Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკლესია არ უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. ეს უსამართლობაა" - ტორესა მოსი
"ეკლესია არ უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. ეს უსამართლობაა" - ტორესა მოსი

"გირ­ჩის" წევ­რი, თე­ლავ­ში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი, ტო­რე­სა მოსი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ეკ­ლე­სი­ის და­ფი­ნან­სე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს.

"ეკ­ლე­სია არ უნდა იღებ­დეს და­ფი­ნან­სე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან. ეს უსა­მარ­თლო­ბაა. ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ჟი­მის­გან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გა­უქ­მე­ბით ზა­რა­ლი მი­ად­გა ყვე­ლა კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ყვე­ლა ადა­მი­ანს აღმსა­რებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად და ეს ზა­რა­ლი შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ჩვენ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვი­ტყვით რამ­დე­ნად შორს წა­სუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა გვექ­ნე­ბო­და დღეს, რომ არა ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სია. ამი­ტომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­გან ასე­თი ტი­პის კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნა ნიშ­ნავს უბ­რა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ისე­დაც ღა­რი­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ძარ­ცვას. ასე­ვე არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლია, რო­დე­საც მა­ღა­ლი იერ­არ­ქე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს მი­უ­თი­თე­ბენ იმ გა­ნუ­ზო­მელ ღვაწლ­ზე, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა გას­წი­ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­შე და რა­შიც მათი პი­რა­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ არ­სე­ბობს. მე­ტიც არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლია, რო­დე­საც ვი­ღაც სა­კუ­თარ ღვაწლს გაყ­ვედ­რის და სა­ნაც­ვლოდ პრი­ვი­ლე­გი­ებს გთხოვს. ქრის­ტე ამ­ბობს, რომ ეს აღა­რაა მოყ­ვა­სის­თვის გა­ღე­ბუ­ლი ღვაწ­ლი, არა­მედ ემ­სგავ­სე­ბა აღებ-მი­ცე­მო­ბას. ეს ნაკ­ლე­ბად აზი­ა­ნებს ქარ­თველ ხალ­ხს, არა­მედ გრძელ­ვა­დი­ა­ნად აზი­ა­ნებს თა­ვად ეკ­ლე­სი­ას. ან­გრევს მის სა­ფუძ­ველს და ფუნ­და­მენ­ტუ­რად აშო­რებს ეკ­ლე­სი­ას სა­კუ­თა­რი მრევ­ლის­გან.

ასე თუ გაგ­რძელ­დე­ბა მალე ეკ­ლე­სი­ის ნდო­ბა ნულს გა­უ­ტოლ­დე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ღა­რიბ ხალ­ხს მდი­და­რი მღვდე­ლი მო­ძღვრავ­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა მორ­წმუ­ნე ეკ­ლე­სი­ა­ში გლა­ხა­კებ­ზე გა­დავ­ლით შე­დი­ო­დეს და არ შე­იძ­ლე­ბა მღვდლის და მისი მრევ­ლის გა­სა­ჭი­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს. არ შე­იძ­ლე­ბა მღვდლის შე­სა­მო­სე­ლი ასო­ცირ­დე­ბო­დეს პრი­ვი­ლე­გი­ებ­თან, ფუ­ფუ­ნე­ბა­სა და სიმ­დიდ­რეს­თან, რად­გან მღვდე­ლი მო­წო­დე­ბუ­ლია, რათა იმ­სა­ხუ­როს და არა იმის­თვის, რომ ემ­სა­ხუ­რონ. ის, ვინც ამ წესს არ იცავს, მძარ­ცვე­ლია, რო­მე­ლიც ძარ­ცვავს ადა­მი­ა­ნებს სუ­ლი­ე­რა­დაც და მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც, ის, ნაც­ვლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა, იმო­ნებს ადა­მი­ა­ნებს და სწო­რედ ასე­თი მო­ძღვა­რი ჰპა­რავს ქრის­ტეს სამ­წყსოს".

იხი­ლეთ ასე­ვე: რო­გორ აღ­მოჩ­ნდა 25 მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი ბო­ბოყ­ვა­თის რე­ზი­დენ­ცია სა­პატ­რი­არ­ქოს სა­კუთ­რე­ბა­ში

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ეკლესია არ უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. ეს უსამართლობაა" - ტორესა მოსი

"ეკლესია არ უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. ეს უსამართლობაა" - ტორესა მოსი

"გირჩის" წევრი, თელავში მაჟორიტარობის კანდიდატი, ტორესა მოსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსებას აპროტესტებს.

"ეკლესია არ უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. ეს უსამართლობაა. ბოლშევიკური რეჟიმისგან, საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაუქმებით ზარალი მიადგა ყველა კონფესიის წარმომადგენლებს, ყველა ადამიანს აღმსარებლობის მიუხედავად და ეს ზარალი შეუფასებელია. ჩვენ ვერანაირად ვერ ვიტყვით რამდენად შორს წასული და განვითარებული ქვეყანა გვექნებოდა დღეს, რომ არა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია. ამიტომ დღეს საქართველოს სახელმწიფოსგან ასეთი ტიპის კომპენსაციის მოთხოვნა ნიშნავს უბრალოდ საქართველოს ისედაც ღარიბი მოქალაქეების ძარცვას. ასევე არაქრისტიანულია, როდესაც მაღალი იერარქები ქართველ ხალხს მიუთითებენ იმ განუზომელ ღვაწლზე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სასულიერო პირებმა გასწიეს ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე და რაშიც მათი პირადი მონაწილეობა არ არსებობს. მეტიც არაქრისტიანულია, როდესაც ვიღაც საკუთარ ღვაწლს გაყვედრის და სანაცვლოდ პრივილეგიებს გთხოვს. ქრისტე ამბობს, რომ ეს აღარაა მოყვასისთვის გაღებული ღვაწლი, არამედ ემსგავსება აღებ-მიცემობას. ეს ნაკლებად აზიანებს ქართველ ხალხს, არამედ გრძელვადიანად აზიანებს თავად ეკლესიას. ანგრევს მის საფუძველს და ფუნდამენტურად აშორებს ეკლესიას საკუთარი მრევლისგან.

ასე თუ გაგრძელდება მალე ეკლესიის ნდობა ნულს გაუტოლდება. არ შეიძლება ღარიბ ხალხს მდიდარი მღვდელი მოძღვრავდეს. არ შეიძლება მორწმუნე ეკლესიაში გლახაკებზე გადავლით შედიოდეს და არ შეიძლება მღვდლის და მისი მრევლის გასაჭირი განსხვავებული იყოს. არ შეიძლება მღვდლის შესამოსელი ასოცირდებოდეს პრივილეგიებთან, ფუფუნებასა და სიმდიდრესთან, რადგან მღვდელი მოწოდებულია, რათა იმსახუროს და არა იმისთვის, რომ ემსახურონ. ის, ვინც ამ წესს არ იცავს, მძარცველია, რომელიც ძარცვავს ადამიანებს სულიერადაც და მატერიალურადაც, ის, ნაცვლად გათავისუფლებისა, იმონებს ადამიანებს და სწორედ ასეთი მოძღვარი ჰპარავს ქრისტეს სამწყსოს".

იხილეთ ასევე: როგორ აღმოჩნდა 25 მილიონად შეფასებული ბობოყვათის რეზიდენცია საპატრიარქოს საკუთრებაში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს