საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიელმა თინეიჯერმა მშობლებს უჩივლა, რადგან მათ გოგონას ბავშვობის ფოტოები "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს
ავსტრიელმა თინეიჯერმა მშობლებს უჩივლა, რადგან მათ გოგონას ბავშვობის ფოტოები "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს

ფრთხი­ლად მშობ­ლე­ბო! ერთ დღე­საც შე­საძ­ლოა თქვენ­მა შვი­ლებ­მა სა­სა­მარ­თლო­ში გი­ჩივ­ლონ მათი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბის­თვის. ასე და­ე­მარ­თათ ავ­სტი­ელ მშობ­ლებს, რომ­ლებ­მაც უწყი­ნა­რი მიზ­ნე­ბით მათი ქა­ლიშ­ვი­ლის ბავ­შვო­ბის ფოტო გა­ნა­თავ­სეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ახლა გო­გო­ნა მშობ­ლებს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის და მო­ი­თხოვს, მათ "ფე­ის­ბუ­ქი­დან" შვი­ლის ბავ­შვო­ბის ფო­ტო­ე­ბი აი­ღონ. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო მსგავს საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს.

18 წლის გო­გო­ნა, რომ­ლის სა­ხე­ლიც არ სა­ჯა­როვ­დე­ბა, ამ­ბობს, რომ მშობ­ლე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი უხერ­ხუ­ლო­ბას უქ­მნის და მისი პი­რა­დი სივ­რცე ირ­ღვე­ვა. "მათ არც სირ­ცხვი­ლი იცი­ან და არც ზღვა­რი. არ ადარ­დებთ, უნი­ტაზ­ზე ვზი­ვარ, თუ შიშ­ვე­ლი ვწე­ვარ სა­წოლ­ზე, ყვე­ლა ოჯა­ხუ­რი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს", - ამ­ბობს გო­გო­ნა.

მი­სი­ვე თქმით, არა­ერ­თხელ სთხო­ვა მშობ­ლებს ფო­ტო­ე­ბი აე­ღოთ, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 500-მდეა, მაგ­რამ მათ უარი გა­ნუ­ცხა­დეს. ამი­ტომ გო­გო­ნამ გა­და­წყვი­ტა სა­სა­მარ­თლო­ში ეჩივ­ლა. "და­ვი­ღა­ლე იმით, რომ მშობ­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღ­მიქ­ვა­მენ" - გა­ნა­ცხა­და მან.

გო­გო­ნას დედ-მა­მამ ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუ­ქის" 700-ზე მეტ მე­გო­ბარს გა­უ­ზი­ა­რეს. რო­გორც მა­მამ ქა­ლიშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და, მან თა­ვად გა­და­ი­ღო ფო­ტო­ე­ბი, ამი­ტომ მათი გან­კარ­გვა მისი ნება იყო. საქ­მის გან­ხილ­ვა ნო­ემ­ბრის­თვი­საა და­ნიშ­ნუ­ლი, გო­გო­ნას ად­ვო­კა­ტის მა­იკლ რე­მის თქმით, მას დიდი შან­სი აქვს, საქ­მე მო­ი­გოს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Telegraph.co.uk-ს მი­ხედ­ვით

ავსტრიელმა თინეიჯერმა მშობლებს უჩივლა, რადგან მათ გოგონას ბავშვობის ფოტოები "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს

ავსტრიელმა თინეიჯერმა მშობლებს უჩივლა, რადგან მათ გოგონას ბავშვობის ფოტოები "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს

ფრთხილად მშობლებო! ერთ დღესაც შესაძლოა თქვენმა შვილებმა სასამართლოში გიჩივლონ მათი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის. ასე დაემართათ ავსტიელ მშობლებს, რომლებმაც უწყინარი მიზნებით მათი ქალიშვილის ბავშვობის ფოტო განათავსეს სოციალურ ქსელში.

ახლა გოგონა მშობლებს სასამართლოში უჩივის და მოითხოვს, მათ "ფეისბუქიდან" შვილის ბავშვობის ფოტოები აიღონ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლო მსგავს საქმეს განიხილავს.

18 წლის გოგონა, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, ამბობს, რომ მშობლების მიერ გამოქვეყნებული ფოტოები უხერხულობას უქმნის და მისი პირადი სივრცე ირღვევა. "მათ არც სირცხვილი იციან და არც ზღვარი. არ ადარდებთ, უნიტაზზე ვზივარ, თუ შიშველი ვწევარ საწოლზე, ყველა ოჯახური ფოტო გამოაქვეყნეს", - ამბობს გოგონა.

მისივე თქმით, არაერთხელ სთხოვა მშობლებს ფოტოები აეღოთ, რომელთა რაოდენობა 500-მდეა, მაგრამ მათ უარი განუცხადეს. ამიტომ გოგონამ გადაწყვიტა სასამართლოში ეჩივლა. "დავიღალე იმით, რომ მშობლები სერიოზულად არ აღმიქვამენ" - განაცხადა მან.

გოგონას დედ-მამამ ფოტოები "ფეისბუქის" 700-ზე მეტ მეგობარს გაუზიარეს. როგორც მამამ ქალიშვილს განუცხადა, მან თავად გადაიღო ფოტოები, ამიტომ მათი განკარგვა მისი ნება იყო. საქმის განხილვა ნოემბრისთვისაა დანიშნული, გოგონას ადვოკატის მაიკლ რემის თქმით, მას დიდი შანსი აქვს, საქმე მოიგოს.

მომზადებულია Telegraph.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს