პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ქუმსიშვილი - დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო გვაქვს და მათი 41% ექსპლუატაციაში ბოლო 3 წელში შევიდა
დიმიტრი ქუმსიშვილი - დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო გვაქვს და მათი 41% ექსპლუატაციაში ბოლო 3 წელში შევიდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს 1200-ზე მეტი სას­ტუმ­რო გვაქვს და მათი 41% ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა თბი­ლის­ში, ახა­ლი სას­ტუმ­რო "მუ­ზე­უ­მის" გახ­სნა­ზე გა­ნა­ცხა­და.

სას­ტუმ­რო "მუ­ზე­უ­მი" ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე, მა­ი­კო ორ­ბე­ლი­ა­ნის ყო­ფილ სა­სახ­ლე­ში მდე­ბა­რე­ობს. იგი 46 ნომ­რი­სა და 3 კვე­ბის ობი­ექ­ტის­გან შედ­გე­ბა.

"აქ და­საქმდე­ბა 100 ადა­მი­ა­ნი, ანუ 100 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნა და ჯა­მუ­რად 8 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. მინ­და, ძა­ლი­ან დიდი კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან, 2013, 2014, 2015 წლებ­ში 508 სტუმ­რე­ბის გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტი შე­ვი­და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში და ჩვენ არ ვან­გა­რი­შობთ 2012 წელს. სულ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს 1200-ზე ოდ­ნავ მეტი სას­ტუმ­რო და ამ სას­ტუმ­რო­ე­ბი­დან 41% ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და სწო­რედ რომ ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ეს არის იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ბიზ­ნე­სი დღეს არის მონ­დო­მე­ბუ­ლი, კერ­ძო სექ­ტო­რი აკე­თებს თა­ვის საქ­მეს და ქვე­ყა­ნა­ში იდე­ბა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, ასე­ვე არ­სე­ბობს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ამ­ბობს, რომ 6 მი­ლი­ო­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რი­დან სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად ავა 11 მი­ლი­ო­ნამ­დე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

დიმიტრი ქუმსიშვილი - დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო გვაქვს და მათი 41% ექსპლუატაციაში ბოლო 3 წელში შევიდა

დიმიტრი ქუმსიშვილი - დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო გვაქვს და მათი 41% ექსპლუატაციაში ბოლო 3 წელში შევიდა

საქართველოში დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო გვაქვს და მათი 41% ექსპლუატაციაში ბოლო 3 წლის განმავლობაში შევიდა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში, ახალი სასტუმრო „მუზეუმის“ გახსნაზე განაცხადა.

სასტუმრო „მუზეუმი“ ათონელის ქუჩაზე, მაიკო ორბელიანის ყოფილ სასახლეში მდებარეობს. იგი 46 ნომრისა და 3 კვების ობიექტისგან შედგება.

„აქ დასაქმდება 100 ადამიანი, ანუ 100 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ჯამურად 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მინდა, ძალიან დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013, 2014, 2015 წლებში 508 სტუმრების განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში და ჩვენ არ ვანგარიშობთ 2012 წელს. სულ დღეს საქართველოში გვაქვს 1200-ზე ოდნავ მეტი სასტუმრო და ამ სასტუმროებიდან 41% ექსპლუატაციაში შევიდა სწორედ რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ეს არის იმის დამსახურება, რომ ბიზნესი დღეს არის მონდომებული, კერძო სექტორი აკეთებს თავის საქმეს და ქვეყანაში იდება ინვესტიციები, ასევე არსებობს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომელიც გარანტირებულად ამბობს, რომ 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორიდან საქართველო აუცილებლად ავა 11 მილიონამდე.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი