პოლიტიკური მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის აზრით, მარიხუანა აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს.
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ბურჭულაძემ "PalitraNews"-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" გამოხატა.
"მარიხუანას გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ უნდა ხდებოდეს - აფთიაქებში. ჩემი აზრით, აფთიაქებში ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და ამას გავხდით ნორმალურს. არ შეიძლება, ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ასეა ავსტრიაში და მე მას ვემხრობი. საერთოდ ნარკომას არ უნდა ეშინოდეს, რომ მას დაიჭერენ და მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის მათი გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა - რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
იხილეთ ვიდეო