პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფონდი "იავნანა" - ჩვენთვის ცნობილია, რომ დაინტერესებული მხარეები "იავნანას" წინააღმდეგ ახალი კამპანიის აგორებას გეგმავენ
ფონდი "იავნანა" - ჩვენთვის ცნობილია, რომ დაინტერესებული მხარეები "იავნანას" წინააღმდეგ ახალი კამპანიის აგორებას გეგმავენ

ფონდ "იავ­ნა­ნას" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი "იავ­ნა­ნას" წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ის აგო­რე­ბას გეგ­მა­ვენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "იავ­ნა­ნა­დან" აც­ნო­ბეს, ფონ­დი 2016 წლის 9 ოქ­ტომ­ბრამ­დე თავს შე­ი­კა­ვებს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ას­თან ყო­ველ­გვა­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ჩა­წე­რი­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­გან, რათა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა არ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი "შავი პი­ა­რის" ია­რა­ღად. 9 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ კი ფონ­დი ყვე­ლა თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ღია იქ­ნე­ბა.

"ბოლო ორი თვის მან­ძილ­ზე, ჩვენ არა­ერ­თხელ გავ­ხდით მოწ­მე­ნი წი­ნა­ა­სარ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბის­თვის, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის ფაქ­ტი­სა. "იავ­ნა­ნას" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯგუ­ფი, ვინც 13 წლის მან­ძილ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით შექ­მნა ფონ­დის სახე და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მრა­ვა­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო და კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ ფონ­დი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ა­კე­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ყვე­ლა კა­ნო­ნის დაც­ვით, სრუ­ლად გა­ე­მიჯ­ნა ფონ­დის გამ­გე­ო­ბა­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა აღარ უკავ­შირ­დე­ბა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი "იავ­ნა­ნას" წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ის აგო­რე­ბას გეგ­მა­ვენ. ფონ­დი 2016 წლის 9 ოქ­ტომ­ბრამ­დე თავს შე­ი­კა­ვებს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ას­თან ყო­ველ­გვა­რი კო­მენ­ტა­რე­ბის ჩა­წე­რი­სა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­გან, რათა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა არ იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი "შავი პი­ა­რის" ია­რა­ღად. 9 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ კი ფონ­დი ღია იქ­ნე­ბა ყვე­ლა თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ, ნე­ბის­მი­ე­რი მე­დია-უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ყო­ველ­გვა­რი დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­წო­დებ­ლად", - ნათ­ქვა­მია "იავ­ნა­ნას" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ფონდი "იავნანა" - ჩვენთვის ცნობილია, რომ დაინტერესებული მხარეები "იავნანას" წინააღმდეგ ახალი კამპანიის აგორებას გეგმავენ

ფონდი "იავნანა" - ჩვენთვის ცნობილია, რომ დაინტერესებული მხარეები "იავნანას" წინააღმდეგ ახალი კამპანიის აგორებას გეგმავენ

ფონდ "იავნანას" წარმომადგენლების ინფორმაციით, დაინტერესებული მხარეები "იავნანას" წინააღმდეგ ახალი მიზანმიმართული კამპანიის აგორებას გეგმავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "იავნანადან" აცნობეს, ფონდი 2016 წლის 9 ოქტომბრამდე თავს შეიკავებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მედიასთან ყოველგვარი კომენტარების ჩაწერისა და გამოქვეყნებისგან, რათა საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური "შავი პიარის" იარაღად. 9 ოქტომბრის შემდეგ კი ფონდი ყველა თემაზე სასაუბროდ ღია იქნება.

"ბოლო ორი თვის მანძილზე, ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმენი წინაასარჩევნო მიზნებისთვის, გარკვეული ძალების მიერ, საქველმოქმედო ფონდით მანიპულირების ფაქტისა. "იავნანას" შემოქმედებითი და ადმინისტრაციული ჯგუფი, ვინც 13 წლის მანძილზე ყოველდღიური დაუღალავი შრომით შექმნა ფონდის სახე და განახორციელა საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალი საქველმოქმედო და კულტურული პროექტი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ ფონდიდან გასვლის შესახებ საჯარო განცხადება 2015 წლის დეკემბერში გააკეთა. მოგვიანებით კი, ყველა კანონის დაცვით, სრულად გაემიჯნა ფონდის გამგეობასა და ადმინისტრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ფონდის საქმიანობა აღარ უკავშირდება პაატა ბურჭულაძეს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაინტერესებული მხარეები "იავნანას" წინააღმდეგ ახალი მიზანმიმართული კამპანიის აგორებას გეგმავენ. ფონდი 2016 წლის 9 ოქტომბრამდე თავს შეიკავებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მედიასთან ყოველგვარი კომენტარების ჩაწერისა და გამოქვეყნებისგან, რათა საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური "შავი პიარის" იარაღად. 9 ოქტომბრის შემდეგ კი ფონდი ღია იქნება ყველა თემაზე სასაუბროდ, ნებისმიერი მედია-უწყების წარმომადგენელთან და მათთვის საინტერესო ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად", - ნათქვამია "იავნანას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი