ორი ბანკის დაყაჩაღების ახალი დეტალები

ორი ბანკის დაყაჩაღების ახალი დეტალები

ვაზისუბანში, "სმარტის" შენობაში მდებარე ორი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ სავაჭრო ცენტრიდან გამოსული ორი ნიღბიანი დაინახეს, ერთ-ერთი მანქანის გაჩერებას ცდილობდა, რა დროსაც ჰაერში გაისროლეს, შემდეგ კი ტერიტორია დატოვეს.

ნახეთ ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

"სმარტიდან" გამოსულ ერთ-ერთ ნიღბიანს ხელში თეთრი ტომარა ეჭირა.

ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, შემოსაზღვრულია პერიმეტრი. "სმარტში" მუშაობა დროებით შეჩერებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ