25-მდე ოჯახი ბათუმში, ყოფილი ხის გადამამუშავებელი ქარხნის შენობაში თვითნებურად შეიჭრა. ისინი აცხადებენ, რომ ბინის ქირას ვერ იხდიან, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები არიან, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ესაჭიროებათ.
ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ და ხელისუფლებისგან ალტერნატიული ფართების შესთავაზებს ელოდებიან. ყოფილი ხის გადამამუშავებელი ქარხანა სახელმწიფოს ბალანსზეა.