ­ლი ლიტ­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში. ცნო­ბი­ლი პო­ე­ტის, ცის­ფერ­ყან­წელ­თა ორ­დე­ნის წევ­რის, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დებ­ში არის 14 ლექ­სი, რო­მე­ლიც "და­რი­ა­ნუ­ლი ციკ­ლის" სა­ხელ­წო­დე­ბის ქვე­შაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ბოლო დრომ­დე მი­იჩ­ნე­ო­და, რომ ეს პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი იყო, სა­დაც პო­ე­ტი იშ­ვი­ა­თი ნი­ჭი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბით - ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი სი­ზუს­ტით აღ­წერ­და "ქა­ლურ" ერო­ტი­ულ გრძნო­ბებ­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო გან­ცდებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ჩე­ნილ­მა სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­მა ცხად­ყო - მის­ტი­უ­რი ელე­ნე და­რი­ა­ნის უკან რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, ცის­ფერ­ყან­წელ­თა თა­ნა­მედ­რო­ვე და პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი ელე­ნე ბაქ­რა­ძე იდგა.

ელე­ნე ბაქ­რა­ძე თბი­ლის­ში 1897 წელს და­ი­ბა­და. ელე­ნემ და პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 1912 წელს გა­იც­ნეს. მათ შო­რის მალე წარ­მო­იშ­ვა რო­მან­ტი­უ­ლი გრძნო­ბა, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. მათ გრძნო­ბებ­ზე ელე­ნე ბაქ­რა­ძის არ­ქივ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი პა­ო­ლოს წე­რი­ლე­ბი მე­ტყვე­ლე­ბენ. მი­უ­ხედ­ვად იმი­სა, რომ ორი­ვე მათ­გან­მა ოჯა­ხი სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან შექ­მნა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­და.

და­რი­ა­ნუ­ლი ციკ­ლის ლექ­სე­ბი სა­ხალ­ხოდ პირ­ვე­ლად პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა 1915 წელს ქუ­თა­ის­ში წა­ი­კი­თხა. ლექ­სე­ბის ერო­ტი­უ­ლო­ბის გამო იაშ­ვილს აგ­რე­სი­ით შეხ­ვდნენ, მსმე­ნელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად დარ­ბა­ზი და­ტო­ვა. მის­ტი­უ­რი თუ რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი ელე­ნე და­რი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამო­რა­ლუ­რად შე­რა­ცხა. "ელე­ნე და­რი­ა­ნი სა­ში­შია. მას ტემ­პე­რა­ტუ­რა აწე­უ­ლი აქვს. სუ­ლი­ე­რი სა­უნ­ჯე ელე­ნე და­რი­ანს არ გა­აჩ­ნია. მას არ მო­ე­პო­ვე­ბა ქა­ლუ­რი მოკ­რძა­ლე­ბა და სი­ნა­ზე." წერ­და იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­სა. პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლად შე­რა­ცხულ ლექ­სებ­ზე სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დი­კა­ში მალე გაჩ­ნდა პა­რო­დი­ე­ბი და კა­რი­კა­ტუ­რე­ბი. ბევ­რი მი­იჩ­ნევ­და, რომ მსგავ­სი სა­ხის ლექ­სე­ბი ქარ­თვე­ლი ქა­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და მის "ბუ­ნე­ბას­თან" წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დი­ო­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ არ­გუ­მენტს ხში­რად თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბიც იყე­ნე­ბენ, ისი­ნი, ვინც ელე­ნე და­რი­ა­ნის რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბო­ბას უარ­ყოფს, რაც, პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ღრმად ფეს­ვგამ­ჯდა­რი პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით აიხ­სნე­ბა.

ელე­ნე ბაქ­რა­ძის ელე­ნე და­რი­ა­ნო­ბის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი ბაქ­რა­ძის არ­ქი­ვია, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რის მკვლევ­რმა გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა მო­ი­ძია 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში. ამ­ჟა­მად არ­ქივ­ში მუ­შა­ო­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა. მას­ზე ქალ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრი "რა­დიქ­სი" ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუტ­თან ერ­თად მუ­შა­ობს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ თა­ვად პა­ო­ლო იაშ­ვილს არას­დროს უსაბ­რია იმა­ზე ვინ იდგა და იდგა თუ არა ვინ­მე ელე­ნე და­რი­ა­ნის ფსევ­დო­ნი­მის უკან, რაც თა­ვი­დან­ვე არ­თუ­ლებ­და რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­რის იდენ­ტი­ფიც­რე­ბას. დღე­საც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ ნა­წი­ლად იყო­ფა: ერ­თნი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცე­ბენ ელე­ნე და­რი­ა­ნი­სა და პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის იგი­ვე­ო­ბას და აქ­ცენტს აკე­თე­ბენ და­რი­ა­ნის ფე­ნო­მენ­ზე, რო­გორც მა­ნამ­დე უპ­რე­ცე­დენ­ტო ლი­ტე­რა­ტუ­რულ მის­ტი­ფი­კა­ცი­ა­ზე ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში. ხში­რად სა­უბ­რო­ბენ ასე­ვე პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გარ­და­სახ­ვის ნიჭ­ზე და უარ­ყო­ფენ იმ სა­კა­მა­თო მო­საზ­რე­ბა­საც თით­ქოს ელე­ნე ბაქ­რა­ძის ლექ­სებს პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი უკე­თებ­და რე­დაქ­ტი­რე­ბას და მერე ისე აქ­ვეყ­ნებ­და.

ელე­ნე და­რი­ა­ნი­სა და ელე­ნე ბაქ­რა­ძის იდენ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ მო­საზ­რე­ბა, რო­გორც ზე­მოთ აღი­ნიშ­ნა, ლი­ტე­რა­ტურ­თმცოდ­ნემ გი­ორ­გი ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ელე­ნე ბაქ­რა­ძის არ­ქი­ვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლის შემ­დეგ წა­მო­ა­ყე­ნა. მან წიგ­ნიც გა­მოს­ცა სა­ხელ­წო­დე­ბით "ელე­ნე და­რი­ა­ნის ლე­გენ­და და სი­ნამ­დვი­ლე." ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა არ­გუ­მენ­ტად სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის უტყუ­ა­რო­ბა მო­იშ­ვე­ლია და მსგავ­სე­ბა პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი­სა და ელე­ნე და­რი­ა­ნის ლექ­სებს შო­რის მათი ინ­დენ­ტუ­რო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად არა­საკ­მა­რის მი­ზე­ზად მი­იჩ­ნია. მისი აზ­რით ორი­ვე პო­ე­ტი სიმ­ბო­ლის­ტი იყო, ერთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და, ერთი სტი­ლით წერ­და, რაც ხსნის მათი შე­მოქმდე­ბის მსგავ­სე­ბას.

1916 წლი­დან ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­შა­ლა - შე­იქ­მნა ცის­ფერ­ყან­წელ­თა ორ­დე­ნი და მათი პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნდა. იმა­ვე წელს ელე­ნე და­რი­ა­ნის ფსევ­დო­ნი­მით და­ი­ბეჭ­და ცნო­ბი­ლი და დღემ­დე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ლექ­სი "პი­რა­მი­დებ­ში." ორ­დე­ნი 12 მა­მა­კაცს აერ­თი­ა­ნებ­და. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ცის­ფერ­ყან­წელ­თა და­ფა­რუ­ლი, მე-13 წევ­რი, რო­მელ­საც თა­ვად პო­ე­ტუ­რი ორ­დე­ნის წევ­რე­ბი ხში­ღად მო­იხ­სე­ნებ­დნენ ხოლ­მე, სწო­რედ ელე­ნე ბაქ­რა­ძე იყო. არ­ქი­ვით დას­ტურ­დე­ბა, რომ ელე­ნე ბაქ­რა­ძე იც­ნობ­და და მე­გობ­რობ­და არა მხო­ლოდ ცის­ფერ­ყან­წე­ლებ­თან, არა­მედ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას­თან, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძეს­თან, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძეს­თან.

სტა­ლი­ნურ­მა რეპ­რე­სი­ებ­მა ცის­ფერ­ყან­წელ­თა უმ­რავ­ლე­ო­სო­ბა იმ­სხვერ­პლა, მათ შო­რის შალ­ვა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, ელე­ნე ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე. პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა 1937 წელს თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე. ხან­გრძლი­ვი დუ­მი­ლი­სა და ცის­ფერ­ყან­წელ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ, უკვე 1959 წელს გა­მო­ი­ცა პა­ო­ლო იაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი, სა­დაც და­რი­ა­ნუ­ლი ციკ­ლის ლექ­სე­ბიც შე­ვი­და იაშ­ვი­ლის ხელ­მო­წე­რით. ცნო­ბი­ლია, რომ ელე­ნე ბაქ­რა­ძემ მხო­ლოდ ერთხელ, ამ კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მი­სას უშე­დე­გოდ სცა­და სა­კუ­თა­რი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. ლო­გი­კურ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, თუ რა­ტომ არ ისურ­ვა ბაქ­რა­ძემ და­რი­ა­ნუ­ლი ციკ­ლის ავ­ტო­რო­ბა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, ალ­ბათ, იმ­დრო­ინ­დე­ლი კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა ვე­ძე­ბოთ. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი სრუ­ლი­ად არა­ხე­სალყრე­ლი იყო ელე­ნე ბაქ­რა­ძის რო­გორც ერო­ტი­უ­ლი ლექ­სე­ბის ავ­ტო­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და­სა­წყე­ბად. მას ტო­ტა­ლი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფო­ში უხ­დე­ბო­და ცხოვ­რე­ბა, სა­დაც სექ­სუ­ა­ლო­ბა­ზე კონ­ტრო­ლი და სექ­სუ­ა­ლო­ბის რეპ­რე­სი­რე­ბა იდე­ო­ლო­გი­ი­სა და პრაქ­ტი­კის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო.

ელე­ნე ბაქ­რა­ძე მე­გობ­რე­ბის­გან და მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით რეპ­რე­სი­ებს გა­და­ურ­ჩა. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და, იყო ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ელე­ნე 1979 წელს 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი აზრი, რომ და­რი­ა­ნუ­ლი ციკ­ლის ავ­ტო­რი შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რი ქალი ყო­ფი­ლი­ყო, არა­ნაკ­ლე­ბად მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის, ვიდ­რე მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ამ ლექ­სე­ბის გა­მო­ჩე­ნა. ალ­ბათ, უკვე დროა მი­თე­ბი და­იმ­სხვრეს და ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რე­ა­ლუ­რი ქალი აღი­ა­როს და მი­ი­ღოს წარ­მო­სახ­ვი­თი ქა­ლის ნაც­ვლად.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

1. ზუ­რაბ ალ­ხა­ნიშ­ვი­ლი, "ცის­ფე­რი ლე­გენ­დის გაგ­რძე­ლე­ბა", "ნეტ­გა­ზე­თი", 2011 წელი

2. მარი ოთა­რაშ­ვი­ლი, "ვინ იყო ელე­ნე და­რი­ა­ნი: პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი, თუ მისი მე­გო­ბა­რი ელე­ბე ბაქ­რა­ძე? ", "რე­ზო­ნან­სი", 2010 წელი

წყა­რო: feminism-boell.org

საუკუნის წინ პორნოგრაფიულად შერაცხული ლექსების ავტორი ქალი - ვინ იყო ელენე დარიანი, რომელიც პაოლო იაშვილს უყვარდა

საუკუნის წინ პორნოგრაფიულად შერაცხული ლექსების ავტორი ქალი - ვინ იყო ელენე დარიანი, რომელიც პაოლო იაშვილს უყვარდა

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტრატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებში არის 14 ლექსი, რომელიც "დარიანული ციკლის" სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით - ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა "ქალურ" ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო - მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა.

ელენე ბაქრაძე თბილისში 1897 წელს დაიბადა. ელენემ და პაოლო იაშვილმა ერთმანეთი 1912 წელს გაიცნეს. მათ შორის მალე წარმოიშვა რომანტიული გრძნობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა. მათ გრძნობებზე ელენე ბაქრაძის არქივში შემორჩენილი პაოლოს წერილები მეტყველებენ. მიუხედვად იმისა, რომ ორივე მათგანმა ოჯახი სხვა ადამიანებთან შექმნა, მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა.

დარიანული ციკლის ლექსები სახალხოდ პირველად პაოლო იაშვილმა 1915 წელს ქუთაისში წაიკითხა. ლექსების ეროტიულობის გამო იაშვილს აგრესიით შეხვდნენ, მსმენელთა დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. მისტიური თუ რეალურად არსებული ელენე დარიანი საზოგადოებამ ამორალურად შერაცხა. "ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს. სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება და სინაზე." წერდა იმდროინდელი პრესა. პორნოგრაფიულად შერაცხულ ლექსებზე სხვადასხვა პერიოდიკაში მალე გაჩნდა პაროდიები და კარიკატურები. ბევრი მიიჩნევდა, რომ მსგავსი სახის ლექსები ქართველი ქალისთვის მიუღებელი იყო და მის "ბუნებასთან" წინააღმდეგობაში მოდიოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ არგუმენტს ხშირად თანამედროვეებიც იყენებენ, ისინი, ვინც ელენე დარიანის რეალურად არსებობას უარყოფს, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებაში ღრმად ფესვგამჯდარი პატრიარქალური ღირებულებებით აიხსნება.

ელენე ბაქრაძის ელენე დარიანობის დამამტკიცებელი საბუთი ბაქრაძის არქივია, რომელიც ლიტერატურის მკვლევრმა გიორგი ჯავახიშვილმა მოიძია 1990-იანი წლების დასაწყისში. ამჟამად არქივში მუშაობა კვლავ გრძელდება. მასზე ქალთა ფონდის მხარდაჭერით სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი "რადიქსი" ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად მუშაობს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად პაოლო იაშვილს არასდროს უსაბრია იმაზე ვინ იდგა და იდგა თუ არა ვინმე ელენე დარიანის ფსევდონიმის უკან, რაც თავიდანვე ართულებდა რეალური ავტორის იდენტიფიცრებას. დღესაც ქართული საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა: ერთნი დაჟინებით ამტკიცებენ ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იგივეობას და აქცენტს აკეთებენ დარიანის ფენომენზე, როგორც მანამდე უპრეცედენტო ლიტერატურულ მისტიფიკაციაზე ქართულ პოეზიაში. ხშირად საუბრობენ ასევე პაოლო იაშვილის არაჩვეულებრივი გარდასახვის ნიჭზე და უარყოფენ იმ საკამათო მოსაზრებასაც თითქოს ელენე ბაქრაძის ლექსებს პაოლო იაშვილი უკეთებდა რედაქტირებას და მერე ისე აქვეყნებდა.

ელენე დარიანისა და ელენე ბაქრაძის იდენტურობის შესახებ მოსაზრება, როგორც ზემოთ აღინიშნა, ლიტერატურთმცოდნემ გიორგი ჯავახიშვილმა ელენე ბაქრაძის არქივის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ წამოაყენა. მან წიგნიც გამოსცა სახელწოდებით "ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე." ჯავახიშვილმა არგუმენტად საარქივო მასალის უტყუარობა მოიშველია და მსგავსება პაოლო იაშვილისა და ელენე დარიანის ლექსებს შორის მათი ინდენტურობის დასამტკიცებლად არასაკმარის მიზეზად მიიჩნია. მისი აზრით ორივე პოეტი სიმბოლისტი იყო, ერთ ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნებოდა, ერთი სტილით წერდა, რაც ხსნის მათი შემოქმდების მსგავსებას.

1916 წლიდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა - შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენი და მათი პირველი ჟურნალიც გამოქვეყნდა. იმავე წელს ელენე დარიანის ფსევდონიმით დაიბეჭდა ცნობილი და დღემდე ძალიან პოპულარული ლექსი "პირამიდებში." ორდენი 12 მამაკაცს აერთიანებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ცისფერყანწელთა დაფარული, მე-13 წევრი, რომელსაც თავად პოეტური ორდენის წევრები ხშიღად მოიხსენებდნენ ხოლმე, სწორედ ელენე ბაქრაძე იყო. არქივით დასტურდება, რომ ელენე ბაქრაძე იცნობდა და მეგობრობდა არა მხოლოდ ცისფერყანწელებთან, არამედ კონსტანტინე გამსახურდიასთან, გრიგოლ რობაქიძესთან, გალაკტიონ ტაბიძესთან.

სტალინურმა რეპრესიებმა ცისფერყანწელთა უმრავლეოსობა იმსხვერპლა, მათ შორის შალვა ქართველიშვილი, ელენე ბაქრაძის მეუღლე. პაოლო იაშვილმა 1937 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ხანგრძლივი დუმილისა და ცისფერყანწელთა რეაბილიტაციის შემდეგ, უკვე 1959 წელს გამოიცა პაოლო იაშვილის პირველი კრებული, სადაც დარიანული ციკლის ლექსებიც შევიდა იაშვილის ხელმოწერით. ცნობილია, რომ ელენე ბაქრაძემ მხოლოდ ერთხელ, ამ კრებულის გამოცემისას უშედეგოდ სცადა საკუთარი საავტორო უფლებების დაცვა. ლოგიკურ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არ ისურვა ბაქრაძემ დარიანული ციკლის ავტორობა დაემტკიცებინა, ალბათ, იმდროინდელი კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ვეძებოთ. საბჭოთა პერიოდი სრულიად არახესალყრელი იყო ელენე ბაქრაძის როგორც ეროტიული ლექსების ავტორის რეაბილიტაციის დასაწყებად. მას ტოტალიტარულ სახელმწიფოში უხდებოდა ცხოვრება, სადაც სექსუალობაზე კონტროლი და სექსუალობის რეპრესირება იდეოლოგიისა და პრაქტიკის შემადგენელი ნაწილი იყო.

ელენე ბაქრაძე მეგობრებისგან და მეუღლისგან განსხვავებით რეპრესიებს გადაურჩა. დიდი ხნის განმავლობაში იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი. ელენე 1979 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჟღერებული აზრი, რომ დარიანული ციკლის ავტორი შესაძლოა რეალური ქალი ყოფილიყო, არანაკლებად მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის, ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ლექსების გამოჩენა. ალბათ, უკვე დროა მითები დაიმსხვრეს და ქართულმა საზოგადოებამ რეალური ქალი აღიაროს და მიიღოს წარმოსახვითი ქალის ნაცვლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ზურაბ ალხანიშვილი, "ცისფერი ლეგენდის გაგრძელება", "ნეტგაზეთი", 2011 წელი

2. მარი ოთარაშვილი, "ვინ იყო ელენე დარიანი: პაოლო იაშვილი, თუ მისი მეგობარი ელებე ბაქრაძე? ", "რეზონანსი", 2010 წელი

წყარო: feminism-boell.org

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება