ავსტრიის ქალაქ კარინტიის მცხოვრები 18 წლის გოგონა იმდენად აღშფოთებულია მშობლების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული მისი ბავშვობის ფოტოებით, რომ სასამართლოში უჩივლა მათ.
ადვოკატის თქმით, გოგონას დიდი შანსი აქვს, მოიგოს ეს საქმე. მშობლებმა 7 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელში გოგონას 500-მდე ფოტო გამოაქვეყნეს.
"დავიღალე იმით, რომ მშობლები არ აღმიქვამენ სერიოზულად. მათ არც რცხვენოდთ და საზღვრებსაც სცდებოდნენ - სულ ერთი იყო, უნიტაზზე ვიჯექი თუ შიშველი ვიწექი საწოლში. ყველა მომენტს იღებდნენ და მერე ამას საჯაროდ ავრცელებდნენ", - წუწუნებს გოგონა.
თუ ადვოკატი დაამტკიცებს, რომ ფოტოებმა დაარღვიეს პირადი ცხოვრების უფლება, მისი კლიენტი საქმეს მოიგებს... განაგრძეთ კითხვა