პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაესტრო“ და GDS ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ
„იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაესტრო“ და GDS ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ

ოთხი ტე­ლე­კომ­პა­ნია - "იმე­დი", სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, "მა­ესტრო" და GDS 8 ოქ­ტომ­ბერს, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, ეგ­ზიტ­პოლს ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ა­ტა­რებს.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან იმი­სათ­ვის, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გამჭვირ­ვა­ლედ ჩა­ტა­რე­ბას შე­უ­წყონ ხელი და მათი მეშ­ვე­ო­ბით მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვის­თა­ნა­ვე შე­ი­ტყოს ინ­ფორ­მა­ცია არ­ჩევ­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

"ეგ­ზიტ­პო­ლის მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვი­ეს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია TNS Opinion. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მელ­საც 40-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში 500-ზე მეტი კვლე­ვა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. TNS Opinion გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლეს სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუფ­ში – Kantar (კომ­პა­ნი­ას­თან სამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას - "იმედს", "მა­ესტრო­სა" და GDS-ს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს, ამ ეტაპ­ზე მას­სა და კომ­პა­ნი­ას შო­რის კონ­ტრაქ­ტის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს).

სა­კუ­თა­რი კვლე­ვე­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, TNS Opinion ხელს უწყობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებს, პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და კორ­პო­რა­ტი­ულ კლი­ენ­ტებს, და­გეგ­მონ სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, შე­ი­მუ­შა­ონ ეფექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კა და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის კურ­სი.

კომ­პა­ნი­ას ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის უკვე 50 წე­ლია, ეგ­ზიტ­პო­ლებს ევ­რო­პა­სა და აზი­ის ქვეყ­ნებ­ში ატა­რებს, მათ შო­რი­საა საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, პო­ლო­ნე­თი, ჰო­ლან­დია, შვე­დე­თი, და­ნია, ეს­პა­ნე­თი და სამ­ხრეთ კო­რეა. გერ­მა­ნი­ა­ში კომ­პა­ნი­ას 78 ეგ­ზიტ­პო­ლი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია. TNS Opinion- ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლი კი ნიშ­ნავს მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ და მე­თო­დო­ლო­გი­ურ შე­ფა­სე­ბას.

ეგ­ზიტ­პო­ლის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ებს, TNS Opinion-ის მიერ გა­წე­რი­ლი გეგ­მით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი­სა და ბიზ­ნე­სის კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი "გორ­ბი" ჩა­ა­ტა­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

ეგ­ზიტ­პო­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ე.წ. "ველ­ზე" 900 ადა­მი­ან­ზე მეტი იმუ­შა­ვებს. ისი­ნი ამომ­რჩევ­ლებს 320 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე გა­მო­კი­თხა­ვენ", -ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომ­პა­ნია TNS Opinion-ის მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რის, პას­კალ ჩე­ლა­ლას გა­ცხა­დე­ბით, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ეგ­ზიტ­პო­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

"მო­ხა­რუ­ლი ვართ, მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია, აერ­თი­ა­ნებს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ მე­თო­დებ­სა და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ად­გი­ლობ­რივ კვლე­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რაც გა­რან­ტი­აა იმი­სა, რომ ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ეგ­ზიტ­პო­ლი, რო­მე­ლიც კი ოდეს­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ ათე­უ­ლო­ბით კვლე­ვა, რო­მელ­მაც შე­ის­წავ­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ, პო­ლი­ტი­კურ და საქ­მი­ან სა­კი­თხებ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის­თვის, მსოფ­ლიო ბან­კის­თვის და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის. ჩვენ, ასე­ვე, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გვაქვს ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი არა­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და პას­კალ ჩე­ლა­ლამ.

ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბი სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვის­თა­ნა­ვე, 20:00 სა­ა­თი­დან გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის - "იმე­დის", სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის, "მა­ესტრო­სა" და GDS-ის მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­ღებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

„იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაესტრო“ და GDS ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ

„იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაესტრო“ და GDS ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ

ოთხი ტელეკომპანია - „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაესტრო“ და GDS 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ტელეკომპანიები ერთიანდებიან იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას შეუწყონ ხელი და მათი მეშვეობით მოსახლეობამ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე შეიტყოს ინფორმაცია არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ.

”ეგზიტპოლის მაღალპროფესიულად ჩატარების მიზნით, ტელეკომპანიებმა საქართველოში მოიწვიეს მსოფლიოში აღიარებული კომპანია TNS Opinion. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელსაც 40-ზე მეტ ქვეყანაში 500-ზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული. TNS Opinion გაერთიანებულია მსოფლიოს უმსხვილეს საინფორმაციო და საკონსულტაციო ჯგუფში – Kantar (კომპანიასთან სამ ტელეკომპანიას - „იმედს“, „მაესტროსა“ და GDS-ს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამ ეტაპზე მასსა და კომპანიას შორის კონტრაქტის დეტალების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს).

საკუთარი კვლევებისა და კონსულტაციების საფუძველზე, TNS Opinion ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვლევით ინსტიტუტებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და კორპორატიულ კლიენტებს, დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა, შეიმუშაონ ეფექტური პოლიტიკა და ჩამოაყალიბონ გადაწყვეტილებების მიღების კურსი.

კომპანიას ეგზიტპოლების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უკვე 50 წელია, ეგზიტპოლებს ევროპასა და აზიის ქვეყნებში ატარებს, მათ შორისაა საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ჰოლანდია, შვედეთი, დანია, ესპანეთი და სამხრეთ კორეა. გერმანიაში კომპანიას 78 ეგზიტპოლი აქვს ჩატარებული.

პროფესიულ დონეზე ჩატარებული ეგზიტპოლი არჩევნების გამჭვირვალობის ერთ-ერთი კომპონენტია. TNS Opinion- ის მიერ მომზადებული ეგზიტპოლი კი ნიშნავს მოსალოდნელი შედეგების დამოუკიდებელ და მეთოდოლოგიურ შეფასებას.

ეგზიტპოლის საველე სამუშაოებს, TNS Opinion-ის მიერ გაწერილი გეგმით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი „გორბი“ ჩაატარებს. შესაბამისად, საველე სამუშაოებზე აღნიშნული კომპანია იქნება პასუხისმგებელი.

ეგზიტპოლის ჩასატარებლად ე.წ. „ველზე“ 900 ადამიანზე მეტი იმუშავებს. ისინი ამომრჩევლებს 320 საარჩევნო უბანზე გამოკითხავენ”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანია TNS Opinion-ის მმართველი დირექტორის, პასკალ ჩელალას გაცხადებით, ეს იქნება ყველაზე კვალიფიციური ეგზიტპოლი, რომელიც საქართველოში ჩატარებულა.

„მოხარული ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ქართული დემოკრატიის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში. ცოდნა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ მეთოდებსა და დიდი გამოცდილების მქონე ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციას, რაც გარანტიაა იმისა, რომ ეს იქნება ყველაზე კვალიფიციური ეგზიტპოლი, რომელიც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ ათეულობით კვლევა, რომელმაც შეისწავლა საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ და საქმიან საკითხებზე ევროკავშირისთვის, მსოფლიო ბანკისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის. ჩვენ, ასევე, ჩატარებული გვაქვს ეგზიტპოლები არაერთ ევროპულ ქვეყანაში“, - განაცხადა პასკალ ჩელალამ.

ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, 20:00 საათიდან გახდება ცნობილი. მაყურებელი შედეგების შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიების - „იმედის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „მაესტროსა“ და GDS-ის მეშვეობით მიიღებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."