პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ყველაფერზე მეტირებოდა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუასთან დაშორებასა და ყოფილი ქმრის ახალ რჩეულზე
"ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ყველაფერზე მეტირებოდა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუასთან დაშორებასა და ყოფილი ქმრის ახალ რჩეულზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი საქ­მე­ში თა­ვით გა­და­ეშ­ვა - გა­და­ღე­ბე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი. 37 წლის ასაკ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ქა­ლის სტა­ტუ­სი აქვს და უკან მო­ი­ტო­ვა ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი ეტა­პი. ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მა­ზე - ერეკ­ლე კო­დუ­ას­თან და­შო­რე­ბა­ზე ტე­ლე­წამ­ყვან­მა ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"რო­დე­საც ვთქვი, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, უკვე გავ­ლი­ლი მქონ­და ექ­ვსთვი­ა­ნი პე­რი­ო­დი. თა­ვი­დან არ გა­ვახ­მა­უ­რე - ჯერ ერთი, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის და და­ლა­გე­ბის იმე­დი მქონ­და, მე­ო­რეც, თა­ვად მან მთხო­ვა, ეს თემა ჯერ არ გა­მეხ­მა­უ­რე­ბი­ნა. მარ­ტი­დან აგ­ვის­ტომ­დე მე და ირაკ­ლიმ ტა­ი­მა­უ­ტი ავი­ღეთ. აგ­ვის­ტო­ში მივ­ხვდი, რომ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უკვე ხან­ძა­რი გა­ჩაღ­და. ეს იყო ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი. ბევ­რი ვცა­დე, მაგ­რამ მკვდარს ხომ არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. მე მის თხოვ­ნას მა­ინც ვას­რუ­ლებ­დი. მერე ვი­ფიქ­რე, თუ თვი­თონ აძ­ლევს თავს უფ­ლე­ბას, იცხოვ­როს უცო­ლო კა­ცი­ვით, მე რა­ტომ უნდა ვი­ცხოვ­რო ქმრი­ა­ნი ქა­ლის სტა­ტუ­სით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბით-მეთ­ქი, როცა ეს ამ­ბა­ვი ხალ­ხმა გა­ი­გო, უკვე მო­ლე­ულ-დამ­თავ­რე­ბულ-ნა­ტი­რალ-ნა­ნერ­ვი­უ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. არა­ვინ იცო­და, ორი-სამი მე­გობ­რის გარ­და. მა­მა­ჩემ­მა ჟურ­ნა­ლი­დან გა­ი­გო ეს ამ­ბა­ვი. ვუ­მა­ლავ­დი, რომ არ ენერ­ვი­უ­ლა.

მე უკვე გა­და­ტა­ნი­ლი მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი - ის პე­რი­ო­დიც, როცა თბი­ლი­სის ზღვა­ზე ლო­გი­ნი­დან ვერ ვდგე­ბო­დი. ფი­ზი­კუ­რად ვი­ყა­ვი ცუ­დად, ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტი­რე­ბო­და. თბი­ლის­ში გა­რეთ არ გავ­დი­ო­დი, გი­ჟი­ვით მარ­ტო ბუ­და­პეშ­ტში დავფრი­ნავ­დი. ჩა­ვი­დო­დი, არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და, ჩა­მო­ვი­დო­დი. მერე ისევ უკან მივ­რბო­დი. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, ზუს­ტად იმ პე­რი­ოდ­ში წა­ვი­და მა­რი­ა­მი ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად, რაც ჩემ­თვის კი­დევ ერთი დარ­ტყმა იყო. უბ­რძოლ­ვე­ლად არ დავ­ნე­ბე­ბულ­ვარ და არ ჩა­მი­ბა­რე­ბია. ისე ვიბ­რძო­ლე, ბევ­რი რომ ვერ შეძ­ლებს. ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი გავ­ხდი... 37 წლის ასაკ­ში დან­გრე­ულ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა გა­მო­მა­ფხიზ­ლა და და­მა­ნახ­ვა, რომ კი­დევ მაქვს შან­სი, რო­გორც ქალ­მა თა­ვი­დან და­ვი­წყო ცხოვ­რე­ბა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მარ­ტო ვარ, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ახა­ლი სუნ­თქვა გა­მეხ­სნა.

- დღეს რო­გო­რია თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან?

- ჩვენ სა­ერ­თოდ არ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ერ­თმა­ნე­თის მტრე­ბი ვერ გავ­ხდე­ბით, მე ჩემს ყო­ფილ მე­გობ­რებს არ ვმტრობ, რაც არ უნდა მა­წყე­ნი­ნონ და შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვან. მე სა­კუ­თარ, გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას ვცემ პა­ტივს, არას­დროს ვღა­ლა­ტობ ადა­მი­ანს, ვი­საც ჩემი მე­გო­ბა­რი ერ­ქვა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის მტრე­ბი არ ვიქ­ნე­ბით. ჩვენ არ დავ­რჩით არც მე­გობ­რე­ბად, არც ამ­ხა­ნა­გე­ბად და კარგ ნაც­ნო­ბე­ბა­დაც კი. ვა­ხერ­ხებთ იმას, რომ ძი­ძის მეშ­ვე­ო­ბით გვქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მას პერ­სო­ნა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მა­მას­თან, როცა მისი გაგ­ზავ­ნის დრო დგე­ბა ბუ­და­პეშ­ტში, ამ სა­კი­თხსაც ძი­ძის მეშ­ვე­ო­ბით ვაგ­ვა­რებთ, რაც არ უნდა ნა­წყე­ნი ვიყო, არას­დროს ჩავ­დგე­ბი ამ ორ ადა­მი­ანს შო­რის...

საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვე­ძებ­დი ყვე­ლა­ფერს მას­ზე, იმ ქალ­ზე. "ფე­ის­ბუქ­ზე" ვე­ძებ­დი ფო­ტო­ებს, შემ­თხვე­ვით სა­ა­გენ­ტო­დან გა­ვი­გე ის, რა­საც მე ვე­ძებ­დი. რო­გორ დავ­მა­ლო, რომ რო­გორც ქალს, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი იყო ვი­ზუ­ა­ლუ­რად ის ქალი. თუმ­ცა, ის არა­ფერ შუ­ა­შია. ქა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სია, ვი­ნაა შენ შემ­დეგ. არ და­გი­მა­ლავთ, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩი, რო­დე­საც მისი ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე. მას შემ­დეგ მათი ამ­ბა­ვი აღარ მო­მი­კი­თხავს, ყვე­ლა­ფე­რი წარ­სულ­ში დარ­ჩა...

თა­მუ­ნა ნი­ჟა­რა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ყველაფერზე მეტირებოდა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუასთან დაშორებასა და ყოფილი ქმრის ახალ რჩეულზე

"ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ყველაფერზე მეტირებოდა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუასთან დაშორებასა და ყოფილი ქმრის ახალ რჩეულზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქმეში თავით გადაეშვა - გადაღებები, შეხვედრები, აქტიური ცხოვრების რეჟიმი. 37 წლის ასაკში თავისუფალი ქალის სტატუსი აქვს და უკან მოიტოვა ცხოვრების რთული ეტაპი. ტაბუდადებულ თემაზე - ერეკლე კოდუასთან დაშორებაზე ტელეწამყვანმა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"როდესაც ვთქვი, რომ პირად ცხოვრებაში მქონდა პრობლემები, უკვე გავლილი მქონდა ექვსთვიანი პერიოდი. თავიდან არ გავახმაურე - ჯერ ერთი, პრობლემის მოგვარების და დალაგების იმედი მქონდა, მეორეც, თავად მან მთხოვა, ეს თემა ჯერ არ გამეხმაურებინა. მარტიდან აგვისტომდე მე და ირაკლიმ ტაიმაუტი ავიღეთ. აგვისტოში მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში უკვე ხანძარი გაჩაღდა. ეს იყო ურთულესი პერიოდი. ბევრი ვცადე, მაგრამ მკვდარს ხომ არაფერი ეშველება. მე მის თხოვნას მაინც ვასრულებდი. მერე ვიფიქრე, თუ თვითონ აძლევს თავს უფლებას, იცხოვროს უცოლო კაცივით, მე რატომ უნდა ვიცხოვრო ქმრიანი ქალის სტატუსით და პასუხისმგებლობებით-მეთქი, როცა ეს ამბავი ხალხმა გაიგო, უკვე მოლეულ-დამთავრებულ-ნატირალ-ნანერვიულებელი ვიყავი. არავინ იცოდა, ორი-სამი მეგობრის გარდა. მამაჩემმა ჟურნალიდან გაიგო ეს ამბავი. ვუმალავდი, რომ არ ენერვიულა.

მე უკვე გადატანილი მქონდა ყველაფერი - ის პერიოდიც, როცა თბილისის ზღვაზე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ფიზიკურად ვიყავი ცუდად, ყველაფერზე მეტირებოდა. თბილისში გარეთ არ გავდიოდი, გიჟივით მარტო ბუდაპეშტში დავფრინავდი. ჩავიდოდი, არაფერი გამოვიდოდა, ჩამოვიდოდი. მერე ისევ უკან მივრბოდი. ყველაფერი გავაკეთე ამ ურთიერთობის გადასარჩენად, ზუსტად იმ პერიოდში წავიდა მარიამი ამერიკაში სასწავლებლად, რაც ჩემთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო. უბრძოლველად არ დავნებებულვარ და არ ჩამიბარებია. ისე ვიბრძოლე, ბევრი რომ ვერ შეძლებს. ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივი, რიგითი ჯარისკაცი გავხდი... 37 წლის ასაკში დანგრეულმა ურთიერთობებმა გამომაფხიზლა და დამანახვა, რომ კიდევ მაქვს შანსი, როგორც ქალმა თავიდან დავიწყო ცხოვრება. იმის მიუხედავად, რომ მარტო ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალი სუნთქვა გამეხსნა.

- დღეს როგორია თქვენი ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან?

- ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ურთიერთობა. ერთმანეთის მტრები ვერ გავხდებით, მე ჩემს ყოფილ მეგობრებს არ ვმტრობ, რაც არ უნდა მაწყენინონ და შეცდომები დაუშვან. მე საკუთარ, განვლილ ცხოვრებას ვცემ პატივს, არასდროს ვღალატობ ადამიანს, ვისაც ჩემი მეგობარი ერქვა. შესაბამისად, ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვიქნებით. ჩვენ არ დავრჩით არც მეგობრებად, არც ამხანაგებად და კარგ ნაცნობებადაც კი. ვახერხებთ იმას, რომ ძიძის მეშვეობით გვქონდეს ურთიერთობა საბასთან დაკავშირებით. მას პერსონალური ურთიერთობა აქვს მამასთან, როცა მისი გაგზავნის დრო დგება ბუდაპეშტში, ამ საკითხსაც ძიძის მეშვეობით ვაგვარებთ, რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო, არასდროს ჩავდგები ამ ორ ადამიანს შორის...

საკმაოდ დიდხანს ვეძებდი ყველაფერს მასზე, იმ ქალზე. "ფეისბუქზე" ვეძებდი ფოტოებს, შემთხვევით სააგენტოდან გავიგე ის, რასაც მე ვეძებდი. როგორ დავმალო, რომ როგორც ქალს, მაინტერესებდა, როგორი იყო ვიზუალურად ის ქალი. თუმცა, ის არაფერ შუაშია. ქალური ინტერესია, ვინაა შენ შემდეგ. არ დაგიმალავთ, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, როდესაც მისი ფოტოები ვნახე. მას შემდეგ მათი ამბავი აღარ მომიკითხავს, ყველაფერი წარსულში დარჩა...

თამუნა ნიჟარაძე

ჟურნალი "თბილისელები"

"ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი" - რას ჰყვებიან მიშა ანდღულაძის დედა და ძმა იუმორისტის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

"მორჩა...შუაღამისას მაფინების ჭამა დასრულდა“ - შიშველი უილ სმიტი უჩვეულო ფორმაში და გაკვირვებული გულშემატკივრები

"მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია" - რას ყვება თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლესთან დაშორებასა და შერიგებაზე?