საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა ბურჭულაძე - უბრალოდ ნიკა გვარამიას დაწყნარება და დამშვიდება მინდოდა
პაატა ბურჭულაძე - უბრალოდ ნიკა გვარამიას დაწყნარება და დამშვიდება მინდოდა

უბ­რა­ლოდ ნიკა გვა­რა­მი­ას და­წყნა­რე­ბა და დამ­შვი­დე­ბა მინ­დო­და, - ასე პა­სუ­ხობს მოძ­რა­ო­ბა "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" ლი­დე­რი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" შე­კი­თხვას "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შე­სა­ხებ.

"თუ ადა­მი­ანს ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ვე­სა­უბ­რე­ბი, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ მას­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ვარ, ან მის წი­ნა­შე თავს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ. უბ­რა­ლოდ მისი და­წყნა­რე­ბა და დამ­შვი­დე­ბა მინ­დო­და. გვა­რა­მი­ას დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, "რუს­თა­ვი 2" ფონდ "იავ­ნა­ნას" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, ნი­კა­საც ამ ფონ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის - ასე რომ, ძა­ლი­ან აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო, მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად გა­მერ­კვია. ის ნამ­დვი­ლად არ მო­ე­ლო­და, რომ ჩვე­ნი გუნ­დი­დან ვინ­მეს მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ჩა­ნა­წე­რი ისე იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რომ მთავ­რო­ბის რი­ტო­რი­კას -ერთი-ერ­თში იმე­ო­რებს, ამი­ტომ პარ­ტი­ის ლი­დე­რი გა­მო­რი­ცხავს, რომ აუ­დიო-ჩა­ნა­წე­რი ნიკა გვა­რა­მი­ას გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად ხში­რი კონ­ტაქ­ტი აქვს ნიკა გვა­რა­მი­ას­თან, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ "იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მშვი­დად ესა­უბ­რე­ბა".

"ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან თქვე­ნო­ბით ვსა­უბ­რობთ, უბ­რა­ლოდ თა­ვა­დაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან ნი­კას­გან მსგავ­სი აღ­შფო­თე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გი არ მო­მის­მე­ნია", - აღ­ნიშ­ნა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნიკა გვა­რა­მი­სა და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

პაატა ბურჭულაძე - უბრალოდ ნიკა გვარამიას დაწყნარება და დამშვიდება მინდოდა

პაატა ბურჭულაძე - უბრალოდ ნიკა გვარამიას დაწყნარება და დამშვიდება მინდოდა

უბრალოდ ნიკა გვარამიას დაწყნარება და დამშვიდება მინდოდა, - ასე პასუხობს მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე გაზეთ "კვირის პალიტრის" შეკითხვას "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან სატელეფონო საუბრის შესახებ.

"თუ ადამიანს ზრდილობიანად ვესაუბრები, სულაც არ ნიშნავს, რომ მასზე დაქვემდებარებული ვარ, ან მის წინაშე თავს ანგარიშვალდებულად მივიჩნევ. უბრალოდ მისი დაწყნარება და დამშვიდება მინდოდა. გვარამიას დიდი ხანია ვიცნობ, "რუსთავი 2" ფონდ "იავნანას" წლების განმავლობაში ეხმარებოდა, ნიკასაც ამ ფონდის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის - ასე რომ, ძალიან აღშფოთებული იყო, მინდოდა, ყველაფერი დეტალურად გამერკვია. ის ნამდვილად არ მოელოდა, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმეს მსგავსი განცხადების გაკეთება შეეძლო", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ჩანაწერი ისე იყო დამონტაჟებული, რომ მთავრობის რიტორიკას -ერთი-ერთში იმეორებს, ამიტომ პარტიის ლიდერი გამორიცხავს, რომ აუდიო-ჩანაწერი ნიკა გვარამიას გამოექვეყნებინა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირი კონტაქტი აქვს ნიკა გვარამიასთან, პაატა ბურჭულაძე პასუხობს, რომ "იშვიათად, მაგრამ ყოველთვის მშვიდად ესაუბრება".

"ყურადღება მიაქციეთ, ჩვენ ერთმანეთთან თქვენობით ვსაუბრობთ, უბრალოდ თავადაც გაკვირვებული ვიყავი, რადგან ნიკასგან მსგავსი აღშფოთებული დიალოგი არ მომისმენია", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამისა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."