საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენატორი - საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდადაა დამოკიდებული სამართლიანი არჩევნების პლურალისტულ მედია გარემოში ჩატარებაზე
სენატორი - საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდადაა დამოკიდებული სამართლიანი არჩევნების პლურალისტულ მედია გარემოში ჩატარებაზე

ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა კონ­გრეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კონ­გრე­სის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი აცხა­დებს, გა­ნა­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში. ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის გამო და მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, შე­სა­რუ­ლოს 2008 წელს, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სან­დო მე­გო­ბა­რი და ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რია. მე მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას და მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ქარ­თვე­ლებს ის შთამ­ბეჭ­და­ვი პროგ­რე­სი, რო­მელ­საც მათ მი­აღ­წი­ეს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კის დარ­გში. ეს პრო­ცე­სი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 25 წლის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ღირ­სია სა­ქარ­თვე­ლოს­თან არ­სე­ბუ­ლი მყა­რი პარტნი­ო­რო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში. ამ ქვეყ­ნის შე­ი­ა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მათ შო­რის, ავ­ღა­ნე­თის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ა­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხვედ­რი­თი წილი NATO-ს ყვე­ლა სხვა არა­წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე მა­ღა­ლია.

ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი დი­დად აფა­სებს ამ მი­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ შე­ტა­ნილ წვლილ­სა და გა­ღე­ბულ მსხვერ­პლს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნაგ­რძობს.

ჩვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბა კი­დევ უფრო ფარ­თოვ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე ერ­თობ­ლი­ვი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, მათ შო­რის ევ­რო­პუ­ლი მზა­ო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­სა და თავ­დაც­ვის შე­სა­ხებ ივ­ლის­ში ხელ­მო­წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ერ­თობ­ლი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს მდგრა­დო­ბი­სა და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გან­მტკი­ცე­ბი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი და მსოფ­ლიო უშიშ­რო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აშშ და სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ უფრო მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. ამ თვალ­საზ­რი­სით, მე გა­მოვ­თქვამ შეშ­ფო­თე­ბას იმის, გამო, რომ აფხა­ზე­თი­სა და "სამ­ხრეთ ოსე­თის" ოკუ­პა­ცია ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა და მჯე­რა, რომ რუ­სეთ­მა უნდა შე­ას­რუ­ლოს 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

აშშ უც­ვლე­ლად უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. იგი ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს NATO-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­სა და ევ­რო­პულ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან სრულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლო ემ­ზა­დე­ბა ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის - ეს ქვეყ­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­და იქ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა დი­და­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის პლუ­რა­ლის­ტულ მე­დია გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბა­ზე. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ რე­ფორ­მე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის სფე­რო­ში პროგ­რე­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სფე­როს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელს შე­უ­წყობს ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და და­არ­წმუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ­თვის მუ­შა­ობს. პროგ­რე­სი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე არ მიღ­წე­უ­ლა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ერის თავ­და­დე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო აქ­ცია რე­გი­ო­ნის გა­მორ­ჩე­ულ ქვეყ­ნად და აშშ-ს მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რად. მინ­და კი­დევ ერთხელ მი­ვუ­ლო­ცო სა­ქარ­თვე­ლოს ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა და ხაზი გა­ვუს­ვა ახლო პარტნი­ო­რო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰი­ნიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სენატორი - საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდადაა დამოკიდებული სამართლიანი არჩევნების პლურალისტულ მედია გარემოში ჩატარებაზე

სენატორი - საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდადაა დამოკიდებული სამართლიანი არჩევნების პლურალისტულ მედია გარემოში ჩატარებაზე

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. აღნიშნული განცხადება კონგრესის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, განასაკუთრებით ყურადსაღებია საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ამერიკელი სენატორი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო და მოუწოდებს რუსეთს, შესარულოს 2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.

"საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო მეგობარი და ერთგული პარტნიორია. მე მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და მინდა მივულოცო ქართველებს ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც მათ მიაღწიეს დემოკრატიისა და ეკონომიკის დარგში. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე გრძელდებოდა. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია საქართველოსთან არსებული მყარი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში. ამ ქვეყნის შეიაღებული ძალები მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ხვედრითი წილი NATO-ს ყველა სხვა არაწევრ სახელმწიფოებზე მაღალია.

ჩემთვის ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს ამ მისიებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილსა და გაღებულ მსხვერპლს. მნიშვნელოვანი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში განვითარებას განაგრძობს.

ჩვენს შორის არსებული ორმხრივი პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება მიმდინარე ერთობლივი რეგიონალური ღონისძიებების, მათ შორის ევროპული მზაობის ინიციატივისა და თავდაცვის შესახებ ივლისში ხელმოწერილი ხელშეკრულების მეშვეობით. ერთობლივი უსაფრთხოების განმტკიცების, საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და რეგიონალური და მსოფლიო უშიშროების უზრუნველსაყოფად, აშშ და საქართველო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამ თვალსაზრისით, მე გამოვთქვამ შეშფოთებას იმის, გამო, რომ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და მჯერა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

აშშ უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. იგი ეხმარება საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროპულ ინსტიტუტებთან სრულ ინტეგრაციაში. საქართველო ემზადება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის - ეს ქვეყნის სამოქალაქო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესებისათვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება დიდადაა დამოკიდებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პლურალისტულ მედია გარემოში ჩატარებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების იმპლემენტაციის სფეროში პროგრესის შენარჩუნება საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით ეხება მართლმსაჯულების სფეროს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებას და დაარწმუნებს საქართველოს მოსახლეობას, რომ მათი ხელისუფლება მათთვის მუშაობს. პროგრესი სირთულეების გარეშე არ მიღწეულა, თუმცა ქართველი ერის თავდადებამ საქართველო აქცია რეგიონის გამორჩეულ ქვეყნად და აშშ-ს მნიშვნელოვან პარტნიორად. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა და ხაზი გავუსვა ახლო პარტნიორობის გაგრძელების მნიშვნელობას“, - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინიმ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ვინმეს ზედმეტი ილუზიები რომ არ გაუჩნდეს, ზოგჯერ საჭიროა ადგილზე მოსვა - ასე ექცევა მიშა მელიას" - აქვს თუ არა ნიკა მელიას ოპოზიციის ლიდერად ქცევის შანსი?

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom