პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლე შვილად აყვანის მსურველთათვის - რა ცვლილებები შედის სამართლებრივ რეგულაციებში
სიახლე შვილად აყვანის მსურველთათვის - რა ცვლილებები შედის სამართლებრივ რეგულაციებში

შვი­ლად აყ­ვა­ნი­სა და მინ­დო­ბით აღ­ზრდის სფე­რო­ში სა­მარ­თლებ­რივ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იც­ვლე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ და მის­მა პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე მი­რი­ან წიკ­ლა­ურ­მა შვი­ლად აყ­ვა­ნი­სა და მინ­დო­ბით აღ­ზრდის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტი მო­ამ­ზა­დეს. ამას­თან, ცვლი­ლე­ბე­ბი 12-მდე სხვა­დას­ხვა კა­ნონ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთი სი­ახ­ლეა ის, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნად გა­ნი­სა­ზღვრა შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლი და მინ­დო­ბით აღ­ზრდის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის, მშვი­ლე­ბელ­თა ან მინ­დო­ბით აღ­მზრდელ­თა მიერ სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის გავ­ლა - სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რაც შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბის გა­საშ­ვი­ლე­ბელ ბავ­შვთა და მშვი­ლე­ბელ­თა ერ­თი­ან რე­ესტრში აღ­რი­ცხვის ერთ-ერთ სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს. ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბის მიერ სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­დეგ, კურ­სის გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი - სერ­თი­ფი­კა­ტი გა­ი­ცე­მა, რო­მე­ლიც შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ველ­მა პი­რებ­მა სხვა დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად, მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნოს უნდა წა­რუდ­გი­ნონ.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ბავ­შვი მი­ტო­ვე­ბუ­ლად აღი­ა­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, თუ ბავ­შვის 24-სა­ა­თი­ან სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში ყოფ­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა 6 თვეს აღე­მა­ტე­ბა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი 6-თვი­ა­ნი ვადა 3-თვემ­დე მცირ­დე­ბა.

ბავ­შვის მი­ტო­ვე­ბუ­ლად აღი­ა­რე­ბის სა­ფუძ­ვლებს ემა­ტე­ბა ის შემ­თხვე­ვა, თუ დად­გინ­და, რომ მშო­ბე­ლი, არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით არ იჩენს სის­ტე­მა­ტი­ურ ყუ­რა­დღე­ბას ბავ­შვის მი­მართ და მი­უ­ხე­და­ვად მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნოს გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ არ ინ­ტე­რეს­დე­ბა შვი­ლის ბე­დით. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნო ვალ­დე­ბუ­ლია გა­ნი­ხი­ლოს ბავ­შვის მი­ტო­ვე­ბუ­ლად აღი­ა­რე­ბის ან მშობ­ლის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის სა­კი­თხი. გან­ხილ­ვის შე­დე­გე­ბი უნდა ეც­ნო­ბოს სა­ა­გენ­ტოს.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლია მშვი­ლე­ბელ­სა და გა­საშ­ვი­ლე­ბელ ბავ­შვს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა, რო­მე­ლიც არ უნდა იყოს 16 წელ­ზე ნაკ­ლე­ბი. კა­ნონპ­რო­ექ­ტით ხდე­ბა მშვი­ლე­ბელ­სა და გა­საშ­ვი­ლე­ბელ ბავ­შვს შო­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის დად­გე­ნაც. კერ­ძოდ, 10 წლამ­დე ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მშვი­ლე­ბელ­სა და გა­საშ­ვი­ლე­ბელ ბავ­შვს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 45 წელ­ზე მეტი არ უნდა იყოს. გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რი სხვა­ო­ბა 7 წლი­დან 10 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბის დროს, შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს 45 წელ­ზე მეტი, თუ ეს მის ინ­ტე­რე­სებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ზედა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი არ ვრცელ­დე­ბა ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ მშვი­ლებ­ლებ­ზე, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი ამა­ვე პუნ­ქტით გან­სა­ზღვრულ მო­თხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ამას­თან, შვი­ლად აყ­ვა­ნის უპი­რა­ტე­სი უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მიერ ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნის დროს ასა­კობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვის ზედა ზღვა­რი არ მოქ­მე­დებს.

გარ­და ამი­სა, პი­რე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თაც ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნა სურთ, ნა­სა­მარ­თლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი მკაცრ­დე­ბა. კერ­ძოდ, პირი ვერ იქ­ნე­ბა მშვი­ლე­ბე­ლი, თუ იგი ნა­სა­მარ­თლე­ვია კა­ნონპ­რო­ექ­ტში გა­სა­ზღვრუ­ლი "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მოხ­სნი­ლი ან გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი აქვს თუ არა ნა­სა­მარ­თლო­ბა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი პარ­ლა­მეტ­ში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია. მისი გან­ხილ­ვა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­მა­ვალ პარ­ლა­მენტს მო­უ­წევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სიახლე შვილად აყვანის მსურველთათვის - რა ცვლილებები შედის სამართლებრივ რეგულაციებში

სიახლე შვილად აყვანის მსურველთათვის - რა ცვლილებები შედის სამართლებრივ რეგულაციებში

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სამართლებრივ რეგულაციები იცვლება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ და მისმა პირველმა მოადგილე მირიან წიკლაურმა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ სრულიად ახალი საკანონმდებლო პროექტი მოამზადეს. ამასთან, ცვლილებები 12-მდე სხვადასხვა კანონში ხორციელდება.

პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის, მშვილებელთა ან მინდობით აღმზრდელთა მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა - სერტიფიცირება, რაც შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიან რეესტრში აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერთიფიკატი გაიცემა, რომელიც შვილად აყვანის მსურველმა პირებმა სხვა დოკუმენტებთან ერთად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინონ.

მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა 6 თვეს აღემატება. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული 6-თვიანი ვადა 3-თვემდე მცირდება.

ბავშვის მიტოვებულად აღიარების საფუძვლებს ემატება ის შემთხვევა, თუ დადგინდა, რომ მშობელი, არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატიურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და მიუხედავად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გაფრთხილებისა, 2 თვის განმავლობაში კვლავ არ ინტერესდება შვილის ბედით. ასეთ შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების ან მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი. განხილვის შედეგები უნდა ეცნობოს სააგენტოს.

მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა, რომელიც არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. კანონპროექტით ხდება მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც. კერძოდ, 10 წლამდე ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა 45 წელზე მეტი არ უნდა იყოს. გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმალური სხვაობა 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების დროს, შესაძლებელია იყოს 45 წელზე მეტი, თუ ეს მის ინტერესებს შეესაბამება. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება ქორწინებაში მყოფ მშვილებლებზე, როდესაც რომელიმე მათგანი ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამასთან, შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს ასაკობრივი შეზღუდვის ზედა ზღვარი არ მოქმედებს.

გარდა ამისა, პირებისათვის, რომელთაც ბავშვის შვილად აყვანა სურთ, ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები მკაცრდება. კერძოდ, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი ნასამართლევია კანონპროექტში გასაზღვრული "სისხლის სამართლის კოდექსის" კონკრეტული მუხლებით, მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამეტში უკვე ინიცირებულია. მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მომავალ პარლამენტს მოუწევს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი