პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ვოლსკი - ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძე სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის
გია ვოლსკი - ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძე სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის

მე ვფიქ­რობ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ცოდ­ნი­დან ძა­ლი­ან შორს არის პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერ­თმა წევ­რმა გია ვოლ­სკიმ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­დაც პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მიერ მა­რი­ხუ­ა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა.

მი­სი­ვე თქმით, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს ამ გან­ცხა­დე­ბით რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი ნი­შის და­კა­ვე­ბა უნდა.

"მე ვფიქ­რობ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ცოდ­ნი­დან ძა­ლი­ან შორს არის პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე. ხე­ლოვ­ნე­ბის სა­კი­თხებ­ზე რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბე­ბი, უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რად გა­მოჩ­ნდე­ბა. რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი ნი­შის და­კა­ვე­ბა უნდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბით ვი­ღაც მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­მო­უჩ­ნდე­ბა მის იდე­ას. ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ არა­კომ­პე­ტენ­ტურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს ბოლო პე­რი­ოდ­ში. უნდა გა­ი­ა­როს ალ­ბათ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

რო­გორც ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ობს.

"მა­რი­ხუ­ა­ნას თემა, ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა ისე უნდა იყოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რომ აზრი და­ბა­ლანსდეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ მა­რი­ხუ­ა­ნა არ არის მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კი და ამან შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ოს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის მომ­ხრეა და არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა , რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა შეს­თა­ვა­ზა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუმ­ცა იქ რა­ღაც გა­დახ­რე­ბი ხდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, კა­ნო­ნი ლო­ი­ა­ლუ­რი უნდა იყოს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც ერთჯე­რა­დი გა­დაც­დო­მა მო­უხ­დათ.

"ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ თუ ადა­მი­ანს ერთჯე­რა­დად მო­უხ­და გა­დაც­დო­მა ან კრი­მი­ნალ­თან არ აქვს საქ­მე, მის მი­მართ კა­ნო­ნი ლო­ი­ა­ლუ­რი უნდა იყოს, მაგ­რამ დაშ­ვე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­აქ­ტი­უ­როს მე­ო­რე ჯგუ­ფი, რომ არა­ლე­გა­ლურ ბა­ზარ­ზე ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნის ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნდეს. ასე, რომ ძა­ლი­ან სკურ­პუ­ლო­ზუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­სა­ღე­ბი და არა წა­მოყ­ვი­რე­ბე­ბი, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ზემ და­უშ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" ლი­დე­რის პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის აზ­რით, მა­რი­ხუ­ა­ნა აფ­თი­ა­ქებ­ში უნდა იყი­დე­ბო­დეს.

ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ბურ­ჭუ­ლა­ძემ "Pალიტ­რაNეწს"-ის გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა" გა­მო­ხა­ტა. "მა­რი­ხუ­ა­ნას გა­ყიდ­ვა უნდა ხდე­ბო­დეს არა გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბის მხრი­დან, არა­მედ უნდა ხდე­ბო­დეს აფ­თი­ა­ქებ­ში. ჩემი აზ­რით, აფ­თი­ა­ქებ­ში ექი­მი უნდა წერ­დეს რე­ცეპტს. ამით ჩვენ აღ­მოვ­ფხვრით ძა­ლი­ან დიდ კონ­ტრა­ბან­დას და ამას გავ­ხდით ნორ­მა­ლურს. არ შე­იძ­ლე­ბა, ხან­და­ხან არ გა­ი­ზი­ა­რო ის, რაც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შია. ზუს­ტად ასე­თი პი­რო­ბე­ბია ნი­დერ­ლან­დებ­ში, ასეა ავ­სტრი­ა­ში და მე მას ვემ­ხრო­ბი. სა­ერ­თოდ ნარ­კო­მანს არ უნდა ეში­ნო­დეს, რომ მას და­ი­ჭე­რენ და მა­ლავ­დეს, რომ ის არის ნარ­კო­მა­ნი. როცა ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა, რომ ის არის ნარ­კო­მა­ნი, შე­უძ­ლია მი­ვი­დეს ექიმ­თან და ექიმ­მა უნდა უმ­კურ­ნა­ლოს. ეს არის მათი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა - რომ ის არ მა­ლავ­დეს, მი­ვი­დეს ექიმ­თან და ექიმ­მა გა­მო­უ­წე­როს რე­ცეპ­ტი. ეს არის ძა­ლი­ან ჰუ­მა­ნუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე გზა", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გია ვოლსკი - ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძე სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის

გია ვოლსკი - ვფიქრობ, პაატა ბურჭულაძე სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის

მე ვფიქრობ, რომ სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის პაატა ბურჭულაძე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, სადაც პაატა ბურჭულაძის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძეს ამ განცხადებით რაღაც პოლიტიკური ნიშის დაკავება უნდა.

"მე ვფიქრობ, რომ სამედიცინო ცოდნიდან ძალიან შორს არის პაატა ბურჭულაძე. ხელოვნების საკითხებზე რომ გაეკეთებინა განცხადებები, უფრო კომპეტენტურად გამოჩნდება. რაღაც პოლიტიკური ნიშის დაკავება უნდა და გადაწყვიტა, რომ ამ განცხადებით ვიღაც მხარდამჭერები გამოუჩნდება მის იდეას. ძალიან გული მწყდება, რომ არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს ბოლო პერიოდში. უნდა გაიაროს ალბათ კონსულტაციები ამ დარგის სპეციალისტებთან", - განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს.

"მარიხუანას თემა, ნარკოპოლიტიკა ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ აზრი დაბალანსდეს საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც მიაჩნია, რომ მარიხუანა არ არის მსუბუქი ნარკოტიკი და ამან შეიძლება კიდევ უფრო გააღრმაოს გარკვეული პრობლემები და არის საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ლიბერალიზაციისა და ლეგალიზაციის მომხრეა და არის ხელისუფლება , რომელმაც საკმაოდ დაბალანსებული პოლიტიკა შესთავაზა საზოგადოებას, თუმცა იქ რაღაც გადახრები ხდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განცხადებით, კანონი ლოიალური უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ერთჯერადი გადაცდომა მოუხდათ.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანს ერთჯერადად მოუხდა გადაცდომა ან კრიმინალთან არ აქვს საქმე, მის მიმართ კანონი ლოიალური უნდა იყოს, მაგრამ დაშვებებმა შეიძლება გაააქტიუროს მეორე ჯგუფი, რომ არალეგალურ ბაზარზე ნარკოტიკების შემოტანის ინტერესი გაუჩნდეს. ასე, რომ ძალიან სკურპულოზური გადაწყვეტილებაა მისაღები და არა წამოყვირებები, რაც ამ შემთხვევაში პაატა ბურჭულაზემ დაუშვა", - განაცხადა ვოლსკიმ.

პოლიტიკური მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის აზრით, მარიხუანა აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ბურჭულაძემ "PალიტრაNეწს"-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" გამოხატა. "მარიხუანას გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ უნდა ხდებოდეს აფთიაქებში. ჩემი აზრით, აფთიაქებში ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოვფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და ამას გავხდით ნორმალურს. არ შეიძლება, ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ასეა ავსტრიაში და მე მას ვემხრობი. საერთოდ ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს, რომ მას დაიჭერენ და მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის მათი გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა - რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."