სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი დარბაზი ტიროდა... ვერც მე ვიკავებდი ცრემლს" - როგორ შეუყვარდა პატრიარქს კლასიკური მუსიკა
"მთელი დარბაზი ტიროდა... ვერც მე ვიკავებდი ცრემლს" - როგორ შეუყვარდა პატრიარქს კლასიკური მუსიკა

ილია მე­ო­რის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლია. პატ­რი­არ­ქის სა­გა­ლობ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. გულ­ში­ჩამ­წვდო­მი, სადა და მე­ლო­დი­უ­რი სა­გა­ლობ­ლე­ბი პირ­ვე­ლი­ვე მოს­მე­ნის­თა­ნა­ვე ახ­ლო­ბე­ლი ხდე­ბა მსმე­ნე­ლის­თვის. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ცნო­ბი­ლი ქმნი­ლე­ბე­ბია: "კი­რიე ელე­ი­სონ", "და­ვი­ღა­ლე", "ავე მა­რია" და ა.შ.

პატ­რი­არ­ქის პი­რად არ­ქივ­ში არის ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ილია მე­ო­რე მისი და მუ­სი­კის და­მე­გობ­რე­ბის ის­ტო­რი­ას აღ­წერს:

"სე­მი­ნა­რი­ა­სა და აკა­დე­მი­ა­ში კარ­გი მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავ­და - აქ­სი­ო­ნო­ვი მი­ხა­ილ ნი­კო­ლა­ე­ვი­ჩი, რო­მელ­საც მე­ფის დროს ჰქონ­და გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

იგი გან­სა­კუთ­რე­ბით გვამ­ზა­დებ­და ხოლ­მე რუ­სე­თის პატ­რი­არქ ალექ­სი I-თან შე­სახ­ვედ­რად. პატ­რი­არ­ქი ალექ­სი არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი წარ­მო­შო­ბის დიდ­გვა­რო­ვა­ნი იყო, ფრი­ად გან­სწავ­ლუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, გვა­რად სი­მანსკი. სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რა სამი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბო­და: პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოხ­სე­ნე­ბე­ბი, მე­ო­რე - სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლე­ბი, მე­სა­მე - კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა: სა­გუნ­დო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ნა­წყვე­ტე­ბი ოპე­რე­ბი­დან... გუნდში 120 წევ­რი ვი­ყა­ვით; ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან

კარ­გად გა­მოგ­ვდი­ო­და...

აკა­დე­მი­ა­ში ყოფ­ნი­სას ჩემ­თან ოთახ­ში ცხოვ­რობ­და სტუ­დენ­ტი ლი­ბა­ნი­დან, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი არა­ბი. აკა­დე­მი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პა­ტი­ვი გვცა და დაგ­ვიდ­გეს ფის­ჰარ­მო­ნია.ხან­და­ხან ვუკ­რავ­დით, ვარ­ჩევ­დით ნო­ტებს. ზოგ­ჯერ ჩავ­დი­ო­დით მოს­კოვ­ში (აკა­დე­მია და­შო­რე­ბუ­ლია მოს­კო­ვი­დან 70 კი­ლო­მეტ­რით), ვეს­წრე­ბო­დით სა­ო­პე­რო დად­გმებს დიდ თე­ატ­რში და ხან და ხან ვრჩე­ბო­დით კი­დეც იქ, ერთ მო­ხუ­ცე­ბულ მო­ნა­ზონ­თან, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბო­და სტუ­დენ­ტებს. ოპე­რის გამო ზოგ­ჯერ აკა­დე­მი­ა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც მივ­დი­ო­დით და როცა გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ სად იყა­ვი­თო, ვპა­სუ­ხობ­დით, - ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში.

მახ­სენ­დე­ბა 1957 წელი (თუ არ ვცდე­ბი), ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის დღე­ე­ბი მოს­კოვ­ში, რო­მე­ლიც გა­იხ­სნა "და­ი­სით" დიდ თე­ატ­რში. სტუ­დენ­ტე­ბი წა­ვე­დით. ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძე ას­რუ­ლებ­და მალ­ხა­ზის პარ­ტი­ას. მთე­ლი დარ­ბა­ზი ტი­რო­და. ვერც მე ვი­კა­ვებ­დი ცრემლს, იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. თა­ვი­დან­ვე ასე ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა" - იგო­ნებს ილია მე­ო­რე.

პატ­რი­არ­ქის პი­რა­დი არ­ქი­ვი­დან მა­სა­ლებს ჟურ­ნალ­მა "კა­რიბ­ჭემ" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე მო­უ­ყა­რა თავი და მათი გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­საც აძ­ლევს. "კა­რიბ­ჭის" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი და უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­არ­ქი­ვიც ქვეყ­ნდე­ბა, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"გწერს შენი დე­დაი, შენი გზის მყუ­რე­ბე­ლი..." - რას წერ­დნენ პატ­რი­არ­ქს მშობ­ლე­ბი

ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლე­ბი პატ­რი­არ­ქს - რას წე­რენ ბავ­შვე­ბი ილია მე­ო­რეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"მთელი დარბაზი ტიროდა... ვერც მე ვიკავებდი ცრემლს" - როგორ შეუყვარდა პატრიარქს კლასიკური მუსიკა

"მთელი დარბაზი ტიროდა... ვერც მე ვიკავებდი ცრემლს" - როგორ შეუყვარდა პატრიარქს კლასიკური მუსიკა

ილია მეორის კლასიკური მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. პატრიარქის საგალობლები საზოგადოებაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. გულშიჩამწვდომი, სადა და მელოდიური საგალობლები პირველივე მოსმენისთანავე ახლობელი ხდება მსმენელისთვის. კათოლიკოს-პატრიარქის ცნობილი ქმნილებებია: "კირიე ელეისონ", "დავიღალე", "ავე მარია" და ა.შ.

პატრიარქის პირად არქივში არის ჩანაწერი, რომელშიც ილია მეორე მისი და მუსიკის დამეგობრების ისტორიას აღწერს:

"სემინარიასა და აკადემიაში კარგი მუსიკის მასწავლებელი გვყავდა - აქსიონოვი მიხაილ ნიკოლაევიჩი, რომელსაც მეფის დროს ჰქონდა განათლება მიღებული.

იგი განსაკუთრებით გვამზადებდა ხოლმე რუსეთის პატრიარქ ალექსი I-თან შესახვედრად. პატრიარქი ალექსი არისტოკრატიული წარმოშობის დიდგვაროვანი იყო, ფრიად განსწავლული პიროვნება, გვარად სიმანსკი. საზეიმო შეხვედრა სამი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველი ნაწილი იყო ოფიციალური მოხსენებები, მეორე - საეკლესიო საგალობლები, მესამე - კლასიკური მუსიკა: საგუნდო ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან... გუნდში 120 წევრი ვიყავით; ყველაფერი ძალიან

კარგად გამოგვდიოდა...

აკადემიაში ყოფნისას ჩემთან ოთახში ცხოვრობდა სტუდენტი ლიბანიდან, მართლმადიდებელი არაბი. აკადემიის ადმინისტრაციამ პატივი გვცა და დაგვიდგეს ფისჰარმონია.ხანდახან ვუკრავდით, ვარჩევდით ნოტებს. ზოგჯერ ჩავდიოდით მოსკოვში (აკადემია დაშორებულია მოსკოვიდან 70 კილომეტრით), ვესწრებოდით საოპერო დადგმებს დიდ თეატრში და ხან და ხან ვრჩებოდით კიდეც იქ, ერთ მოხუცებულ მონაზონთან, რომელიც ეხმარებოდა სტუდენტებს. ოპერის გამო ზოგჯერ აკადემიაში დაგვიანებითაც მივდიოდით და როცა გვეკითხებოდნენ სად იყავითო, ვპასუხობდით, - ბიბლიოთეკაში.

მახსენდება 1957 წელი (თუ არ ვცდები), ქართული კულტურის დღეები მოსკოვში, რომელიც გაიხსნა "დაისით" დიდ თეატრში. სტუდენტები წავედით. ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა მალხაზის პარტიას. მთელი დარბაზი ტიროდა. ვერც მე ვიკავებდი ცრემლს, იმდენად შთამბეჭდავი იყო. თავიდანვე ასე ძალიან შემიყვარდა კლასიკური მუსიკა" - იგონებს ილია მეორე.

პატრიარქის პირადი არქივიდან მასალებს ჟურნალმა "კარიბჭემ" ფეისბუქის გვერდზე მოუყარა თავი და მათი გაცნობის საშუალებას ინტერნეტმომხმარებლებსაც აძლევს. "კარიბჭის" ფეისბუქის გვერდზე პატრიარქის ცხოვრებიდან საინტერესო დოკუმენტური მასალები და უნიკალური ფოტოარქივიც ქვეყნდება, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლებში დიდი გამოხმაურება აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

"გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..." - რას წერდნენ პატრიარქს მშობლები

ემოციური წერილები პატრიარქს - რას წერენ ბავშვები ილია მეორეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი