კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, რაც "საბას" დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი. ქართველები სერიოზულად ვართ ავად" - რამ აღაშფოთა ლოტბარი სვიმონ ჯანგულაშვილი
"ის, რაც "საბას" დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი. ქართველები სერიოზულად ვართ ავად" - რამ აღაშფოთა ლოტბარი სვიმონ ჯანგულაშვილი

გუ­შინ მუხ­რან­ბა­ტო­ნის სა­სახ­ლის ეზო­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "სა­ბას" რი­გით მე-14 და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა და სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 11 ავ­ტო­რი გა­მოვ­ლინ­დე­ბა. წელს ღო­ნის­ძი­ე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მით "იმ­ღე­რე ქარ­თუ­ლად" დაგ­ვირ­გვინ­და, რო­მე­ლიც ექ­სკლუ­ზი­უ­რად "სა­ბას­თვის" შე­იქ­მნა. წარ­მოდ­გე­ნილ იქნა ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რე­ბის ახა­ლი ვერ­სი­ე­ბი და შედ­გა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სიმ­ღე­რის პრე­მი­ე­რა. მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი მა­რი­ნა ბე­რი­ძე, ხოლო მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე გახ­ლდათ.

ლოტ­ბა­რი და დი­რი­ჟო­რი სვი­მონ ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქცე­ვამ აღაშ­ფო­თა. დი­რი­ჟო­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მწვა­ვე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ის, რაც მე დღეს "სა­ბას" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ვნა­ხე, იყო სრუ­ლი­ად ამაზ­რზე­ნი, და კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად ვართ ავად.

და­ჯილ­დო­ე­ბა რომ დამ­თავ­რდა და კონ­ცერ­ტი და­ი­წყო, ასე, და­წყე­ბულ კონ­ცერ­ტზე, წა­მოხ­ტნენ პა­ტივ­ცე­მუ­ლი და პა­ტივ­ნა­ცე­მი ნო­მი­ნან­ტე­ბი, და­ჯილ­დო­ე­ბულ­ნიც, და და­უ­ჯი­ლო­დე­ბელ­ნიც და მათი მე­გო­ბარ-ახ­ლობ­ლე­ბი, და ხმა­მაღ­ლა, გა­მოთ­ქმით ულო­ცავ­დნენ ერ­თმა­ნეთს, და ასე, და­წყე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტის (რო­მე­ლიც მათ ეძღვნე­ბო­და) ფონ­ზე, ხმა­მაღ­ლა, სრუ­ლი­ად გრუ­ზი­ნულ-თათ­ქა­რი­ძი­სე­უ­ლი ხორ­ხო­ცით გა­ე­მარ­თნენ მა­ყუ­რე­ბელ­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სკა­მე­ბის უკან გაშ­ლი­ლი ფურ­შე­ტი­სა­კენ.

ეს პა­ტივ­ცე­მუ­ლი მწერ­ლე­ბი, პო­ე­ტე­ბი და პო­ე­ტეს­სე­ბი, მთარ­გმნე­ლე­ბი, კრი­ტი­კო­სე­ბი, ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დარ­დო­ბენ, რომ ხალ­ხი უკულ­ტუ­როა, რად­გა­ნაც აღარ კი­თხუ­ლობს - მათ ბრძნულ ნა­აზ­რევს, მათ ნა­წე­რებს, ნა­წე­რებს, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია, რომ კულ­ტუ­რა "გა­და­არ­ჩი­ნოს", კულ­ტუ­რი­სა­კენ მო­აბ­რუ­ნოს ხალ­ხი.. ხოდა, აი ეს პა­ტივ­ცე­მუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მუ­შა­კე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უკულ­ტუ­რო­ბით, სა­ში­ნე­ლი ღრი­ან­ცე­ლით, ითხოვ­დნენ ღვი­ნოს, ყველ­სა და პურს, და სულ თა­ვი­ანთ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ეკი­დათ კონ­ცერ­ტი, კონ­ცერ­ტის მო­ნა­წი­ლე გე­ნი­ა­ლუ­რი გო­რის ქალ­თა გუნ­დი და სი­ტყვე­ბით რომ ვერ აღ­წერ - ჩემი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე, სა­ო­ცა­რი გი­ორ­გი შა­მა­ნა­უ­რი და ნინა სუბ­ლა­ტი, ჯგუ­ფი "ნი­უ­ტო­ნი", ოთო ნემ­სა­ძე, ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძე, ანა დო­ი­აშ­ვი­ლი, ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ლიზა რა­მიშ­ვი­ლი და ჩვე­ნი სა­წყა­ლი გუნ­დიც.

მერე ეს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მუ­შა­კე­ბი, რო­მელ­თაც, სულ თა­ვი­ანთ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე და­ი­კი­დეს მუ­სი­კა, მობ­რუნ­დე­ბი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი - რა­ტომ ჰკი­დი­ათ ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რაო..

ბუნ­დოვ­ნად ჩან­და ჩვე­ნი სცე­ნი­დან, რო­გორ ის­ხდნენ ბო­ლომ­დე - რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, თუ არ ვცდე­ბი, ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე, ან ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას ჰგავ­და, ქეთი დუმ­ბა­ძე, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე მე­გობ­რე­ბით, ეკა მა­მა­ლა­ძე და ნანი ბრეგ­ვა­ძე, რო­მე­ლიც, ამ ასაკ­ში, საკ­მაო სიგ­რი­ლი­სა და ლი­ტე­რა­ტორ­თა არ­ნა­ხუ­ლი უკულ­ტუ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბო­ლომ­დე გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებს... და კი­დევ, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, ალ­ბათ, სულ 20-30 ადა­მი­ა­ნი ის­ხდა და უს­მენ­და მუ­სი­კას.. სა­მა­გი­ე­როდ, უკან, ღვი­ნოს­თან და პურ­თან და ყველ­თან, იდგა და ბო­ბოქ­რობ­და ქარ­თუ­ლი გე­ნია, იდ­გნენ და გუ­გუ­ნებ­დნენ ქარ­თუ­ლი სი­ტყვის მად­ლი­ა­ნი მსა­ხურ­ნი, ქარ­თვე­ლი კალ­მოს­ნე­ბი, ერის მას­წავ­ლე­ბელ­ნი და აღ­მზრდელ­ნი, ეს­თე­ტი­კის, ეთი­კი­სა და მუ­ზე­ბის მსა­ხურ­ნი და უბი­რი ხალ­ხის გან­მა­ნათ­ლე­ბელ­ნი - იდ­გნენ და ბო­ბოქ­რობ­დნენ, ხორ­ხო­ცობ­დნენ, ღა­და­ობ­დნენ, ერთი სი­ტყვით, ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც ზო­გა­დად ვიქ­ცე­ვით ქარ­თვე­ლე­ბი სუფ­რებ­ზე, პა­ნაშ­ვი­დებ­ზე, ტაძ­რებ­ში და ბაზ­რებ­ში - ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ეკი­დათ, უბ­რა­ლოდ, მაგ­რად ერ­თო­ბოდ­ნენ...

ვერ გიყ­ვე­ბით, რა სა­ში­ნე­ლი ხორ­ხო­ცი და ხმა­უ­რი იყო, ვერ გიყ­ვე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ოფი­ცი­ან­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ვე­რაფ­რით ვერ გა­ა­გე­ბი­ნეს მთელ ამ ნა­ტიფ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ჯერ კონ­ცერ­ტი იყო და არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა, მათ­თვის ყვე­ლი და პური და ღვი­ნო მი­ერ­თმი­ათ, ვერ გიყ­ვე­ბით, რო­გორ ხმა­მაღ­ლა კნა­ო­და და "პა­რო­დი­რებ­და" ვინ­მე მთვრა­ლი მსა­ხი­ო­ბი თუ დი­ზა­ი­ნე­რი, ერთი სი­ტყვით, "არ­ტის­ტი", მა­შინ, რო­დე­საც სა­ოც­რად მღე­რო­და გო­რის ქალ­თა გუნ­დი...

სა­მარ­ცხვი­ნო იყო, რაც მე დღეს ვნა­ხე. ამ ხალ­ხს "საბა" კი არა, მარ­თლა ის ეკუთ­ვნის მე მგო­ნი, ქე რომ წინა პრე­ზი­დენ­ტი ემუქ­რე­ბო­და.

რაც არ უნდა ცუდი მუ­სი­კო­სე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით იქ, რაც არ უნდა გა­უ­გე­ბა­რი მუ­სი­კა ყო­ფი­ლი­ყო, ნუთუ ასე ძნე­ლი იყო, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მოთ­მე­ნა და ღვი­ნით მერე გა­ტყვრო­მა? ნუთუ ოდ­ნავ მა­ინც არა­ფე­რი სმე­ნი­ათ მუ­სი­კო­სის შრო­მის შე­სა­ხებ? რამ­დე­ნი ენერ­გია და ძა­ლის­ხმე­ვა, რამ­დე­ნი რე­პე­ტი­ცია და გარ­ჯა სჭირ­დე­ბა იმას, რა­საც ისი­ნი 2 ან 30 წუთ­ში ის­მე­ნენ?

მსგავ­სი რამ, ყვე­ლა­ზე მიყ­რუ­ე­ბულ სოფ­ლებ­შიც არ ხდე­ბა, ყვე­ლა­ზე უკულ­ტუ­რო და ბო­გა­ნო ადა­მი­ა­ნე­ბიც არ მო­იქ­ცე­ვი­ან ასე, რო­გორც დღეს იქ მო­იქ­ცნენ ჩვე­ნი "ნა­ღე­ბი", რჩე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტორ­ნი და მათი ჰამ­ქა­რი.

რა­ღა­ცა ძა­ლი­ან დალ­პა და ძა­ლი­ან ყარს, ამ ჩვენს კურ­თხე­ულ სა­მე­ფო­ში..

ამის ნიშ­ნად, ბო­ლოს სა­ო­ცა­რი ნეხ­ვის სუ­ნი­თაც აღივ­სო, მუხ­რან-ბა­ტონ­თა მრავ­ლის მნახ­ვე­ლი სა­სახ­ლის ეზო...

მე მა­პა­ტი­ეთ "ნე­გა­ტი­ვი".. წა­ვი­კი­თხავ ამ დი­დე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გვამ­თა ნა­წე­რებს, და მერე მეც ვის­წავ­ლი, რო­გორ უნდა და­ი­კი­დო სხვი­სი ხე­ლოვ­ნე­ბა, და ამა­ყად ატა­რო ხე­ლო­ვა­ნის სა­ხე­ლი, და პრე­მია "სა­ბაც".. სხვა პრე­მი­ე­ბიც.

P.S. რა თქმა უნდა, "საბა" ძა­ლი­ან მა­გა­რი და სა­ჭი­რო რა­მეა. ასე­თი დარ­გობ­რი­ვი პრე­მი­ე­ბი თუ კონ­კურ­სე­ბი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­სა და თი­ბი­სი ბანკს, "სა­ბას" გუნდს, რა­ტის და ყვე­ლას, მად­ლი­ე­რე­ბის მეტი არა­ფე­რი არ ეკუთ­ვნით ამ სი­კე­თი­სათ­ვის...

მაგ­რამ....".

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ის, რაც "საბას" დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი. ქართველები სერიოზულად ვართ ავად" - რამ აღაშფოთა ლოტბარი სვიმონ ჯანგულაშვილი

"ის, რაც "საბას" დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი. ქართველები სერიოზულად ვართ ავად" - რამ აღაშფოთა ლოტბარი სვიმონ ჯანგულაშვილი

გუშინ მუხრანბატონის სასახლის ეზოში, ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული 11 ავტორი გამოვლინდება. წელს ღონისძიება მუსიკალური პროგრამით "იმღერე ქართულად" დაგვირგვინდა, რომელიც ექსკლუზიურად "საბასთვის" შეიქმნა. წარმოდგენილ იქნა ქართული მუსიკალური ხელოვნების შედევრების ახალი ვერსიები და შედგა რამდენიმე ახალი სიმღერის პრემიერა. მუსიკალური პროექტის ავტორი მარინა ბერიძე, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე გახლდათ.

ლოტბარი და დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების ქცევამ აღაშფოთა. დირიჟორი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მწვავე პოსტს აქვეყნებს:

"ის, რაც მე დღეს "საბას" დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველები სერიოზულად ვართ ავად.

დაჯილდოება რომ დამთავრდა და კონცერტი დაიწყო, ასე, დაწყებულ კონცერტზე, წამოხტნენ პატივცემული და პატივნაცემი ნომინანტები, დაჯილდოებულნიც, და დაუჯილოდებელნიც და მათი მეგობარ-ახლობლები, და ხმამაღლა, გამოთქმით ულოცავდნენ ერთმანეთს, და ასე, დაწყებული კონცერტის (რომელიც მათ ეძღვნებოდა) ფონზე, ხმამაღლა, სრულიად გრუზინულ-თათქარიძისეული ხორხოცით გაემართნენ მაყურებელთათვის განკუთვნილი სკამების უკან გაშლილი ფურშეტისაკენ.

ეს პატივცემული მწერლები, პოეტები და პოეტესსები, მთარგმნელები, კრიტიკოსები, ლიტერატორები, რომლებიც დარდობენ, რომ ხალხი უკულტუროა, რადგანაც აღარ კითხულობს - მათ ბრძნულ ნააზრევს, მათ ნაწერებს, ნაწერებს, რომელიც მოწოდებულია, რომ კულტურა "გადაარჩინოს", კულტურისაკენ მოაბრუნოს ხალხი.. ხოდა, აი ეს პატივცემული ლიტერატურული მუშაკები, აბსოლუტური უკულტურობით, საშინელი ღრიანცელით, ითხოვდნენ ღვინოს, ყველსა და პურს, და სულ თავიანთ ლიტერატურაზე ეკიდათ კონცერტი, კონცერტის მონაწილე გენიალური გორის ქალთა გუნდი და სიტყვებით რომ ვერ აღწერ - ჩემი ზვიად ბოლქვაძე, საოცარი გიორგი შამანაური და ნინა სუბლატი, ჯგუფი "ნიუტონი", ოთო ნემსაძე, ქეთი ორჯონიკიძე, ანა დოიაშვილი, ფენომენალური ლიზა რამიშვილი და ჩვენი საწყალი გუნდიც.

მერე ეს, ლიტერატურული მუშაკები, რომელთაც, სულ თავიანთ ლიტერატურაზე დაიკიდეს მუსიკა, მობრუნდებიან გაკვირვებულები - რატომ ჰკიდიათ ადამიანებს ჩვენი ლიტერატურაო..

ბუნდოვნად ჩანდა ჩვენი სცენიდან, როგორ ისხდნენ ბოლომდე - რატი ამაღლობელი, თუ არ ვცდები, ზურაბ კიკნაძე, ან ადამიანი, რომელიც მას ჰგავდა, ქეთი დუმბაძე, მამუკა ხაზარაძე მეგობრებით, ეკა მამალაძე და ნანი ბრეგვაძე, რომელიც, ამ ასაკში, საკმაო სიგრილისა და ლიტერატორთა არნახული უკულტურობის მიუხედავად, ბოლომდე გულშემატკივრობდა ახალგაზრდა მუსიკოსებს... და კიდევ, ჩვენი მეგობრები. საბოლოოდ, ალბათ, სულ 20-30 ადამიანი ისხდა და უსმენდა მუსიკას.. სამაგიეროდ, უკან, ღვინოსთან და პურთან და ყველთან, იდგა და ბობოქრობდა ქართული გენია, იდგნენ და გუგუნებდნენ ქართული სიტყვის მადლიანი მსახურნი, ქართველი კალმოსნები, ერის მასწავლებელნი და აღმზრდელნი, ესთეტიკის, ეთიკისა და მუზების მსახურნი და უბირი ხალხის განმანათლებელნი - იდგნენ და ბობოქრობდნენ, ხორხოცობდნენ, ღადაობდნენ, ერთი სიტყვით, ისე იქცეოდნენ, როგორც ზოგადად ვიქცევით ქართველები სუფრებზე, პანაშვიდებზე, ტაძრებში და ბაზრებში - ყველა და ყველაფერი ეკიდათ, უბრალოდ, მაგრად ერთობოდნენ...

ვერ გიყვებით, რა საშინელი ხორხოცი და ხმაური იყო, ვერ გიყვებით შეწუხებული ოფიციანტების შესახებ, რომელთაც ვერაფრით ვერ გააგებინეს მთელ ამ ნატიფ საზოგადოებას, რომ ჯერ კონცერტი იყო და არ ჰქონდათ უფლება, მათთვის ყველი და პური და ღვინო მიერთმიათ, ვერ გიყვებით, როგორ ხმამაღლა კნაოდა და "პაროდირებდა" ვინმე მთვრალი მსახიობი თუ დიზაინერი, ერთი სიტყვით, "არტისტი", მაშინ, როდესაც საოცრად მღეროდა გორის ქალთა გუნდი...

სამარცხვინო იყო, რაც მე დღეს ვნახე. ამ ხალხს "საბა" კი არა, მართლა ის ეკუთვნის მე მგონი, ქე რომ წინა პრეზიდენტი ემუქრებოდა.

რაც არ უნდა ცუდი მუსიკოსები ვყოფილიყავით იქ, რაც არ უნდა გაუგებარი მუსიკა ყოფილიყო, ნუთუ ასე ძნელი იყო, ნახევარი საათი მოთმენა და ღვინით მერე გატყვრომა? ნუთუ ოდნავ მაინც არაფერი სმენიათ მუსიკოსის შრომის შესახებ? რამდენი ენერგია და ძალისხმევა, რამდენი რეპეტიცია და გარჯა სჭირდება იმას, რასაც ისინი 2 ან 30 წუთში ისმენენ?

მსგავსი რამ, ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც არ ხდება, ყველაზე უკულტურო და ბოგანო ადამიანებიც არ მოიქცევიან ასე, როგორც დღეს იქ მოიქცნენ ჩვენი "ნაღები", რჩეული ლიტერატორნი და მათი ჰამქარი.

რაღაცა ძალიან დალპა და ძალიან ყარს, ამ ჩვენს კურთხეულ სამეფოში..

ამის ნიშნად, ბოლოს საოცარი ნეხვის სუნითაც აღივსო, მუხრან-ბატონთა მრავლის მნახველი სასახლის ეზო...

მე მაპატიეთ "ნეგატივი".. წავიკითხავ ამ დიდებულ ლიტერატურულ გვამთა ნაწერებს, და მერე მეც ვისწავლი, როგორ უნდა დაიკიდო სხვისი ხელოვნება, და ამაყად ატარო ხელოვანის სახელი, და პრემია "საბაც".. სხვა პრემიებიც.

P.S. რა თქმა უნდა, "საბა" ძალიან მაგარი და საჭირო რამეა. ასეთი დარგობრივი პრემიები თუ კონკურსები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხელოვნებისა და კულტურის შენარჩუნება-განვითარებისათვის და მამუკა ხაზარაძესა და თიბისი ბანკს, "საბას" გუნდს, რატის და ყველას, მადლიერების მეტი არაფერი არ ეკუთვნით ამ სიკეთისათვის...

მაგრამ....".

"ამხელა წარმატებას წყალში უყრიან" - ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი, რომლის მხარდასაჭერად "ფეისბუქი" გაერთიანდა

ბოლო ზარის პერანგი ქურდული სიმბოლიკით - "ეს არის არასრულწლოვანი, რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი კრიმინალური გარჩევა დაგეგმა"

"ამ ძაღლმა ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა" - ჰასკის ემოციური ისტორია, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა