ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. გაფიცულები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დაცული არ არის უსაფრთხოების ზომები. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
სოფელ ზვარეში „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით, ჩინური რკინიგზის 23-ე ბიურო წყვილლიანდაგიანი სარკინიგზო ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობას აწარმოებს.