პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს სიელმეს და როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა
რა იწვევს სიელმეს და როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა

სი­ელ­მე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა მხო­ლოდ მხედ­ვე­ლო­ბის პა­თო­ლო­გი­ად - ის ვნებს გა­რეგ­ნო­ბა­საც, ამი­ტომ მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია სი­ელ­მის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც გვე­სა­უბ­რე­ბა თბი­ლი­სის ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი ოფ­თალ­მო­ლო­გი სა­ლო­მე ახვლე­დი­ა­ნი.

- ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, რა არის სი­ელ­მე სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით?

- თვა­ლის კაკ­ლის ნორ­მა­ლუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა გუ­ლის­ხმობს შო­რე­უ­ლი ობი­ექ­ტის ფიქ­სა­ცი­ი­სას მხედ­ვე­ლო­ბი­თი ღერ­ძე­ბის პა­რა­ლე­ლურ მდე­ბა­რე­ო­ბას, ხოლო ახ­ლომ­დე­ბა­რე ობი­ექ­ტის ფიქ­სა­ცი­ი­სას - მათ გა­დაკ­ვე­თას. სი­ელ­მე თვა­ლის კაკ­ლის მხედ­ვე­ლო­ბი­თი ღერ­ძის ნორ­მი­დან გა­დახ­რაა. სი­ელ­მე არ არის მხო­ლოდ ეს­თე­ტი­კუ­რი სტიგ­მა. ის თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბის შე­უქ­ცე­ვად დარ­ღვე­ვას იწ­ვევს.

- რა იწ­ვევს თა­ვად სი­ელ­მეს?

- სი­ელ­მის გან­ვით­რე­ბა­ში ბრა­ლი მი­უ­ძღვის არა­ერთ ფაქ­ტორს. მათ­გან უპი­რა­ტე­სია:

გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი - სტრა­ბიზ­მის მქო­ნე ბავ­შვე­ბის 60%-ს აქვს დატ­ვირ­თუ­ლი ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზი;

არა­კო­რე­გი­რე­ბუ­ლი რეფ­რაქ­ცი­უ­ლი ანო­მა­ლი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ჰი­პერ­მეტ­რო­პია (შორ­სმხედ­ვე­ლო­ბა), ფუ­ზი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა - ანი­ზო­მეტ­რო­პია, ანი­ზო­კო­ნია;

მხედ­ვე­ლო­ბის ცალ­მხრი­ვი და­ზი­ა­ნე­ბა თვა­ლის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დროს - თან­და­ყო­ლი­ლი კა­ტა­რაქ­ტა, გამჭვირ­ვა­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბით მიმ­დი­ნა­რე რქო­ვა­ნას და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მი­ო­პია, ცვლი­ლე­ბე­ბი მა­კუ­ლურ არე­ში, დღე­ნაკ­ლულ ბავ­შვთა რე­ტი­ნო­პა­თია და სხვა;

დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბა, ას­ფიქ­სია, ქალა-ტვი­ნის ტრავ­მა, ენ­ცე­ფა­ლი­ტი.

- რო­გორ ვლინ­დე­ბა სი­ელ­მე?

- ყო­ველ­გვა­რი ტი­პის სი­ელ­მის ძი­რი­თა­დი კლი­ნი­კუ­რი ნი­შა­ნია თვა­ლის გა­დახ­რა მხედ­ვე­ლო­ბი­თი ღერ­ძი­დან. გა­დახ­რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მუდ­მი­ვიც და გარ­და­მა­ვა­ლიც. ამ დროს პა­ცი­ენ­ტი შე­იძ­ლე­ბა უჩი­ო­დეს მხედ­ვე­ლო­ბის გა­ო­რე­ბას, თა­ვის ტკი­ვილს, ბი­ნო­კუ­ლა­რუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბის მოშ­ლას.

- სი­ელ­მის რამ­დე­ნი ფორ­მა არ­სე­ბობს?

- სი­ელ­მის ტი­პე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ნიშ­ნით:

მხედ­ვე­ლო­ბი­თი ღერ­ძი­დან გა­დახ­რის მუდ­მი­ვო­ბის მი­ხედ­ვით გა­ნას­ხვა­ვე­ბენ ორ ძი­რი­თად ტიპს - ჰე­ტე­როტ­რო­პი­ას და ჰე­ტერ­ო­ფო­რი­ას, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ - გა­მო­ხა­ტულ სი­ელ­მეს და ფა­რულ სილ­მეს.

გა­დახ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით - გა­რე­თა, შიგ­ნი­თა, ზე­მო­თა, ქვე­მო­თა სი­ელ­მეს, აგ­რეთ­ვე ციკ­ლოტ­რო­პი­ას.

გა­მო­ხა­ტუ­ლი ანუ მუდ­მი­ვი სი­ელ­მე, თა­ვის მხრივ, შე­უღ­ლე­ბულ და პა­რა­ლი­ზურ ფორ­მე­ბად იყო­ფა. შე­უღ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა უმ­თავ­რე­სად გვხვდე­ბა ახალ­შო­ბი­ლებ­სა და ბავ­შვებ­თან, პა­რა­ლი­ზუ­რი - უმ­თავ­რე­სად ზრდას­რუ­ლებ­თან. პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს ერთ ან ორი­ვე თვალს. ცალ­კე გა­მო­ყო­ფენ ფსევ­დო­სი­ელ­მეს, რო­მე­ლიც სა­ხის ანა­ტო­მი­ურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს (მა­გა­ლი­თად, ცხვი­რის

ფარ­თო ზურ­გი ან/და ეპი­კან­თუ­სი).

- რა ასაკ­ში იჩენს თავს სი­ელ­მე?

- ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში. მა­გა­ლი­თად, შე­უღ­ლე­ბუ­ლი სი­ელ­მე შე­სამ­ჩნე­ვი ხდე­ბა 6 წლამ­დე, ათი­დან 7 შემ­თხვე­ვა­ში - 2 წლამ­დეც კი, ხოლო პა­რა­ლი­ზურ­მა ფორ­მამ შე­საძ­ლოა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში იჩი­ნოს თავი.

- თუ სი­ელ­მე შე­ვამ­ჩნი­ეთ, რო­დის უნდა ვაჩ­ვე­ნოთ ბავ­შვი ექიმ ოფ­თალ­მო­ლოგს?

- და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. მხო­ლოდ ოფ­თალ­მო­ლოგს შე­უძ­ლია და­ად­გი­ნოს სი­ელ­მის ტიპი და და­აკ­ვირ­დეს დარ­ღვე­ვის დი­ნა­მი­კას, რის მი­ხედ­ვი­თაც შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბის ტაქ­ტი­კას შე­არ­ჩევს. მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, დრო­უ­ლად მი­ვიყ­ვანთ თუ არა ბავ­შვს ექიმ­თან, დრო­უ­ლად და­ი­წყე­ბა თუ არა მკურ­ნა­ლო­ბა და ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლებს თუ არა მშო­ბე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბას.

- რო­გორ სვა­მენ დი­აგ­ნოზს?

- ტარ­დე­ბა სრუ­ლი ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა ციკ­ლოპ­ლე­გი­ით და ციკ­ლოპ­ლე­გი­ის გა­რე­შე, მოწ­მდე­ბა კუნ­თე­ბის ბა­ლან­სი, ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ტეს­ტი. მდგო­მა­რე­ო­ბი­სა­მებრ, მკურ­ნა­ლო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თონ სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც - ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ნევ­რო­პა­თო­ლო­გი...

- რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ვარ­ჯი­შე­ბი სი­ელ­მის დროს?

- ვარ­ჯი­შე­ბი ეფექ­ტუ­რია, მაგ­რამ მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც და­ვად­გენთ სი­ელ­მის მი­ზეზს და გა­ვა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. ვარ­ჯი­შე­ბის სპე­ცი­ა­ლურ კომ­პლექსს, ინ­ტენ­სი­ვო­ბა­სა და ჯე­რა­დო­ბას ექი­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არ­ჩევს.

- რო­გორ მკურ­ნა­ლო­ბენ სი­ელ­მეს? რო­დის და­ის­მის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხი?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ვნიშ­ნავთ სათ­ვა­ლეს, თვა­ლის ახ­ვე­ვას, ვარ­ჯი­შებს, ვა­ტა­რებთ პირ­ვე­ლა­დი ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი და ზო­გა­დი სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას. თუ ყვე­ლა­ფე­რი ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა, მივ­მარ­თავთ მკურ­ნა­ლო­ბის ქი­რურ­გი­ულ მე­თოდს.

სი­ელ­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­სა და კო­რექ­ცი­ის მე­თო­დებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა აკა­დე­მი­კოს ო. ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თვა­ლის კლი­ნი­კა "ოპ­ტი­მე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის მრა­ვა­ლე­ნო­ვა­ნი გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნის, მხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს და­ა­ვა­დე­ბა­თა დი­ფე­რენ­ცი­ა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე ალექ­სი­ძე:

- რას წარ­მო­ად­გენს სი­ელ­მე და რო­დის ვლინ­დე­ბა ის?

- სი­ელ­მე არის თვა­ლის გა­რე­თა მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი კუნ­თე­ბის დის­ჰარ­მო­ნია ანუ ჰარ­მო­ნი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის დის­ბა­ლან­სი, რო­დე­საც თვა­ლის კაკ­ლე­ბი ვერ ას­რუ­ლე­ბენ სინ­ქრო­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ფუნ­ქცი­ას. ეს შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია არა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, არა­მედ მათი მშობ­ლე­ბის­თვი­საც. როცა სი­ელ­მე ად­რე­ულ ასაკ­ში ვლინ­დე­ბა, სა­ჭი­როა მისი დრო­უ­ლი კო­რექ­ცია. არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეს კოს­მე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტია, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ სი­ელ­მემ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს მხედ­ვე­ლო­ბის მკვეთ­რი დარ­ღვე­ვა - ამ­ბლი­ო­პია, რაც, თა­ვის მხრივ, შე­საძ­ლოა მხედ­ვე­ლო­ბი­თი ინ­ვა­ლი­დო­ბის მი­ზე­ზა­დაც კი იქ­ცეს. არ­სე­ბობს თან­და­ყო­ლი­ლი და შე­ძე­ნი­ლი სი­ელ­მე. თან­და­ყო­ლი­ლი სი­ელ­მე ყო­ველ­თვის და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე არ ვლინ­დე­ბა - ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე თვის ან წლის შემ­დე­გაც კი იჩენს თავს. გა­ნას­ხვა­ვე­ბენ აგ­რეთ­ვე შე­უღ­ლე­ბულ (შერ­წყმულ) და პა­რა­ლი­ზურ სი­ელ­მეს. პა­რა­ლი­ზუ­რია სი­ელ­მე, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ერთ-ერთი თვა­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი კუნ­თის პა­რე­ზით ანუ და­ზი­ა­ნე­ბით. ეს პა­რა­ლი­ზუ­რი სი­ელ­მეც, თა­ვის მხრივ, შე­საძ­ლოა იყოს თან­და­ყო­ლი­ლი ან შე­ძე­ნი­ლი. შე­ძე­ნი­ლი სი­ელ­მის გან­ვი­თა­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ის უმე­ტე­სად პა­რა­ლი­ზუ­რია და ხან­ში შე­სულ ადა­მი­ა­ნებ­ში უმე­ტე­სად დი­ა­ბე­ტი იწ­ვევს. ასეთ დროს მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა ძალ­ზე თა­ვი­სე­ბუ­რია. ამის თა­ო­ბა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე კი აღ­ვნიშ­ნავ, რომ ბავ­შვთა ასაკ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, თვა­ლის პა­თო­ლო­გი­ა­თა და მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს შე­უღ­ლე­ბუ­ლი (შერ­წყმუ­ლი) სი­ელ­მე. ის ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო­ებს დრო­ულ კო­რექ­ცი­ას.

- ბრძა­ნეთ, რომ პა­რა­ლი­ზუ­რი სი­ელ­მის მი­ზე­ზი უმე­ტე­სად დი­ა­ბე­ტია. დი­ა­ბე­ტის მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ ჩვენს ჟურ­ნალ­ში არა­ერ­თხელ და­ბეჭ­დი­ლა. იქ­ნებ გა­ნუ­მარ­ტოთ მკი­თხველს, რა მე­ქა­ნიზ­მით გა­ნა­პი­რო­ბებს დი­ა­ბე­ტი სი­ელ­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დი­ა­ბე­ტის ერთ-ერთი გარ­თუ­ლე­ბაა მიკ­რო­ან­გი­ო­პა­თია - წვრი­ლი სა­ნა­თუ­რის მქო­ნე სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. ეს პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი ვი­თარ­დე­ბა ყველ­გან, სა­დაც კი წვრი­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი გა­დის, მათ შო­რის - ტვინ­შიც, კერ­ძოდ, ტვი­ნის იმ უბ­ნებ­ში, სა­დაც თვა­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ნერ­ვე­ბის ბირ­თვე­ბი მდე­ბა­რე­ობს. სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლის გამო და­სა­ხე­ლე­ბულ ნერვთა ბირ­თვე­ბი ზი­ან­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც ვი­ღებთ თვა­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი კუნ­თე­ბის პა­რეზს ანუ დამ­ბლას. ასეთ დროს უმე­ტე­სად გამ­ზიდ­ვე­ლი ნერ­ვი ზი­ან­დე­ბა და თვა­ლის კა­კა­ლი კარ­გავს უნარს, გა­და­ი­ხა­როს გა­რეთ, სა­ფეთ­ქლის­კენ; თვა­ლის კა­კა­ლი შიგ­ნით არის გა­დახ­რი­ლი, რად­გან ჭარ­ბობს

იმ კუნ­თის ტო­ნუ­სი, რო­მე­ლიც მას შიგ­ნით გა­დახ­რას აი­ძუ­ლებს. დი­ა­ბე­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­რა­ლი­ზუ­რი სი­ელ­მის დროს მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა ასე­თია: ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან შე­თან­ხმე­ბით ვნიშ­ნავთ სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გა­მა­უმ­ჯო­ბე­სე­ბელ პრე­პა­რა­ტებს და ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა თვა­ლის კაკ­ლის გას­წო­რე­ბის ტენ­დენ­ცია. თუ ეს ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, დიპ­ლო­პია ანუ მხედ­ვე­ლო­ბის გა­ო­რე­ბა სუს­ტად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, ვაგ­რძე­ლებთ მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას. მით უფრო, რომ დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გამო აქ­ტი­უ­რი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის­გან ხში­რად თავს იკა­ვე­ბენ. ისიც უნდა ით­ქვას, რომ პა­რა­ლი­ზუ­რი სი­ელ­მის გას­წო­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, არა ქი­რურ­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, - დღეს კუნ­თებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი­კა არ­სე­ბობს, - არა­მედ პა­თო­ლო­გი­ის წმინ­და ეტი­ო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ­რი­გად, თუ დიპ­ლო­პია მკვეთ­რად არ არის გა­მო­ხა­ტუ­ლი და ასა­ტა­ნია, დი­ა­ბე­ტი­ან პა­ცი­ენ­ტებს უგ­რძელ­დე­ბათ მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ თუ არა­ვი­თა­რი ძვრა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, თვა­ლის კა­კა­ლი ისევ ისეა გა­დახ­რი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, დიპ­ლო­პია ანუ გა­ო­რე­ბა ძალ­ზე შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, და­ის­მის სი­ელ­მის ქი­რურ­გი­უ­ლი კო­რექ­ცი­ის სა­კი­თხი. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, სი­ელ­მის დროს ხში­რად გა­მო­ხა­ტუ­ლია დიპ­ლო­პია - მხედ­ვე­ლო­ბის გა­ო­რე­ბა. ეს არის პა­თო­ლო­გია, რომ­ლის დრო­საც გან­სა­ხილ­ვე­ლი ობი­ექ­ტი გა­ო­რე­ბუ­ლი ჩანს. ის მე­ტის­მე­ტად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, ძლი­ერ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს. ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, და­ი­ფა­როს ის თვა­ლი, რო­მე­ლიც გა­დახ­რი­ლი აქვს, ანუ მო­ნო­კუ­ლა­რულ - ცალი თვა­ლით - მხედ­ვე­ლო­ბა­ზე გა­და­ვი­დეს. სწო­რედ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კო­რე­გი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით არა­ვი­თა­რი ეფექ­ტი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ინიშ­ნე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა.

- სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლის შე­დე­გად სი­ელ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი გა­სა­გე­ბია. კი­დევ რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ეს პა­თო­ლო­გია?

- სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო, სა­წარ­მოო ან სპორ­ტულ­მა ტრავ­მამ. მე მყავ­და ერთი პა­ცი­ენ­ტი, ცნო­ბი­ლი მოკ­რი­ვე, რო­მელ­საც ერთ-ერთი ბრძო­ლის დროს თვალ­ბუ­დის არე­ში მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის შე­დე­გად სი­ელ­მე გა­ნუ­ვი­თარ­და. სა­ხელ­დობრ, მუშ­ტის დარ­ტყმის შე­დე­გად ჭაღი და­უ­ზი­ან­და. ჭაღი თვალ­ბუ­დის ზედა ნა­წილ­ში ძვლო­ვა­ნი ზე­და­პი­რი­დან წინ წა­მო­წე­უ­ლი ნა­წი­ლია. მას­ში ზედა ირი­ბი კუნ­თის მყე­სი გა­დის. ჭა­ღის და­ზი­ა­ნე­ბის გამო მყე­სი გა­წყდა, ამან კი სი­ელ­მე გა­მო­იწ­ვია. უნდა ით­ქვას, რომ ტრავ­მის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­ელ­მე ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად შე­სამ­ჩნე­ვი არ არის, რამ­დე­ნა­დაც შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია. ამა­შიც დიპ­ლო­პი­ას მი­უ­ძღვის ბრა­ლი. ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლია, თავი იძუ­ლე­ბით ეკა­ვოს ისეთ პო­ზა­ში, რო­მელ­შიც დიპ­ლო­პია არ ვლინ­დე­ბა, ეს კი დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის, იწ­ვევს კის­რის ტკი­ვილს, და­ჭი­მუ­ლო­ბას... არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მახ­ვილ სა­განს ჩა­მო­ე­გე­ბა და თვა­ლი უზი­ან­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, მყავ­და ერთი პა­ცი­ენ­ტი, ბავ­შვი, რო­მელ­საც სი­მინ­დის ტარო შე­უ­ვარ­და თვალ­ში და გა­რე­თა სწო­რი კუნ­თი და­უ­ზი­ა­ნა. მე­ო­რე პა­ცი­ენტს თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის დროს თვალ­ში თხი­ლა­მუ­რის ჯოხი მოხ­ვდა და თვა­ლის კა­კალ­მა ძლი­ე­რი რო­ტა­ცია გა­ნი­ცა­და (მობ­რუნ­და). სა­ზო­გა­დოდ, თვა­ლის ნერვს ორ­ბი­ტა­ში შ-ის ფორ­მა აქვს, რათა თვა­ლის კაკ­ლის ტრი­ა­ლი­სას არ და­ი­ჭი­მოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ტრავ­მა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვი მო­წყდა და მხედ­ვე­ლო­ბა სა­ერ­თოდ და­კარ­გა. ასე­თი თვა­ლი, რო­გორც წესი, გა­რეთ გა­და­იხ­რე­ბა. ეს მხედ­ვე­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ელ­მეა. რაც უფრო ად­რე­ულ ასაკ­ში მი­ი­ღებს ადა­მი­ა­ნი ასეთ ტრავ­მას, მით უფრო ადრე უვი­თარ­დე­ბა სი­ელ­მე. ხან­ში შე­სულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვი­სა, თვა­ლის გა­დახ­რა იშ­ვი­ა­თია. მა­გა­ლი­თად, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გლა­უ­კო­მის გამო ადა­მი­ა­ნი ცალ თვალ­ში მხედ­ვე­ლო­ბას კარ­გავს, მაგ­რამ თვა­ლის კა­კა­ლი გა­დახ­რას არ გა­ნიც­დის. ალ­ბათ იცით პა­თო­ლო­გია კა­ტა­რაქ­ტა, იგი­ვე ბრო­ლის შემღვრე­ვა - ამ დროს თვა­ლი გა­და­იხ­რე­ბა, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვი­სა და მხედ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ სი­ელ­მეც სწორ­დე­ბა.

- თან­და­ყო­ლი­ლი სი­ელ­მის მი­ზე­ზებ­ზე რას გვე­ტყვით? და­ბა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ ვლინ­დე­ბა ის უმე­ტე­სად?

- თან­და­ყო­ლი­ლი სი­ელ­მე მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ეტი­ო­ლო­გი­ას - მულ­ტი­ფაქ­ტო­რუ­ლია, ანუ მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი ას­რუ­ლებს ამა თუ იმ როლს: რო­გორ ჩა­ი­ა­რა მშო­ბი­ა­რო­ბამ, იყო თუ არა ჭიპ­ლა­რის შე­მოხ­ვე­ვა და სხვა. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ტე­რა­ტო­გე­ნუ­ლი ფაქ­ტო­რი, რომ­ლე­ბიც ჩა­სახ­ვი­დან სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­ლე­ნას ახ­დენს მხედ­ვე­ლო­ბის ანა­ლი­ზა­ტო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე და შე­საძ­ლოა, სი­ელ­მეს მის­ცეს და­სა­ბა­მი. ამ ფაქ­ტორ­თა გავ­ლე­ნით თვა­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ნერ­ვე­ბის ბირ­თვე­ბის არე­ში ირ­ღვე­ვა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა, ვი­თარ­დე­ბა იშე­მია, ხდე­ბა სის­ხლჩაქ­ცე­ვა, რის გა­მოც შე­სა­ბა­მი­სი კუნ­თე­ბი ფუნ­ქცი­ას კარ­გავს. შე­საძ­ლოა, სი­ელ­მის მი­ზე­ზი იყოს ბირ­თვე­ბის აპ­ლა­ზია ანუ გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბა და სხვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ არ მოხ­და პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა, უკუ­გან­ვი­თა­რე­ბა, სა­კუთ­რივ ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბუ­ლი აღ­დგე­ნი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და ჩარ­თვა, მი­უ­ხე­და­ვად თა­ნა­მედ­რო­ვე ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა და ქი­რურ­გი­ულ მე­თო­დი­კა­თა დიდი არ­სე­ნა­ლი­სა, თან­და­ყო­ლი­ლი სი­ელ­მის მრა­ვა­ლი ფორ­მის კო­რექ­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლია.

- რას ნიშ­ნავს შე­უღ­ლე­ბუ­ლი სი­ელ­მე? რით გან­სხვავ­დე­ბა ის სხვა ფორ­მე­ბის­გან?

- შე­უღ­ლე­ბუ­ლი სი­ელ­მე ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა. ის სამი წლის ასა­კი­დან ვლინ­დე­ბა. გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბი­ნო­კუ­ლა­რუ­ლი (ორი თვა­ლით) მხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ის მოშ­ლით. ახა­სი­ა­თებს თვა­ლის კაკ­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის შე­უ­ზღუ­და­ო­ბა, გა­დახ­რის პირ­ვე­ლა­დი და მე­ო­რე­უ­ლი კუ­თხე­ე­ბის ტო­ლო­ბა და დიპ­ლო­პი­ის არარ­სე­ბო­ბა. ხში­რია ალ­ტერ­ნა­ცი­უ­ლი ფორ­მა ანუ ორ­მხრი­ვი სი­ელ­მე, რომ­ლის დრო­საც შე­ი­ნიშ­ნე­ბა თვა­ლე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბი­თი გა­დახ­რა - იმის შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლი თვა­ლია მო­ცე­მულ მო­მენ­ტში ობი­ექ­ტის მა­ფიქ­სი­რე­ბე­ლი. უფრო მარ­ტი­ვად რომ გან­ვუ­მარ­ტოთ მკი­თხველს, ამ დროს ხან ერთი თვა­ლია გა­დახ­რი­ლი, ხან მე­ო­რე. რო­დე­საც ასე­თი ბავ­შვი მოჰ­ყავთ, აუ­ცი­ლებ­ლად გულ­დას­მით უნდა გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ თვა­ლის რეფ­რაქ­ცია - სი­ნათ­ლის სხი­ვე­ბის გარ­და­ტე­ხის უნა­რი, გა­ვარ­კვი­ოთ, ხომ არ სჭირ­დე­ბა ბავ­შვს სათ­ვა­ლე, რად­გან სი­ელ­მე ხში­რად შორ­სმხედ­ვე­ლო­ბას­თან ან ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, თვა­ლის გა­რეთ გა­დახ­რა ხში­რად ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბას ანუ მი­ო­პი­ას უკავ­შირ­დე­ბა (ასეთ დროს სა­უბ­რო­ბენ ეგ­ზოტ­რო­პი­ა­ზე), შიგ­ნი­თა სი­ელ­მე კი შორ­სმხედ­ვე­ლო­ბას­თან არის შე­უღ­ლე­ბუ­ლი (ეს ეზოტ­რო­პი­აა). თვა­ლის რეფ­რაქ­ცი­ის გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ პა­ცი­ნეტს სათ­ვა­ლე უნდა და­ე­ნიშ­ნოს. თუ სათ­ვა­ლის ხმა­რე­ბი­სას თვა­ლი გას­წორ­და (ხში­რად ასეც ხდე­ბა), უმ­ჯო­ბე­სია, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის­გან თავი შე­ვი­კა­ვოთ, მაგ­რამ თუ უკე­თე­სო­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, უნდა ჩა­ტარ­დეს ოპე­რა­ცია. ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­სურ­ვე­ლია სკო­ლამ­დელ ასაკ­ში, არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ სი­ელ­მე რო­გორც კოს­მე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტი სტრე­სო­გე­ნუ­ლი ფაქ­ტო­რია და სკო­ლა­ში წას­ვლის შემ­დეგ ის შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნით, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღვე­ვა შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტად გარ­თულ­დეს.

- რაში მდგო­მა­რე­ობს ოპე­რა­ცი­ის არსი? რო­გო­რია ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის ტაქ­ტი­კა სი­ელ­მის დროს?

- მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ, თუ სი­ელ­მის დროს თვა­ლის კა­კა­ლი გა­დახ­რი­ლია შიგ­ნით, ის გა­რეთ უნდა მოვ­ზი­დოთ და პი­რი­ქით. იმის­თვის, რომ თვა­ლის კა­კა­ლი გა­რეთ მოვ­ზი­დოთ, მისი გა­რეთ გამ­ზიდ­ვე­ლი კუნ­თი უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ან, პი­რი­ქით, შიგ­ნით მიმ­ზიდ­ვე­ლი კუნ­თი შე­ვა­სუს­ტოთ. ამის­თვის არ­სე­ბობს რე­ცე­სია - სი­ელ­მის სა­კო­რექ­ციო ერთ-ერთი ოპე­რა­ცია, რომ­ლის დრო­საც თვა­ლის ერთ-ერთი გა­რე­თა კუნ­თის სკლე­რა­ზე მი­მაგ­რე­ბის ად­გილს უკან გა­დავ­წევთ ამ კუნ­თის ფუნ­ქცი­ის შე­სა­სუს­ტებ­ლად. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტარ­დე­ბა რე­ზექ­ცია - სი­ელ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს თვა­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი რო­მე­ლი­მე კუნ­თის ფუნ­ქცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას ამ კუნ­თის ნა­წი­ლის ამოკ­ვე­თის (რე­ზექ­ცი­ის) გზით.

ლალი ჩხიკ­ვა­ძე

www.mkurnali.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა იწვევს სიელმეს და როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა

რა იწვევს სიელმეს და როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა

სიელმე არ განიხილება მხოლოდ მხედველობის პათოლოგიად - ის ვნებს გარეგნობასაც, ამიტომ მეტად აქტუალურია სიელმის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები, რომელთა შესახებაც გვესაუბრება თბილისის ონკოლოგიის ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი სალომე ახვლედიანი.

- ქალბატონო სალომე, რა არის სიელმე სამედიცინო თვალსაზრისით?

- თვალის კაკლის ნორმალური მდებარეობა გულისხმობს შორეული ობიექტის ფიქსაციისას მხედველობითი ღერძების პარალელურ მდებარეობას, ხოლო ახლომდებარე ობიექტის ფიქსაციისას - მათ გადაკვეთას. სიელმე თვალის კაკლის მხედველობითი ღერძის ნორმიდან გადახრაა. სიელმე არ არის მხოლოდ ესთეტიკური სტიგმა. ის თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის შეუქცევად დარღვევას იწვევს.

- რა იწვევს თავად სიელმეს?

- სიელმის განვითრებაში ბრალი მიუძღვის არაერთ ფაქტორს. მათგან უპირატესია:

გენეტიკური ფაქტორი - სტრაბიზმის მქონე ბავშვების 60%-ს აქვს დატვირთული ოჯახური ანამნეზი;

არაკორეგირებული რეფრაქციული ანომალიები, მაგალითად, მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), ფუზიის დაქვეითება - ანიზომეტროპია, ანიზოკონია;

მხედველობის ცალმხრივი დაზიანება თვალის სხვადასხვა დაავადების დროს - თანდაყოლილი კატარაქტა, გამჭვირვალობის დაქვეითებით მიმდინარე რქოვანას დაავადებები, მაღალი ხარისხის მიოპია, ცვლილებები მაკულურ არეში, დღენაკლულ ბავშვთა რეტინოპათია და სხვა;

დღენაკლულობა, ასფიქსია, ქალა-ტვინის ტრავმა, ენცეფალიტი.

- როგორ ვლინდება სიელმე?

- ყოველგვარი ტიპის სიელმის ძირითადი კლინიკური ნიშანია თვალის გადახრა მხედველობითი ღერძიდან. გადახრა შეიძლება იყოს მუდმივიც და გარდამავალიც. ამ დროს პაციენტი შეიძლება უჩიოდეს მხედველობის გაორებას, თავის ტკივილს, ბინოკულარული მხედველობის მოშლას.

- სიელმის რამდენი ფორმა არსებობს?

- სიელმის ტიპების დაჯგუფება შეიძლება სხვადასხვა ნიშნით:

მხედველობითი ღერძიდან გადახრის მუდმივობის მიხედვით განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს - ჰეტეროტროპიას და ჰეტეროფორიას, მარტივად რომ ვთქვათ - გამოხატულ სიელმეს და ფარულ სილმეს.

გადახრის მიმართულების მიხედვით - გარეთა, შიგნითა, ზემოთა, ქვემოთა სიელმეს, აგრეთვე ციკლოტროპიას.

გამოხატული ანუ მუდმივი სიელმე, თავის მხრივ, შეუღლებულ და პარალიზურ ფორმებად იყოფა. შეუღლებული ფორმა უმთავრესად გვხვდება ახალშობილებსა და ბავშვებთან, პარალიზური - უმთავრესად ზრდასრულებთან. პროცესი შეიძლება მოიცავდეს ერთ ან ორივე თვალს. ცალკე გამოყოფენ ფსევდოსიელმეს, რომელიც სახის ანატომიურ თავისებურებას წარმოადგენს (მაგალითად, ცხვირის

ფართო ზურგი ან/და ეპიკანთუსი).

- რა ასაკში იჩენს თავს სიელმე?

- ნებისმიერ ასაკში. მაგალითად, შეუღლებული სიელმე შესამჩნევი ხდება 6 წლამდე, ათიდან 7 შემთხვევაში - 2 წლამდეც კი, ხოლო პარალიზურმა ფორმამ შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი.

- თუ სიელმე შევამჩნიეთ, როდის უნდა ვაჩვენოთ ბავშვი ექიმ ოფთალმოლოგს?

- დაუყოვნებლივ. მხოლოდ ოფთალმოლოგს შეუძლია დაადგინოს სიელმის ტიპი და დააკვირდეს დარღვევის დინამიკას, რის მიხედვითაც შემდგომი მოქმედების ტაქტიკას შეარჩევს. მკურნალობის ეფექტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, დროულად მივიყვანთ თუ არა ბავშვს ექიმთან, დროულად დაიწყება თუ არა მკურნალობა და ზედმიწევნით შეასრულებს თუ არა მშობელი დანიშნულებას.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- ტარდება სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ციკლოპლეგიით და ციკლოპლეგიის გარეშე, მოწმდება კუნთების ბალანსი, ტარდება სხვადასხვა ტესტი. მდგომარეობისამებრ, მკურნალობაში, შეიძლება ჩაერთონ სხვა სპეციალისტებიც - ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი...

- რამდენად ეფექტურია ვარჯიშები სიელმის დროს?

- ვარჯიშები ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავადგენთ სიელმის მიზეზს და გავაკეთებს ყველაფერს მის აღმოსაფხვრელად. ვარჯიშების სპეციალურ კომპლექსს, ინტენსივობასა და ჯერადობას ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.

- როგორ მკურნალობენ სიელმეს? როდის დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი?

- თავდაპირველად ვნიშნავთ სათვალეს, თვალის ახვევას, ვარჯიშებს, ვატარებთ პირველადი ოფთალმოლოგიური და ზოგადი სომატური დაავადებების მკურნალობას. თუ ყველაფერი ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მივმართავთ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს.

სიელმის თავისებურებებსა და კორექციის მეთოდებზე გვესაუბრება აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, თვალის კლინიკა "ოპტიმედის" ხელმძღვანელი, ოფთალმოლოგიის მრავალენოვანი განმარტებითი ლექსიკონის, მხედველობის ორგანოს დაავადებათა დიფერენციალური დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს ავტორი, პროფესორი ალექსანდრე ალექსიძე:

- რას წარმოადგენს სიელმე და როდის ვლინდება ის?

- სიელმე არის თვალის გარეთა მამოძრავებელი კუნთების დისჰარმონია ანუ ჰარმონიული მოძრაობის დისბალანსი, როდესაც თვალის კაკლები ვერ ასრულებენ სინქრონული მოძრაობის ფუნქციას. ეს შემაწუხებელია არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. როცა სიელმე ადრეულ ასაკში ვლინდება, საჭიროა მისი დროული კორექცია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კოსმეტიკური დეფექტია, არამედ იმიტომაც, რომ სიელმემ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის მკვეთრი დარღვევა - ამბლიოპია, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მხედველობითი ინვალიდობის მიზეზადაც კი იქცეს. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი სიელმე. თანდაყოლილი სიელმე ყოველთვის დაბადებისთანავე არ ვლინდება - ზოგჯერ რამდენიმე თვის ან წლის შემდეგაც კი იჩენს თავს. განასხვავებენ აგრეთვე შეუღლებულ (შერწყმულ) და პარალიზურ სიელმეს. პარალიზურია სიელმე, რომელიც განპირობებულია ერთ-ერთი თვალის მამოძრავებელი კუნთის პარეზით ანუ დაზიანებით. ეს პარალიზური სიელმეც, თავის მხრივ, შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. შეძენილი სიელმის განვითარება ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი. ის უმეტესად პარალიზურია და ხანში შესულ ადამიანებში უმეტესად დიაბეტი იწვევს. ასეთ დროს მკურნალობის ტაქტიკა ძალზე თავისებურია. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე კი აღვნიშნავ, რომ ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება და, რაც მთავარია, თვალის პათოლოგიათა და მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს შეუღლებული (შერწყმული) სიელმე. ის ყოველთვის საჭიროებს დროულ კორექციას.

- ბრძანეთ, რომ პარალიზური სიელმის მიზეზი უმეტესად დიაბეტია. დიაბეტის მძიმე გართულებათა შესახებ ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაბეჭდილა. იქნებ განუმარტოთ მკითხველს, რა მექანიზმით განაპირობებს დიაბეტი სიელმის განვითარებას.

- მოგეხსენებათ, დიაბეტის ერთ-ერთი გართულებაა მიკროანგიოპათია - წვრილი სანათურის მქონე სისხლძარღვების დაზიანება. ეს პათოლოგიური პროცესი ვითარდება ყველგან, სადაც კი წვრილი სისხლძარღვები გადის, მათ შორის - ტვინშიც, კერძოდ, ტვინის იმ უბნებში, სადაც თვალის მამოძრავებელი ნერვების ბირთვები მდებარეობს. სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო დასახელებულ ნერვთა ბირთვები ზიანდება, რის შედეგადაც ვიღებთ თვალის მამოძრავებელი კუნთების პარეზს ანუ დამბლას. ასეთ დროს უმეტესად გამზიდველი ნერვი ზიანდება და თვალის კაკალი კარგავს უნარს, გადაიხაროს გარეთ, საფეთქლისკენ; თვალის კაკალი შიგნით არის გადახრილი, რადგან ჭარბობს

იმ კუნთის ტონუსი, რომელიც მას შიგნით გადახრას აიძულებს. დიაბეტით გამოწვეული პარალიზური სიელმის დროს მკურნალობის ტაქტიკა ასეთია: ნევროპათოლოგთან შეთანხმებით ვნიშნავთ სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელ პრეპარატებს და ვაკვირდებით, როგორი იქნება თვალის კაკლის გასწორების ტენდენცია. თუ ეს ტენდენცია შეინიშნება და, რაც მთავარია, დიპლოპია ანუ მხედველობის გაორება სუსტად არის გამოხატული, ვაგრძელებთ მედიკამენტურ მკურნალობას. მით უფრო, რომ დიაბეტით დაავადებული პაციენტები ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გამო აქტიური ქირურგიული ჩარევისგან ხშირად თავს იკავებენ. ისიც უნდა ითქვას, რომ პარალიზური სიელმის გასწორება ძალიან რთულია, არა ქირურგიული თვალსაზრისით, - დღეს კუნთებზე ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდიკა არსებობს, - არამედ პათოლოგიის წმინდა ეტიოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე. ამრიგად, თუ დიპლოპია მკვეთრად არ არის გამოხატული და ასატანია, დიაბეტიან პაციენტებს უგრძელდებათ მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ თუ არავითარი ძვრა არ შეინიშნება, თვალის კაკალი ისევ ისეა გადახრილი და, რაც მთავარია, დიპლოპია ანუ გაორება ძალზე შემაწუხებელია, დაისმის სიელმის ქირურგიული კორექციის საკითხი. როგორც მოგახსენეთ, სიელმის დროს ხშირად გამოხატულია დიპლოპია - მხედველობის გაორება. ეს არის პათოლოგია, რომლის დროსაც განსახილველი ობიექტი გაორებული ჩანს. ის მეტისმეტად შემაწუხებელია, ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ადამიანი იძულებული ხდება, დაიფაროს ის თვალი, რომელიც გადახრილი აქვს, ანუ მონოკულარულ - ცალი თვალით - მხედველობაზე გადავიდეს. სწორედ ასეთ შემთხვევაში, როცა ფარმაკოლოგიური კორეგირების თვალსაზრისით არავითარი ეფექტი არ შეინიშნება, ინიშნება ქირურგიული ჩარევა.

- სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად სიელმის განვითარების მექანიზმი გასაგებია. კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პათოლოგია?

- საყოფაცხოვრებო, საწარმოო ან სპორტულმა ტრავმამ. მე მყავდა ერთი პაციენტი, ცნობილი მოკრივე, რომელსაც ერთ-ერთი ბრძოლის დროს თვალბუდის არეში მიღებული ტრავმის შედეგად სიელმე განუვითარდა. სახელდობრ, მუშტის დარტყმის შედეგად ჭაღი დაუზიანდა. ჭაღი თვალბუდის ზედა ნაწილში ძვლოვანი ზედაპირიდან წინ წამოწეული ნაწილია. მასში ზედა ირიბი კუნთის მყესი გადის. ჭაღის დაზიანების გამო მყესი გაწყდა, ამან კი სიელმე გამოიწვია. უნდა ითქვას, რომ ტრავმის შედეგად განვითარებული სიელმე ზოგჯერ იმდენად შესამჩნევი არ არის, რამდენადაც შემაწუხებელია. ამაშიც დიპლოპიას მიუძღვის ბრალი. ადამიანი იძულებულია, თავი იძულებით ეკავოს ისეთ პოზაში, რომელშიც დიპლოპია არ ვლინდება, ეს კი დისკომფორტს უქმნის, იწვევს კისრის ტკივილს, დაჭიმულობას... არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მახვილ საგანს ჩამოეგება და თვალი უზიანდება. მაგალითად, მყავდა ერთი პაციენტი, ბავშვი, რომელსაც სიმინდის ტარო შეუვარდა თვალში და გარეთა სწორი კუნთი დაუზიანა. მეორე პაციენტს თხილამურებით სრიალის დროს თვალში თხილამურის ჯოხი მოხვდა და თვალის კაკალმა ძლიერი როტაცია განიცადა (მობრუნდა). საზოგადოდ, თვალის ნერვს ორბიტაში შ-ის ფორმა აქვს, რათა თვალის კაკლის ტრიალისას არ დაიჭიმოს. ამ შემთხვევაში ტრავმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მხედველობის ნერვი მოწყდა და მხედველობა საერთოდ დაკარგა. ასეთი თვალი, როგორც წესი, გარეთ გადაიხრება. ეს მხედველობის არარსებობით გამოწვეული სიელმეა. რაც უფრო ადრეულ ასაკში მიიღებს ადამიანი ასეთ ტრავმას, მით უფრო ადრე უვითარდება სიელმე. ხანში შესულ პაციენტებში, მიუხედავად მხედველობის დაკარგვისა, თვალის გადახრა იშვიათია. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც გლაუკომის გამო ადამიანი ცალ თვალში მხედველობას კარგავს, მაგრამ თვალის კაკალი გადახრას არ განიცდის. ალბათ იცით პათოლოგია კატარაქტა, იგივე ბროლის შემღვრევა - ამ დროს თვალი გადაიხრება, მაგრამ ოპერაციული ჩარევისა და მხედველობის აღდგენის შემდეგ სიელმეც სწორდება.

- თანდაყოლილი სიელმის მიზეზებზე რას გვეტყვით? დაბადებიდან რამდენი ხნის შემდეგ ვლინდება ის უმეტესად?

- თანდაყოლილი სიელმე მეტად მრავალფეროვანია. რაც შეეხება ეტიოლოგიას - მულტიფაქტორულია, ანუ მის ჩამოყალიბებაში მრავალი ფაქტორი ასრულებს ამა თუ იმ როლს: როგორ ჩაიარა მშობიარობამ, იყო თუ არა ჭიპლარის შემოხვევა და სხვა. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ტერატოგენული ფაქტორი, რომლებიც ჩასახვიდან სამი თვის განმავლობაში გავლენას ახდენს მხედველობის ანალიზატორის ჩამოყალიბებაზე და შესაძლოა, სიელმეს მისცეს დასაბამი. ამ ფაქტორთა გავლენით თვალის მამოძრავებელი ნერვების ბირთვების არეში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ვითარდება იშემია, ხდება სისხლჩაქცევა, რის გამოც შესაბამისი კუნთები ფუნქციას კარგავს. შესაძლოა, სიელმის მიზეზი იყოს ბირთვების აპლაზია ანუ განუვითარებლობა და სხვა. აქედან გამომდინარე, თუ არ მოხდა პათოლოგიური პროცესის შეჩერება, უკუგანვითარება, საკუთრივ ორგანიზმში არსებული აღდგენითი მექანიზმების მობილიზება და ჩართვა, მიუხედავად თანამედროვე ფარმაკოლოგიურ საშუალებათა და ქირურგიულ მეთოდიკათა დიდი არსენალისა, თანდაყოლილი სიელმის მრავალი ფორმის კორექცია ძალიან რთულია.

- რას ნიშნავს შეუღლებული სიელმე? რით განსხვავდება ის სხვა ფორმებისგან?

- შეუღლებული სიელმე ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის სამი წლის ასაკიდან ვლინდება. განპირობებულია ბინოკულარული (ორი თვალით) მხედველობის ფუნქციის მოშლით. ახასიათებს თვალის კაკლების მოძრაობის შეუზღუდაობა, გადახრის პირველადი და მეორეული კუთხეების ტოლობა და დიპლოპიის არარსებობა. ხშირია ალტერნაციული ფორმა ანუ ორმხრივი სიელმე, რომლის დროსაც შეინიშნება თვალების მონაცვლეობითი გადახრა - იმის შესაბამისად, რომელი თვალია მოცემულ მომენტში ობიექტის მაფიქსირებელი. უფრო მარტივად რომ განვუმარტოთ მკითხველს, ამ დროს ხან ერთი თვალია გადახრილი, ხან მეორე. როდესაც ასეთი ბავშვი მოჰყავთ, აუცილებლად გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ თვალის რეფრაქცია - სინათლის სხივების გარდატეხის უნარი, გავარკვიოთ, ხომ არ სჭირდება ბავშვს სათვალე, რადგან სიელმე ხშირად შორსმხედველობასთან ან ახლომხედველობასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, თვალის გარეთ გადახრა ხშირად ახლომხედველობას ანუ მიოპიას უკავშირდება (ასეთ დროს საუბრობენ ეგზოტროპიაზე), შიგნითა სიელმე კი შორსმხედველობასთან არის შეუღლებული (ეს ეზოტროპიაა). თვალის რეფრაქციის გამოკვლევის შემდეგ პაცინეტს სათვალე უნდა დაენიშნოს. თუ სათვალის ხმარებისას თვალი გასწორდა (ხშირად ასეც ხდება), უმჯობესია, ქირურგიული ჩარევისგან თავი შევიკავოთ, მაგრამ თუ უკეთესობა არ შეინიშნება, უნდა ჩატარდეს ოპერაცია. ქირურგიული ჩარევა სასურველია სკოლამდელ ასაკში, არა მარტო იმიტომ, რომ სიელმე როგორც კოსმეტიკური დეფექტი სტრესოგენული ფაქტორია და სკოლაში წასვლის შემდეგ ის შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს ფსიქოლოგიური თუ სხვა ფაქტორების გავლენით, არამედ იმიტომაც, რომ მხედველობის დარღვევა შეიძლება უფრო მეტად გართულდეს.

- რაში მდგომარეობს ოპერაციის არსი? როგორია ქირურგიული ჩარევის ტაქტიკა სიელმის დროს?

- მარტივად რომ ავხსნათ, თუ სიელმის დროს თვალის კაკალი გადახრილია შიგნით, ის გარეთ უნდა მოვზიდოთ და პირიქით. იმისთვის, რომ თვალის კაკალი გარეთ მოვზიდოთ, მისი გარეთ გამზიდველი კუნთი უნდა გავაძლიეროთ ან, პირიქით, შიგნით მიმზიდველი კუნთი შევასუსტოთ. ამისთვის არსებობს რეცესია - სიელმის საკორექციო ერთ-ერთი ოპერაცია, რომლის დროსაც თვალის ერთ-ერთი გარეთა კუნთის სკლერაზე მიმაგრების ადგილს უკან გადავწევთ ამ კუნთის ფუნქციის შესასუსტებლად. საჭიროების შემთხვევაში ტარდება რეზექცია - სიელმის საწინააღმდეგო ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გულისხმობს თვალის მამოძრავებელი რომელიმე კუნთის ფუნქციის გაძლიერებას ამ კუნთის ნაწილის ამოკვეთის (რეზექციის) გზით.

ლალი ჩხიკვაძე

www.mkurnali.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი