პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არნახული ცვლილებები საქართველოს ინფრასტრუქტურაში - სად აშენდება ახალი გზები, ხიდები და გვირაბები მომდევნო 4 წელიწადში
არნახული ცვლილებები საქართველოს ინფრასტრუქტურაში - სად აშენდება ახალი გზები, ხიდები და გვირაბები მომდევნო 4 წელიწადში

მთლი­ა­ნო­ბა­ში 2020 წლის ჩათ­ვლით და­გეგ­მი­ლია მშე­ნებ­ლო­ბა-რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­დეს 1000 კმ-მდე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზას, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 3,5 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს, ხოლო მათ შო­რის იგეგ­მე­ბა 550 კმ ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სას­ტუმ­რო "რუმსში", სივ­რცი­თი მო­წყო­ბის პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა, თუ რა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ავ­ტო­ბა­ნის და­სას­რუ­ლებ­ლად მომ­დევ­ნო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშენ­დე­ბა შემ­დე­გი მო­ნაკ­ვე­თე­ბი: თბი­ლი­სი-ლა­გო­დე­ხის ავ­ტო­ბა­ნი: ლა­გო­დე­ხი - წნო­რი - ბა­კურ­ცი­ხე (56კმ); ბა­კურ­ცი­ხე - თბი­ლი­სი - 80კმ მო­ნაკ­ვე­თი, გურ­ჯა­ა­ნის შე­მოვ­ლი­თი - თე­ლა­ვი 30კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი; ზემო ოსი­ა­უ­რი - ჩუ­მა­თე­ლე­თი - 14 კმ მო­ნაკ­ვეთ­ზე 4 ზო­ლი­ა­ნი ავ­ტო­ბა­ნი.

რი­კო­თის მო­ნაკ­ვე­თი - ჩუ­მა­თე­ლე­თი-არ­გვე­თა - რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე 2020 წლის ბო­ლოს­თვის აშენ­დე­ბა 4-ზო­ლი­ა­ნი 53-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბა­ნი, რის­თვი­საც გა­იჭ­რე­ბა 40-მდე გვი­რა­ბი და აშენ­დე­ბა 90-მდე ხიდი. რი­კო­თის ავ­ტო­ბა­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მარ­შრუ­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა ხა­რა­გა­უ­ლის შე­მოვ­ლი­თი გზა - ჩუ­მა­თე­ლე­თი - ხა­რა­გა­უ­ლი - ძი­რუ­ლა (50კმ), ზეს­ტა­ფო­ნი - ქუ­თა­ი­სის - 4-ზო­ლი­ა­ნი 15კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი - მიმ­დი­ნა­რე­ობს და დას­რულ­დე­ბა 2017 წელს. სამ­ტრე­დია - გრი­გო­ლე­თი - აშენ­დე­ბა 51 კმ-იანი 4-ზო­ლი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი, დას­რულ­დე­ბა მო­მა­ვალ ორ წე­ლი­წად­ში; გრი­გო­ლე­თი - ჩო­ლო­ქი 14 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი - მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტი­რე­ბა; ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლი­თი გზა - მიმ­დი­ნა­რე­ობს 18 კმ მონკვე­თის მშე­ნებ­ლო­ბა, ბა­თუ­მის შე­მოვ­ლი­თი გზა - 14 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი; ბა­თუ­მი (ჭო­რო­ხი) - სარ­ფი 11 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი - მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტი­რე­ბა; ასე­ვე, აშენ­დე­ბა ანაკ­ლი­ის და ფო­თის პორ­ტე­ბის ძი­რი­თად მა­გის­ტრა­ლებ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბი: გრი­გო­ლე­თი - ფო­თის 24 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი, სამ­ტრე­დია - ზუგ­დი­დის შე­მოვ­ლი­თი გზა, ანაკ­ლი­ის პორ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით - 90 კმ.

აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ძი­რი­თა­დი მა­გის­ტრა­ლის გარ­და შენ­დე­ბა თბი­ლი­სი-წი­თე­ლი ხი­დის და სა­დახ­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბა: თბი­ლი­სის შე­მოვ­ლი­თი გზა - 55კმ ; რუს­თა­ვი - წი­თე­ლი ხიდი 35 კმ; რუს­თა­ვი - სა­დახ­ლო 40 კმ; სა­მი­ვე პრო­ექ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტი­რე­ბა.

ამ მო­ნაკ­ვე­თე­ბის აშე­ნე­ბით აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ მი­ვი­ღებთ რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის გზას: წი­თე­ლი ხიდი - ანაკ­ლია - მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 2,5 სა­ა­თით. წი­თე­ლი ხიდი - სარ­ფი - მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 2 სა­ა­თით.

წი­თე­ლი ხიდი-ფოთი - მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 1,5 სა­ა­თით. სა­დახ­ლო - ანაკ­ლია - მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 3 სა­ა­თით. სა­დახ­ლო-ფოთი მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 2,5 სა­ა­თით. სა­დახ­ლო - სარ­ფი მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 2,5 სა­ა­თით. ლა­გო­დე­ხი-ანაკ­ლია მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 2,5 სა­ა­თით. ლა­გო­დე­ხი-ფოთი მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 2,5 სა­ა­თით. ლა­გო­დე­ხი-სა­დახ­ლო - მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 1,5 სა­ა­თით", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მთლი­ა­ნო­ბა­ში აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ავ­ტო­ბან­ზე უნდა აშენ­დეს 730 კმ ახა­ლი გზა.

"სრუ­ლად ყვე­ლა გზა­ზე მშე­ნებ­ლო­ბა დას­რუ­ლე­ბა 2020 წლის ბო­ლოს­თვის. ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი ორ­ზო­ლი­ა­ნი გზე­ბის ჩქა­როს­ნულ ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლე­ბად მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის შემ­დგომ გა­და­ად­გი­ლე­ბის სიჩ­ქა­რე­ე­ბი სა­შუ­ა­ლოდ გა­იზ­რდე­ბა 80-100%-ით, მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 50%-ით, ხოლო გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა 4-ჯერ.

ჩვენ გვაქვს მცხე­თა-ლარ­სის გზა, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან იგი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, გავ­ზარ­დოთ გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ირა­ნი/აზერ­ბა­ი­ჯა­ნი/სომ­ხე­თი-სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

და­გეგ­მი­ლია თბი­ლი­სი-ლარ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­იკვრე­ბა წი­თე­ლი ხიდი/სა­დახ­ლო-თბი­ლი­სი-ლარ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბა. აქ მო­ი­აზ­რე­ბა: ნა­ტახ­ტა­რი-ჟინ­ვა­ლი 28 კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი; ჟინ­ვა­ლი - ლარ­სი, ქვე­შე­თი - კო­ბის 20კმ-იანი მო­ნაკ­ვე­თი და 5-დან 7კმ-მდე სიგ­რძის გვი­რა­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში ჩრდი­ლო­ეთ-სამ­ხრეთ ავ­ტო­ბანს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვე­ნი სატ­რან­ზი­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის: ლა­გო­დე­ხი-ლარ­სი მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 1,5 სა­ა­თით; ანაკ­ლია-ლარ­სი მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 2,5 სა­ა­თით; სარ­ფი-ლარ­სი მგზავ­რო­ბის დრო შემ­ცირ­დე­ბა 3 სა­ა­თით;

ეს არის ძი­რე­უ­ლი გარ­და­ტე­ხა სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის თვი­სობ­რივ და ხა­რის­ხობ­რივ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ში," - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ამას­თან მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის დისპრო­პორ­ცი­ის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად სა­ჭი­როა რე­ფორ­მა, რომ ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­მი გახ­დეს მიმ­ზიდ­ვე­ლი სფე­რო და მო­სახ­ლე­ო­ბამ მი­ი­ღოს სა­ფუძ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდით.

"სატ­რან­ზი­ტო-სატ­ვირ­თო საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გარ­და ჩვენ ვგეგ­მავთ ტუ­რის­ტუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას.

რო­გორც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა ტუ­რის­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა. მხო­ლოდ წელს ტუ­რის­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 18%-ით წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით. 2020 წლის­თვის, არ­სე­ბუ­ლი ტემ­პით გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გვე­ყო­ლე­ბა 8 მლნ ვი­ზი­ტო­რი.

2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით ტუ­რის­ტთა თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ეწ­ვე­ვა თბი­ლისს, 40%-ზე მეტი ჩა­დის აჭა­რა­ში, 17% ქვე­მო ქარ­თლში, მხო­ლოდ 13 პრო­ცენ­ტი მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში და 7 პრო­ცენ­ტი კა­ხეთ­ში. სხვა რე­გი­ო­ნებ­ში სა­ერ­თო ნა­კა­დის მხო­ლოდ 2-3 პრო­ცენ­ტი ჩა­დის. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დისპრო­პორ­ცია აღ­მო­სა­ფხვრე­ლია და ამის­თვის არის ეს რე­ფორ­მა, რომ ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ტუ­რიზ­მი გახ­დეს მიმ­ზიდ­ვე­ლი სფე­რო და მო­სახ­ლე­ო­ბამ მი­ი­ღოს სა­ფუძ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდით.

იმის­თვის, რომ შევ­ცვა­ლოთ ეს ვი­თა­რე­ბა და ტუ­რის­ტე­ბის სტა­ბი­ლუ­რი ნა­კა­დე­ბი შევ­ქნათ ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს ტუ­რის­ტუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი გზე­ბის აშე­ნე­ბა: ხულო - ზარზმა 47 კმი­ა­ნი 2-ზო­ლი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი.

ამ მო­ნაკ­ვე­თის აშე­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სი­დან წალ­კის, ნი­ნოწ­მინ­და, ახალ­ქა­ლა­ქის-ას­პინ­ძის და გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხი­ლის გავ­ლით, ზემო აჭა­რა­ში მოხ­ვედ­რა და იქი­დან ბა­თუმ­ში გა­დას­ვლა. ამ მარ­შრუ­ტის სი­ახ­ლო­ვეს გან­ლა­გე­ბუ­ლია ულა­მა­ზე­სი ტბე­ბი - ფა­რავ­ნის და სა­ღა­მოს ტბა, ფო­კის და ზარზმის მო­ნას­ტრე­ბი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ძეგ­ლე­ბი რო­გო­რი­ცაა სა­ფა­რა, რა­ბა­თი, ვარ­ძია, ხერ­თვი­სი. ამა­ვე გზით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გო­დერ­ძის სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე ას­ვლა და 1,5 სა­ათ­ში ბა­თუმ­ში შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გას­ვლა.

ახა­ლი გზა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სხვა­დას­ხვა ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის მი­საწ­ვდო­მო­ბას, რაც უდა­ოდ გა­მო­იწ­ვევს აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლებ­ში ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის გა­ჩე­ნას; ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას; შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის ზრდას და ყო­ვე­ლი­ვე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე - ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის ზრდას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი შე­რი­გე­ბის პრო­ცე­სის და­საჩ­ქა­რებ­ლად. ჩვენ გვჯე­რა, ეს ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლიც რე­ა­ლო­ბა გახ­დე­ბა და რამ­დე­ნად­მე გაზ­რდის სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას და ცხოვ­რე­ბის დო­ნეს, ხა­რის­ხობ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს.

ეს იქ­ნე­ბა ლენ­ტე­ხი-მეს­ტი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი 38-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზა და 6 კმ გვი­რა­ბი. ამ გვი­რა­ბის აშე­ნე­ბის შემ­დეგ, უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თის უკი­დუ­რეს წერ­ტი­ლამ­დე, მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის გავ­ლით მოგ­ზა­უ­რო­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტი­რე­ბის სა­ტენ­დერო პრო­ცე­დუ­რე­ბი. ამ გზის და გვი­რა­ბის აშე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სვა­ნე­თი აღარ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სვა­ნეთ­ში მგზავ­რო­ბა ზამ­თარ­შიც და უა­მინ­დო­ბა­შიც, რაც გა­ა­უმ­ჯო­ბებს სვა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს და გაზ­რდის სვა­ნე­თის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას ტუ­რის­ტე­ბის­თვის. ეს კი გაზ­რდის ტუ­რის­ტთა რა­ო­დე­ნო­ბას წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ დროს და მეს­ტი­ის და უშ­გუ­ლის გარ­და დატ­ვირ­თავს სვა­ნე­თის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებს - თეთ­ნულდს და ჰაწ­ვალს. ბუ­ნებ­რი­ვია, შე­დე­გად სვა­ნეთ­ში უნდა ვე­ლო­დოთ ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნას, ახალ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს და რაც მთა­ვა­რია, ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს.

ამა­ვე ღერ­ძის შე­საკ­ვრე­ლად ასა­შე­ნე­ბე­ლი გვექ­ნე­ბა დუ­შე­თი-ახალ­გო­რი-ცხინ­ვა­ლის გზის მო­ნაკ­ვე­თი. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ეტაპ­ზე ამ გზის ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ ჩვენ გვჯე­რა, დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც შე­რი­გე­ბის პრო­ცე­სის შე­დე­გად, შევ­ძლებთ, სრუ­ლად ჩავ­რთოთ ეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.

ყარ­სი-ნი­ნოწ­მინ­და - ჯავა - ამ ღერ­ძის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მო­ნაკ­ვე­თი არ­სე­ბობს. ოკუ­პა­ცი­ის პრობ­ლე­მის გამო შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ მო­ნაკ­ვე­თე­ბის სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა.

ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ღერ­ძი - ახალ­ცი­ხე - მეს­ტია

ეს მარ­შრუ­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ლენ­ტე­ხი-მეს­ტი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის და გვი­რა­ბის და ასე­ვე ბაღ­და­თი - აბას­თუ­მა­ნი 60კმ-იანი ახა­ლი მო­ნაკ­ვე­თის აშე­ნე­ბის შე­დე­გად. ამ გზის სრუ­ლად ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ქუ­თა­ი­სი, შე­საძ­ლოა, პო­ტენ­ცი­უ­რად გახ­დეს თბი­ლი­სის მნიშ­ვნე­ლო­ბის ქა­ლა­ქი - ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რად, ურ­ბა­ნუ­ლად გან­ვი­თარ­დეს იმ დო­ნემ­დე, რომ გახ­დეს ისე­თი­ვე მიმ­ზიდ­ვე­ლი, რო­გორც არის თბი­ლი­სი, ცხოვ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან, ამ მი­ამ­რთუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბულ ძა­ლის­ხმე­ვას ვგეგ­მავთ. ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში, სექ­ტემ­ბრის ბო­ლო­დან, ჩა­ირ­თვე­ბა 7 ახა­ლი რე­ი­სი ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით და წვდო­მა ქუ­თა­ი­სი­სად­მი გახ­დის მას კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ბიზ­ნე­სი­სა და კერძ სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. ახა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც 60 ათას სტუ­დენტზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი და აშენ­დე­ბა ქუ­თა­ი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ერ­თი­ა­თად გაზ­რდის ქუ­თა­ი­სი­სად­მი ინ­ტე­რესს და მისი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ურ­ბა­ნუ­ლი ცენ­ტრის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

შავი ზღვის ღერ­ძი - სარ­ფი-გაგ­რა. ეს გზა, შე­მოვ­ლი­თი გზით შე­მო­უვ­ლის რამ­სა­რის ტე­რი­ტო­რი­ას, ვი­ნა­ი­დან, გა­რე­მოს დაც­ვა ჩვენ­თვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია და ეს ღერ­ძი შე­იკვრე­ბა ბა­თუ­მის, ქო­ბუ­ლე­თის შე­მოვ­ლი­თი გზე­ბის, ჩო­ლო­ქი-გრი­გო­ლე­თი-ფო­თის და სე­ნა­კი-ანაკ­ლი­ას გზე­ბის აშე­ნე­ბის შემ­დეგ. ჩვენ გვჯე­რა, დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც ამ გზის აფხა­ზე­თის მო­ნაკ­ვე­თი ასე­ვე ჩა­ერ­თვე­ბა ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ამ დიდ მან­ქა­ნა­ში, რომ­ლის აშე­ნე­ბა­საც მო­მა­ვა­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბაშ ვგეგ­მავთ.

კი­დევ ერთი ვერ­ტი­კა­ლუ­რი ღერ­ძი - თბი­ლი­სი - ახ­მე­ტა - გურ­ჯა­ა­ნის შე­მოვ­ლი­თი - თე­ლა­ვი (30კმ) გზის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ შე­იკვრე­ბა ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო წრი­უ­ლი მარ­შრუ­ტი თბი­ლი­სი-ბა­კურ­ცი­ხე-თე­ლა­ვი-ახ­მე­თა-თი­ა­ნე­თი-ჟინ­ვა­ლი-თბი­ლი­სი, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სტრან­ზი­ტო ფუნ­ქცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით და ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლე­თი და ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი რე­გი­ო­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბის­თვის. ყვე­ლა ამ პრო­ექ­ტის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო თან­და­თან ემ­სგავ­სე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით გულს, რო­მე­ლიც სრუ­ლად არის აღ­წურ­ვი­ლი კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბით, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად კვე­ბავს იმ ორ­გა­ნიზმს, რო­მელ­საც ჰქვია სა­ქარ­თვე­ლო და მის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში თა­ნაბ­რად მი­ე­წო­დე­ბა სის­ხლი, ჟანგბა­დი და ყვე­ლა რე­გი­ო­ნის სუნ­თქვა ხდე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლი. ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტი, ვი­ნა­ი­დან იგი თვი­სობ­რი­ვად, ხა­რის­ხობ­რი­ვად, ფი­ზი­კუ­რად ცვლის სა­ქარ­თვე­ლოს, მისი რე­გი­ო­ნე­ბის ცოხვრე­ბის ხა­რისხს და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ექ­ნე­ბა ზე­გავ­ლე­ნა.

ამ­დე­ნად ახა­ლი გზე­ბი, ხი­დე­ბი, გვი­რა­ბე­ბი შემ­ქნი­ან ერ­თი­ან ჩონ­ჩხს, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და შეკ­რავს ყვე­ლა რე­გი­ონს. გახ­დის მგზავ­რო­ბას უფრო უსაფრ­თხოს, რაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, სწრაფს, ად­ვილს. გა­იზ­რდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი, მათ­თვის უფრო ად­ვი­ლი გახ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა, ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ყვე­ლა ძი­რი­თა­დი სი­ცო­ცხლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­დე­გად შემ­ქნი­ლი ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი: ზემო იმე­რე­თი­სა და რა­ჭის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი 55 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი გზა. და უნი­კა­ლუ­რი გზა სნო - ჯუთა - როშ­კა - შა­ტი­ლი - ომა­ლო - ფშა­ვე­ლის 200კმ-იანი გზა, რო­მე­ლიც და­ა­კავ­ში­რებს ქვეყ­ნის მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებს. ეს იქ­ნე­ბა ექ­სტრემ­ლუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი გზა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში ზღვის დო­ნი­დან 3000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე გა­ივ­ლის და რო­გორც ტუ­რის­ტებს, ასე­ვე ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს უნი­კა­ლუ­რი ლან­დშაფ­ტე­ბის და კულ­ტუ­რის გა­ზი­ა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს", - დას­ძი­ნა პრე­მი­ერ­მა.

კვი­რი­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, დიდი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ სატ­რან­ზი­ტო ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლებ­საც.

"გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­მოს­ვლე­ბის 87.8% მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ზე მო­დის, აღ­ნიშ­ნუ­ლი სეგ­მენ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტუ­რიზ­მის ზრდის ღვალ­საზ­რი­სიღ. ლი­დე­რი ქვეყ­ნე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­მოს­ვლე­ბის მი­ხედ­ვით არი­ან ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი და სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტებ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს პრო­ექ­ტი.

არ შე­მიძ­ლია არ ავღ­ნიშ­ნო ის და­მა­ტე­ბი­თი სარ­გე­ბე­ლი, რო­მელ­საც მი­ი­ღე­ბენ რე­გი­ო­ნე­ბი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­დან. 2020 წლი­სათ­ვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა 40,000-ზე მეტი და­მა­ტე­ბი­თი სა­წო­ლი ად­გი­ლი გან­თავ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, რაც თა­ვის მხრივ მოქ­მე­დებს და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე და ქმნის 20,000-ზე მეტ ახალ სა­მუ­შაო ად­გილს მარ­ტო პირ­და­პი­რი წე­სით.

წრი­უ­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი გზე­ბი - ახა­ლი გზე­ბის გა­ჩე­ნით და­მა­ტე­ბით ეფექტს მი­ვი­ღებთ - გაჩ­ნდე­ბა ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი - წრი­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი.

გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ეფექ­ტის მოხ­დე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ისე­თი გზე­ბის არ­სე­ბო­ბით რო­გო­რი­ცაა: ქუ­თა­ი­სი­დან ქვე­მო სვა­ნე­თის გავ­ლით ზემო სვა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა და შემ­დგომ სა­მეგ­რე­ლოს გავ­ლით ქუ­თა­ის­თან ან აჭა­რის რე­გი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბა, აჭა­რი­სა კი - სამ­ცხეს­თან.

ან არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სო წრი­უ­ლი მარ­შრუ­ტი თბი­ლი­სი-ბა­კურ­ცი­ხე-თე­ლა­ვი-ახ­მე­თა-თი­ა­ნე­თი-ჟინ­ვა­ლი-თბი­ლი­სი, რაც ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბა ტუ­რის­ტე­ბის­თვის. რად­გან ამ მარ­შრუ­ტებ­ზე არის უამ­რა­ვი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი, რაც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის წარ­მო­ჩე­ნის­თვის," - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით, მთლი­ა­ნო­ბა­ში 2020 წლის ჩათ­ვლით და­გეგ­მი­ლია მშე­ნებ­ლო­ბა-რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­დეს 1000 კმ-მდე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზას, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 3,5 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს, ხოლო მათ შო­რის იგეგ­მე­ბა 550 კმ ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. შე­და­რე­ბის­თვის, 2013-2015 წლებ­ში აშენ­და 84 კმ ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი, 2006-2012 წლებ­ში აშენ­და 68 კმ ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი.

"ხი­დე­ბი - 2006-2015 წლებ­ში აშენ­და 150-მდე ახა­ლი სა­ხი­დე გა­და­სას­ვლე­ლი. 2016-2020 წლებ­ში და­გეგ­მი­ლია 300-მდე სა­ხი­დე გა­და­სას­ვლე­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, მათ შო­რის 100-მდე სა­ხი­დე გა­და­სას­ვლე­ლი აშენ­დე­ბა მხო­ლოდ რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე.

გვი­რა­ბე­ბი - 2006-2015 წლებ­ში აშენ­და 6 სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბი. 2016-2020 წლებ­ში და­გეგ­მი­ლია 50 სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, მათ შო­რის, რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე 40 სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბი.

და­მა­ტე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. 2016-2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია 800 კმ-მდე გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

ყო­ველ­წლი­უ­რად სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე სა­შუ­ა­ლოდ და­საქმდე­ბა 30-40 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი პირ­და­პი­რი გზით. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მაა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა კონ­კრე­ტულ გათ­ვლებს; არის გათ­ვლი­ლი რო­გორც ფი­ნან­სურ, ასე­ვე ადა­მი­ა­ნურ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურ­სზე და აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ა­ლის­ტუ­რია, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­წე­რი­ლია, ზუს­ტად ვი­ცით, რო­დის რას ვი­წყებთ, რა დროს უნდა და­ი­წყოს, რა დროს უნდა ჩა­ბარ­დეს და 2020 წლის ბო­ლოს­თვის მთე­ლი ეს რე­ა­ლო­ბა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი, რაც გარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში,"- აღ­ნიშ­ნა მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

არნახული ცვლილებები საქართველოს ინფრასტრუქტურაში - სად აშენდება ახალი გზები, ხიდები და გვირაბები მომდევნო 4 წელიწადში

არნახული ცვლილებები საქართველოს ინფრასტრუქტურაში - სად აშენდება ახალი გზები, ხიდები და გვირაბები მომდევნო 4 წელიწადში

მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია მშენებლობა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს 1000 კმ-მდე საავტომობილო გზას, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "რუმსში", სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერმა პრეზენტაციისას დეტალურად ისაუბრა, თუ რა პროექტების განხორციელებას გეგმავს საქართველოს მთავრობა 4 წლის განმავლობაში.

"აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის დასასრულებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში აშენდება შემდეგი მონაკვეთები: თბილისი-ლაგოდეხის ავტობანი: ლაგოდეხი - წნორი - ბაკურციხე (56კმ); ბაკურციხე - თბილისი - 80კმ მონაკვეთი, გურჯაანის შემოვლითი - თელავი 30კმ-იანი მონაკვეთი; ზემო ოსიაური - ჩუმათელეთი - 14 კმ მონაკვეთზე 4 ზოლიანი ავტობანი.

რიკოთის მონაკვეთი - ჩუმათელეთი-არგვეთა - რიკოთის უღელტეხილზე 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება 4-ზოლიანი 53-კილომეტრიანი ავტობანი, რისთვისაც გაიჭრება 40-მდე გვირაბი და აშენდება 90-მდე ხიდი. რიკოთის ავტობანის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება ხარაგაულის შემოვლითი გზა - ჩუმათელეთი - ხარაგაული - ძირულა (50კმ), ზესტაფონი - ქუთაისის - 4-ზოლიანი 15კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს და დასრულდება 2017 წელს. სამტრედია - გრიგოლეთი - აშენდება 51 კმ-იანი 4-ზოლიანი მონაკვეთი, დასრულდება მომავალ ორ წელიწადში; გრიგოლეთი - ჩოლოქი 14 კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს პროექტირება; ქობულეთის შემოვლითი გზა - მიმდინარეობს 18 კმ მონკვეთის მშენებლობა, ბათუმის შემოვლითი გზა - 14 კმ-იანი მონაკვეთი; ბათუმი (ჭოროხი) - სარფი 11 კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს პროექტირება; ასევე, აშენდება ანაკლიის და ფოთის პორტების ძირითად მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები: გრიგოლეთი - ფოთის 24 კმ-იანი მონაკვეთი, სამტრედია - ზუგდიდის შემოვლითი გზა, ანაკლიის პორტის გათვალისწინებით - 90 კმ.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ძირითადი მაგისტრალის გარდა შენდება თბილისი-წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულება: თბილისის შემოვლითი გზა - 55კმ ; რუსთავი - წითელი ხიდი 35 კმ; რუსთავი - სადახლო 40 კმ; სამივე პროექტზე მიმდინარეობს პროექტირება.

ამ მონაკვეთების აშენებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამედროვე სტანდარტების გზას: წითელი ხიდი - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. წითელი ხიდი - სარფი - მგზავრობის დრო შემცირდება 2 საათით.

წითელი ხიდი-ფოთი - მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 საათით. სადახლო - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 3 საათით. სადახლო-ფოთი მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. სადახლო - სარფი მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. ლაგოდეხი-ანაკლია მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. ლაგოდეხი-ფოთი მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით. ლაგოდეხი-სადახლო - მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 საათით", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე უნდა აშენდეს 730 კმ ახალი გზა.

"სრულად ყველა გზაზე მშენებლობა დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის. ამჟამად არსებული ორზოლიანი გზების ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებად მოდერნიზაციის შემდგომ გადაადგილების სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%-ით, მგზავრობის დრო შემცირდება საშუალოდ 50%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 4-ჯერ.

ჩვენ გვაქვს მცხეთა-ლარსის გზა, რომელიც არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განვითარება, ვინაიდან იგი მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ გამტარუნარიანობა ირანი/აზერბაიჯანი/სომხეთი-საქართველო-რუსეთის მიმართულებით.

დაგეგმილია თბილისი-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის მეშვეობით შეიკვრება წითელი ხიდი/სადახლო-თბილისი-ლარსის მიმართულება. აქ მოიაზრება: ნატახტარი-ჟინვალი 28 კმ-იანი მონაკვეთი; ჟინვალი - ლარსი, ქვეშეთი - კობის 20კმ-იანი მონაკვეთი და 5-დან 7კმ-მდე სიგრძის გვირაბი მთლიანობაში ჩრდილოეთ-სამხრეთ ავტობანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის: ლაგოდეხი-ლარსი მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 საათით; ანაკლია-ლარსი მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით; სარფი-ლარსი მგზავრობის დრო შემცირდება 3 საათით;

ეს არის ძირეული გარდატეხა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებში," - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ტურიზმის დისპროპორციის აღმოსაფხვრელად საჭიროა რეფორმა, რომ ყველა რეგიონში ტურიზმი გახდეს მიმზიდველი სფერო და მოსახლეობამ მიიღოს საფუძველი ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით.

"სატრანზიტო-სატვირთო საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა ჩვენ ვგეგმავთ ტურისტულად საინტერესო საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოში მუდმივად იზრდება ტურისტთა რაოდენობა. მხოლოდ წელს ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა 18%-ით წინა წლებთან შედარებით. 2020 წლისთვის, არსებული ტემპით გაგრძელების შემთხვევაში გვეყოლება 8 მლნ ვიზიტორი.

2015 წლის მონაცემებით ტურისტთა თითქმის ნახევარი ეწვევა თბილისს, 40%-ზე მეტი ჩადის აჭარაში, 17% ქვემო ქართლში, მხოლოდ 13 პროცენტი მცხეთა-მთიანეთში და 7 პროცენტი კახეთში. სხვა რეგიონებში საერთო ნაკადის მხოლოდ 2-3 პროცენტი ჩადის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისპროპორცია აღმოსაფხვრელია და ამისთვის არის ეს რეფორმა, რომ ყველა რეგიონში ტურიზმი გახდეს მიმზიდველი სფერო და მოსახლეობამ მიიღოს საფუძველი ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით.

იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს ვითარება და ტურისტების სტაბილური ნაკადები შევქნათ ყველა რეგიონში, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ტურისტულად საინტერესო ახალი გზების აშენება: ხულო - ზარზმა 47 კმიანი 2-ზოლიანი მონაკვეთი.

ამ მონაკვეთის აშენებით შესაძლებელი იქნება თბილისიდან წალკის, ნინოწმინდა, ახალქალაქის-ასპინძის და გოდერძის უღელტეხილის გავლით, ზემო აჭარაში მოხვედრა და იქიდან ბათუმში გადასვლა. ამ მარშრუტის სიახლოვეს განლაგებულია ულამაზესი ტბები - ფარავნის და საღამოს ტბა, ფოკის და ზარზმის მონასტრები, სამცხე-ჯავახეთის ძეგლები როგორიცაა საფარა, რაბათი, ვარძია, ხერთვისი. ამავე გზით შესაძლებელი იქნება გოდერძის სათხილამურო კურორტზე ასვლა და 1,5 საათში ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე გასვლა.

ახალი გზა გააუმჯობესებს სხვადასხვა ტურისტული ადგილების მისაწვდომობას, რაც უდაოდ გამოიწვევს აღნიშნულ ადგილებში ახალი შეთავაზებების გაჩენას; ინვესტიციების მოზიდვას; შიდა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადის ზრდას და ყოველივე აქედან გამომდინარე - ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.

მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან აქტიური, კონკრეტული ნაბიჯები შერიგების პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, ეს ჰორიზონტალური მაგისტრალიც რეალობა გახდება და რამდენადმე გაზრდის საქართველოს მთიანი რეგიონების ხელმისაწვდომობას და ცხოვრების დონეს, ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ეს იქნება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ გვირაბი. ამ გვირაბის აშენების შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილამდე, მთიანი რეგიონების გავლით მოგზაურობა. მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. ამ გზის და გვირაბის აშენების შემთხვევაში სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება. შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც, რაც გააუმჯობებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ეს კი გაზრდის ტურისტთა რაოდენობას წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და მესტიის და უშგულის გარდა დატვირთავს სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებს - თეთნულდს და ჰაწვალს. ბუნებრივია, შედეგად სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს.

ამავე ღერძის შესაკვრელად ასაშენებელი გვექნება დუშეთი-ახალგორი-ცხინვალის გზის მონაკვეთი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ გზის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც შერიგების პროცესის შედეგად, შევძლებთ, სრულად ჩავრთოთ ეს ინფრასტრუქტურა ქვეყნის მშენებლობის და განვითარების პროცესში.

ყარსი-ნინოწმინდა - ჯავა - ამ ღერძის პრაქტიკულად ყველა მონაკვეთი არსებობს. ოკუპაციის პრობლემის გამო შეუძლებელია ამ მონაკვეთების სრულად გამოყენება.

ასევე ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ღერძი - ახალციხე - მესტია

ეს მარშრუტი ხელმისაწვდომი გახდება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის და ასევე ბაღდათი - აბასთუმანი 60კმ-იანი ახალი მონაკვეთის აშენების შედეგად. ამ გზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ქუთაისი, შესაძლოა, პოტენციურად გახდეს თბილისის მნიშვნელობის ქალაქი - ფუნქციონალურად, ურბანულად განვითარდეს იმ დონემდე, რომ გახდეს ისეთივე მიმზიდველი, როგორც არის თბილისი, ცხოვრების თვალსაზრისით. ეს არის აბსოლუტური რეალობა, ვინაიდან, ამ მიამრთულებით განსაკუთრებულ ძალისხმევას ვგეგმავთ. ქუთაისის აეროპორტში, სექტემბრის ბოლოდან, ჩაირთვება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით და წვდომა ქუთაისისადმი გახდის მას კიდევ უფრო საინტერესოს ტურისტებისთვის, ბიზნესისა და კერძ სექტორის წარმომადგენლებისთვის. ახალი უნივერსიტეტი, სტუდენტური ქალაქი, რომელიც 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი და აშენდება ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთიათად გაზრდის ქუთაისისადმი ინტერესს და მისი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურბანული ცენტრის მნიშვნელობას.

შავი ზღვის ღერძი - სარფი-გაგრა. ეს გზა, შემოვლითი გზით შემოუვლის რამსარის ტერიტორიას, ვინაიდან, გარემოს დაცვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ეს ღერძი შეიკვრება ბათუმის, ქობულეთის შემოვლითი გზების, ჩოლოქი-გრიგოლეთი-ფოთის და სენაკი-ანაკლიას გზების აშენების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც ამ გზის აფხაზეთის მონაკვეთი ასევე ჩაერთვება ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების ამ დიდ მანქანაში, რომლის აშენებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშ ვგეგმავთ.

კიდევ ერთი ვერტიკალური ღერძი - თბილისი - ახმეტა - გურჯაანის შემოვლითი - თელავი (30კმ) გზის გაკეთების შემდეგ შეიკვრება ახალი საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეთა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტრანზიტო ფუნქციის განვითარების კუთხით და ქვეყნის აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ყველა ამ პროექტის შედეგად, საქართველო თანდათან ემსგავსება დაახლოებით გულს, რომელიც სრულად არის აღწურვილი კორონარული არტერიებით, რომელიც მთლიანად კვებავს იმ ორგანიზმს, რომელსაც ჰქვია საქართველო და მის ყველა რეგიონში თანაბრად მიეწოდება სისხლი, ჟანგბადი და ყველა რეგიონის სუნთქვა ხდება აბსოლუტურად გამართული. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ვინაიდან იგი თვისობრივად, ხარისხობრივად, ფიზიკურად ცვლის საქართველოს, მისი რეგიონების ცოხვრების ხარისხს და თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე ექნება ზეგავლენა.

ამდენად ახალი გზები, ხიდები, გვირაბები შემქნიან ერთიან ჩონჩხს, რომელიც გააერთიანებს და შეკრავს ყველა რეგიონს. გახდის მგზავრობას უფრო უსაფრთხოს, რაც უმნიშვნელოვანესია, სწრაფს, ადვილს. გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, მათთვის უფრო ადვილი გახდება გადაადგილება, ასევე ხელმისაწვდომი გახდება ყველა ძირითადი სიცოცხლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

ახალი ინფრასტრუქტურის შედეგად შემქნილი ახალი ტურისტული მარშრუტები: ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 55 კილომეტრიანი გზა. და უნიკალური გზა სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ფშაველის 200კმ-იანი გზა, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებს. ეს იქნება ექსტრემლური ტურისტული გზა, რომელიც გარკვეულ ადგილებში ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე გაივლის და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნიკალური ლანდშაფტების და კულტურის გაზიარების საშუალებას მისცემს", - დასძინა პრემიერმა.

კვირიკაშვილის შეფასებით, დიდი ტურისტული პოტენციალი აქვთ სატრანზიტო ავტომაგისტრალებსაც.

"გამომდინარე იქედან, რომ საერთაშორისო შემოსვლების 87.8% მეზობელ ქვეყნებზე მოდის, აღნიშნული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ზრდის ღვალსაზრისიღ. ლიდერი ქვეყნები საერთაშორისო შემოსვლების მიხედვით არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები და სწორედ აღნიშნული ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს პროექტი.

არ შემიძლია არ ავღნიშნო ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც მიიღებენ რეგიონები ტურიზმის განვითარებიდან. 2020 წლისათვის საჭირო იქნება 40,000-ზე მეტი დამატებითი საწოლი ადგილი განთავსების საშუალებებში, რაც თავის მხრივ მოქმედებს დასაქმების მაჩვენებელზე და ქმნის 20,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს მარტო პირდაპირი წესით.

წრიული რეგიონული გზები - ახალი გზების გაჩენით დამატებით ეფექტს მივიღებთ - გაჩნდება ახალი ტურისტული მარშრუტები - წრიული მარშრუტები.

განუმეორებელი ეფექტის მოხდენა შესაძლებელი გახდება ისეთი გზების არსებობით როგორიცაა: ქუთაისიდან ქვემო სვანეთის გავლით ზემო სვანეთთან დაკავშირება და შემდგომ სამეგრელოს გავლით ქუთაისთან ან აჭარის რეგიონთან დაკავშირება, აჭარისა კი - სამცხესთან.

ან არანაკლებ საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეთა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რაც ვფიქრობთ, ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. რადგან ამ მარშრუტებზე არის უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც საინტერესო იქნება ქვეყნის წარმოჩენისთვის," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია მშენებლობა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს 1000 კმ-მდე საავტომობილო გზას, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა. შედარებისთვის, 2013-2015 წლებში აშენდა 84 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2006-2012 წლებში აშენდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.

"ხიდები - 2006-2015 წლებში აშენდა 150-მდე ახალი სახიდე გადასასვლელი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 300-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის 100-მდე სახიდე გადასასვლელი აშენდება მხოლოდ რიკოთის უღელტეხილზე.

გვირაბები - 2006-2015 წლებში აშენდა 6 საავტომობილო გვირაბი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 40 საავტომობილო გვირაბი.

დამატებით გაგრძელდება არსებული გზების რეაბილიტაცია. 2016-2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.

ყოველწლიურად სამშენებლო სამუშაოებზე საშუალოდ დასაქმდება 30-40 ათასამდე ადამიანი პირდაპირი გზით. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმაა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ გათვლებს; არის გათვლილი როგორც ფინანსურ, ასევე ადამიანურ, ადმინისტრაციულ რესურსზე და აბსოლუტურად რეალისტურია, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია, ზუსტად ვიცით, როდის რას ვიწყებთ, რა დროს უნდა დაიწყოს, რა დროს უნდა ჩაბარდეს და 2020 წლის ბოლოსთვის მთელი ეს რეალობა იქნება საქართველოში შექმნილი, რაც გარღვევა იქნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი