საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანუმ ჯეირანოვას ქმარი პრეზიდენტმა შეიწყალა
ხანუმ ჯეირანოვას ქმარი პრეზიდენტმა შეიწყალა

სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში გარ­დაც­ვლი­ლი 30 წლის ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვას მე­უღ­ლე, აჯი გა­სა­ნო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შე­ი­წყა­ლა. შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ზვი­ად ქო­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აჯი გა­სა­ნო­ვის საქ­მე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას არ გა­ნუ­ხი­ლავს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა საქ­მის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, თვი­თონ მი­ი­ღო. აჯი გა­სა­ნო­ვი პა­ტიმ­რო­ბი­დან უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ის მე­უღ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის დას­ჯას კვლავ ითხოვს.

"გან­ცხა­დე­ბა იყო შე­მო­სუ­ლი შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­ბუ­თე­ბიც იყო გა­მო­თხო­ვი­ლი. კო­მი­სი­ას არ გა­ნუ­ხი­ლავს. პრე­ზი­დენ­ტმა იმ­სჯე­ლა და მი­ი­ღო შე­წყა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მას ამის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ზვი­ად ქო­რი­ძემ.

აჯი გა­სა­ნო­ვი პა­ტიმ­რო­ბა­ში 2014 წლის 15 დე­კემ­ბრი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი დას­დო მი­სი­ვე ნა­თე­სა­ვის აფ­კან გუ­სე­ი­ნო­ვის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში.

აჯი გა­სა­ნო­ვის და სხვა პირ­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, აფ­კან გუ­სე­ი­ნო­ვი ერთ-ერთი მათ­გა­ნია ოთხი მა­მა­კა­ცი­დან, რომ­ლებ­მაც 2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ხა­ნუმ ჯე­ი­რა­ნო­ვა და­ი­ჭი­რეს, ქმრის ღა­ლა­ტი და­აბ­რა­ლეს, ფეხ­საც­მე­ლი, წინ­დე­ბი გა­ხა­დეს და სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში ჩა­მო­ა­ტა­რეს, "უნა­მუ­სო­აო". თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი ქალს აგი­ნებ­დნენ და ცემ­დნენ კი­დეც.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ხანუმ ჯეირანოვას ქმარი პრეზიდენტმა შეიწყალა

ხანუმ ჯეირანოვას ქმარი პრეზიდენტმა შეიწყალა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში გარდაცვლილი 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას მეუღლე, აჯი გასანოვი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, აჯი გასანოვის საქმე შეწყალების კომისიას არ განუხილავს და გადაწყვეტილება პრეზიდენტმა საქმის შესწავლის შემდეგ, თვითონ მიიღო. აჯი გასანოვი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა. ის მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მხილებული პირების დასჯას კვლავ ითხოვს.

"განცხადება იყო შემოსული შეწყალების თაობაზე, საბუთებიც იყო გამოთხოვილი. კომისიას არ განუხილავს. პრეზიდენტმა იმსჯელა და მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება, მას ამის უფლებამოსილება აქვს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზვიად ქორიძემ.

აჯი გასანოვი პატიმრობაში 2014 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფებოდა. პროკურატურამ მას ბრალი დასდო მისივე ნათესავის აფკან გუსეინოვის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

აჯი გასანოვის და სხვა პირთა ჩვენებებით, აფკან გუსეინოვი ერთ-ერთი მათგანია ოთხი მამაკაციდან, რომლებმაც 2015 წლის სექტემბერში ხანუმ ჯეირანოვა დაიჭირეს, ქმრის ღალატი დააბრალეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელ ლამბალოში ჩამოატარეს, "უნამუსოაო". თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცები ქალს აგინებდნენ და ცემდნენ კიდეც.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა