მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაიკლეს ორსულობის დროს მომატებული ჭარბი კილოგრამები ცნობილმა ქართველებმა
როგორ დაიკლეს ორსულობის დროს მომატებული ჭარბი კილოგრამები ცნობილმა ქართველებმა

ქა­ლე­ბი ვარ­ჯი­შო­ბენ, სხვა­დას­ხვაგ­ვარ დი­ე­ტებს მი­მარ­თა­ვენ, გა­სახ­დომ პრო­ცე­დუ­რებს იტა­რე­ბენ, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­სურ­ვე­ლი წო­ნის მიღ­წე­ვა აუს­რუ­ლე­ბელ ოც­ნე­ბად რჩე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაკ­ლე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ. ქალი ორ­სუ­ლო­ბის დრო­საც ცდი­ლობს კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბი­სას წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორ და­იკ­ლეს ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა ქა­ლებ­მა სტა­ტი­ი­დან შე­ი­ტყობთ:

მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი

იუ­რის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი პა­ტა­რა ალექ­სან­დრეს დედა სამი თვის წინ გახ­და. ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ქალ­მა, ორ­სუ­ლო­ბი­სას ბუ­ნებ­რი­ვია მა­რი­ამ­მაც მო­ი­მა­ტა წო­ნა­ში. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, 9 თვის მან­ძილ­ზე 17 კი­ლოგ­რა­მი მო­ი­მა­ტა და მშო­ბი­ა­რო­ბი­სას მხო­ლოდ 4 კილო და­იკ­ლო. ახლა კი ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს მა­სა­ჟით და სწო­რი კვე­ბით ებ­რძვის. ის თვით­ნე­ბურ დი­ე­ტა­ზეა, ძი­რი­თა­დად მი­ირ­თმევს მო­ხარ­შულ ხორცს, შვრი­ის ფა­ფას, ხა­ჭოს და ჯან­საღ პრო­დუქტს.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი

ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძე ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა 3 წლის წინ გა­ა­ჩი­ნა. "ელე­ნე­ზე ორ­სუ­ლო­ბი­სას 18 კილო მო­ვი­მა­ტე. როცა ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე, იმა­ზე მეტი და­ვი­კე­ლი წო­ნა­ში, რაც ორ­სუ­ლო­ბამ­დე ვი­ყა­ვი, ამას ნელ-ნელა ჯან­სა­ღი კვე­ბით და ვარ­ჯი­შით მი­ვაღ­წიე. ელე­ნე ძუ­ძუ­თი კვე­ბა­ზე მყავ­და, ალერ­გი­უ­ლი ბავ­შვი იყო და ვცდი­ლობ­დი მძი­მე საკ­ვე­ბი არ მი­მე­ღო. ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად გა­მო­მი­ვი­და დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნა" - ამ­ბობს ნინი.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი

ოთხი შვი­ლის დედა სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი, მუდ­მი­ვად კარგ ფორ­მა­შია. მარ­თა­ლია ხან­და­ხან დი­ე­ტე­ბის გამო, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბაც სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა სი­ლა­მა­ზის­თვის ყვე­ლა­ფერს უმკლავ­დე­ბა. ტე­ლე­წამ­ყვან­მა ორ­სუ­ლო­ბი­სას 22 კილო მო­ი­მა­ტა, რო­მე­ლიც დი­ე­ტის დახ­მა­რე­ბით და­იკ­ლო. სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის დი­ე­ტა ასე­თია:

1 დღე: 6 მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი. 2 დღე: 500 გ უცხი­მო ხაჭო, 3 დღე: 750 გ ქათ­მის ფილე, 4 დღე: 200 გ ბრინ­ჯი, 5 დღე: 6 ცალი მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი, 6 დღე: ვაშ­ლი შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ უშაქ­რო ჩაი და ყავა, ასე­ვე კე­ფი­რი. სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის დი­ე­ტის წყა­ლო­ბით, 6 დღე­ში 4 კი­ლოგ­რამ­ზე მეტს და­იკ­ლებთ.

სოფო გე­ლო­ვა­ნი

მომ­ღე­რალ­მა სოფო გე­ლო­ვან­მა ორ­სუ­ლო­ბი­სას 16 კგ მო­ი­მა­ტა. 10 კი­ლოგ­რა­მი მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში და­იკ­ლო, თუმ­ცა დარ­ჩე­ნი­ლი 6 კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბის გამო, კონ­ცერ­ტის­თვის შე­კე­რილ კა­ბა­საც ვე­ღარ ირ­გებ­და, ამი­ტომ 7-დღი­ა­ნი დი­ე­ტა და­იც­ვა, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ხილს მი­ირ­თმევ­და, რისი წყა­ლო­ბით 4 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი

მომ­ღე­რალ­მა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში 35 კილო და­იკ­ლო. მისი დი­ე­ტა ასე­თია: სა­უზ­მე - 2 მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი. სა­დი­ლი - მო­ხარ­შუ­ლი ქათ­მის ხორ­ცი, ვახ­შა­მი - მა­წო­ნი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ დაიკლეს ორსულობის დროს მომატებული ჭარბი კილოგრამები ცნობილმა ქართველებმა

როგორ დაიკლეს ორსულობის დროს მომატებული ჭარბი კილოგრამები ცნობილმა ქართველებმა

ქალები ვარჯიშობენ, სხვადასხვაგვარ დიეტებს მიმართავენ, გასახდომ პროცედურებს იტარებენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სასურველი წონის მიღწევა აუსრულებელ ოცნებად რჩება. განსაკუთრებით რთულია ზედმეტი კილოგრამების დაკლება მშობიარობის შემდეგ. ქალი ორსულობის დროსაც ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ორსულობისას წონის შენარჩუნება შეუძლებელია. როგორ დაიკლეს ზედმეტი კილოგრამები ცნობილმა ქართველმა ქალებმა სტატიიდან შეიტყობთ:

მარიამ კუბლაშვილი

იურისტი და ტელეწამყვანი მარიამ კუბლაშვილი პატარა ალექსანდრეს დედა სამი თვის წინ გახდა. ისევე როგორც ყველა ქალმა, ორსულობისას ბუნებრივია მარიამმაც მოიმატა წონაში. როგორც თავად ამბობს, 9 თვის მანძილზე 17 კილოგრამი მოიმატა და მშობიარობისას მხოლოდ 4 კილო დაიკლო. ახლა კი ზედმეტ კილოგრამებს მასაჟით და სწორი კვებით ებრძვის. ის თვითნებურ დიეტაზეა, ძირითადად მიირთმევს მოხარშულ ხორცს, შვრიის ფაფას, ხაჭოს და ჯანსაღ პროდუქტს.

ნინი ბადურაშვილი

ელენე კუტალაძე ნინი ბადურაშვილმა 3 წლის წინ გააჩინა. "ელენეზე ორსულობისას 18 კილო მოვიმატე. როცა ბავშვი გავაჩინე, იმაზე მეტი დავიკელი წონაში, რაც ორსულობამდე ვიყავი, ამას ნელ-ნელა ჯანსაღი კვებით და ვარჯიშით მივაღწიე. ელენე ძუძუთი კვებაზე მყავდა, ალერგიული ბავშვი იყო და ვცდილობდი მძიმე საკვები არ მიმეღო. ჩემდაუნებურად გამომივიდა დიეტაზე ყოფნა" - ამბობს ნინი.

სალომე გოგიაშვილი

ოთხი შვილის დედა სალომე გოგიაშვილი, მუდმივად კარგ ფორმაშია. მართალია ხანდახან დიეტების გამო, სასწრაფო დახმარებაც სჭირდება, თუმცა სილამაზისთვის ყველაფერს უმკლავდება. ტელეწამყვანმა ორსულობისას 22 კილო მოიმატა, რომელიც დიეტის დახმარებით დაიკლო. სალომე გოგიაშვილის დიეტა ასეთია:

1 დღე: 6 მოხარშული კვერცხი. 2 დღე: 500 გ უცხიმო ხაჭო, 3 დღე: 750 გ ქათმის ფილე, 4 დღე: 200 გ ბრინჯი, 5 დღე: 6 ცალი მოხარშული კარტოფილი, 6 დღე: ვაშლი შეუზღუდავი რაოდენობით. ამ ყველაფერთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ჩაი და ყავა, ასევე კეფირი. სალომე გოგიაშვილის დიეტის წყალობით, 6 დღეში 4 კილოგრამზე მეტს დაიკლებთ.

სოფო გელოვანი

მომღერალმა სოფო გელოვანმა ორსულობისას 16 კგ მოიმატა. 10 კილოგრამი მოკლე პერიოდში დაიკლო, თუმცა დარჩენილი 6 კილოგრამის დაკლება ძალიან გაუჭირდა. წონაში მომატების გამო, კონცერტისთვის შეკერილ კაბასაც ვეღარ ირგებდა, ამიტომ 7-დღიანი დიეტა დაიცვა, მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ხილს მიირთმევდა, რისი წყალობით 4 კილოგრამი დაიკლო.

ნინა წკრიალაშვილი

მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა ორსულობის შემდეგ წონაში 35 კილო დაიკლო. მისი დიეტა ასეთია: საუზმე - 2 მოხარშული კვერცხი. სადილი - მოხარშული ქათმის ხორცი, ვახშამი - მაწონი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება